Saturday, January 17, 2026

“ველური დასავლეთის მეთოდები უარყოფილი უნდა იყოს” – AfD-ის თავდასხმა ტრამპზე

 

პაატა შეშელიძე


კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის (CPAC) 🇪🇺 ევროპელი წევრების იდეოლოგიური ერთობა აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიასთან 🐘 სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა ⚖️. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მაშინ, როდესაც საქმე მათ რეალურ, ხშირად შენიღბულ ინტერესებსა და კალთქვეშა პარტნიორებს შეეხო 🎭🤝🌍.

🛑 დისტანცირება „მოკავშირისგან“

პარტია AfD-ის ლიდერები, რომელთა პოლიტიკაში დარჩენა და ელექტორალური წარმატება დიდწილად ტრამპის, ვენსის, რუბიოსა და მასკის მხარდაჭერამ განაპირობა 🚀📈, საჯაროდ გაემიჯნენ ამერიკის ბოლო საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს (მადუროს დაკავება, ვენესუელაზე ზეწოლა, გრენლანდიის საკითხი და ა.შ.) 🛑🚫📢.

🗣️ ციტატები:

💬 „მან დაარღვია წინასაარჩევნო ფუნდამენტური პირობა, კერძოდ – სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობა, და მან ეს საკუთარ ამომრჩეველს უნდა აუხსნას.“ — ალის ვეიდელი (Alice Weidel), AfD-ს თანათავმჯდომარე 🗣️📜🇩🇪.

💬 „ველური დასავლეთის მეთოდები უარყოფილი უნდა იყოს და მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას.“ — ტინო ხრუპალა (Tino Chrupalla), AfD-ს თანათავმჯდომარე 🤠🚫🔫.

🇫🇷 ფრანგული გამოძახილი

ნიშანდობლივია, რომ ამერიკის პოლიტიკა მათზე რამოდენიმე დღით ადრე „იმპერიალიზმად“ შეაფასეს AfD-ს ფრანგმა მოკავშირეებმაც — მარი ლეპენმა და ჯორდან ბარდელამ საფრანგეთის „ეროვნული გაერთიანებიდან“ 🇫🇷🦅🥐.

🔄 AfD-ის „მეინსტრიმული“ პოლიტიკური "ვირეშმაკობა" 🦊🌀

რატომ იქცა ტრამპთან ასოცირება ახლა პოლიტიკურ ტვირთად? 🏋️‍♂️🛑 ეგებ იმიტომ, რომ გერმანელ ამომრჩეველში საკუთარი რეიტინგი შეინარჩუნონ? სტატისტიკურად, გერმანელთა მხოლოდ 12% აფასებს ტრამპის საქმიანობას დადებითად, ხოლო მხოლოდ 15% მიიჩნევს აშშ-ს სანდო პარტნიორად 📉🚫🥨.

თუმცა, მიზეზი მხოლოდ ზოგად გერმანულ რეიტინგებში არ უნდა ვეძიოთ, რადგან ტრამპის პოპულარობა გერმანიაში ყოველთვის კატასტროფულად დაბალი იყო 📉📉. Pew Research Center-ის მონაცემები ამ დინამიკას ნათლად ადასტურებს 📊📅:

  • 2016 წელი: ნდობის მაჩვენებელი მხოლოდ 6% იყო (ბარაკ ობამას 86%-ის ფონზე) 📉🕳️.

  • 2017–2020 წლები: რეიტინგი 10-13%-ის ფარგლებში მერყეობდა 📉📉.

  • 2024 წელი: თეთრ სახლში დაბრუნებამდე ნდობას მხოლოდ 15-18% გამოხატავდა 📈📉.

აქ პოლიტიკური პარადოქსი იკვეთება: უშუალოდ AfD-ის ამომრჩევლის 75%-ზე მეტს ტრამპი მოსწონს 😍🐘, ამიტომ ლიდერების ეს განცხადებები საკუთარ ამომრჩეველთან დისტანცირებად უფრო აღიქმება 🧐🦊🗳️.

⚠️ იდეოლოგიური პარადოქსები 😵‍💫⁉️

გარდა რეიტინგების გავლენისა, იდეოლოგიური თანმიმდევრულობაც საკამათოა:

  1. 🇻🇪 მადუროს "დაცვა": AfD-ის რიტორიკა, ფაქტობრივად, იცავს ხელისუფლების უზურპატორ, საკუთარი ხალხის მჩაგვრელ, კორუმპირებულ, ნარკოდილერობაში ბრალდებულ და ცინიკოს ჩავისტ (ანუ იდეოლოგიურადაც თითქოს განსხვავებულ) ნიკოლას მადუროს ⛓️🤥🇻🇪, რომლის უფლებამოსილებას აქამდე არც ამერიკა ცნობდა და არც ევროპა 🚫🛑.

  2. 🇬🇱 გრენლანდიის საკითხი: ამერიკის მხრიდან გრენლანდიასთან რაიმე გარიგებაზე საუბარი — მათ შორის, იქ არსებულ იშვიათ წიაღისეულსა 💎 და სასიცოცხლოდ სასარგებლო მინერალებზე ⛏️ წვდომის მიზნით — „იმპერიალიზმად“ ფასდება 🌍🚫. ამ დროს კი, რეალური დამპყრობლის, დანიის (შესაბამისად, ევროკავშირის) მიერ ამ მიწაზე კონტროლის შენარჩუნება დადებით მოვლენად ცხადდება 🧐🏛️🇬🇱.

🔍 ვირეშმაკობის რეალური მიზეზი

სინამდვილეში, ვაიდელმა და ხრუპალამ ტიპურ „მეინსტრიმულ“ ვირეშმაკობას მიმართეს: ვაშინგტონის კრიტიკა „პრინციპულობად“ და „ვისურვებდი, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ საბოლოოდ დაიწყოს პოლიტიკის გატარება გერმანელი ხალხისთვის, გერმანიის ინტერესებიდან გამომდინარე“ რიტორიკით დეკლარირებულ „სუვერენიტეტის“ დაცვად მონათლეს 🎭🛡️. რეალური მოტივაცია კი ისაა, რომ ვენესუელასა და გრენლანდიაში ამერიკული პოლიტიკის წარმატება AfD-ის ნამდვილი მფარველებისა და სპონსორების — რუსეთისა და ჩინეთის 🇷🇺🇨🇳 — გეოპოლიტიკურ ინტერესებს სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს და მათ გავლენებს მკვეთრად შეზღუდავს 📉💀📉.

🇭🇺 რა მოხდება CPAC-ზე? 🐘🤝🇭🇺

საინტერესოა, გლობალური ანტი-გლობალისტური 😅 კონსერვატიული 🐘 პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია, რომელიც 2026 წლის მარტში უნგრეთში იმართება, როგორ შეაფასებს ამ საკითხებს 🤔. შეინარჩუნებენ თუ არა ამერიკელი რესპუბლიკელების მხარდაჭერას ასეთი ორპირი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც კრიტიკულ მომენტში მოსკოვისა და პეკინის ინტერესებს უფრო უფრთხილდებიან, ვიდრე ვაშინგტონთან ალიანსს? 🇭🇺🙈🙉🙊💥

🏁 დასკვნა 🏁

საბოლოო ჯამში, CPAC 2026 იქნება ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ნიღბები საბოლოოდ ჩამოიხსნება 🎭🔓. სწორედ იქ გამოჩნდება, რამდენად მყარია ევროპელთა „იდეოლოგიური ერთობა“ მაშინ, როდესაც საქმე პარტიებისა და მათი ლიდერების რეალურ და არა აბსტრაქტულ სახელმწიფო ინტერესებს, გავლენის სფეროებსა და სტრატეგიულ რესურსებს შეეხება 🕵️‍♂️🌍🏁💎.

ციტატების წყარო: https://www.politico.eu/article/germany-donald-trump-afd-greenland-nicolas-maduro-national-rally/

მითომანია პოლიტიკაში: როდესაც ალტერნატიული რეალობა გადარჩენის ერთადერთი გზაა

პაატა შეშელიძე  ფსიქოლოგიასა და პოლიტიკურ ანალიზს შორის ზღვარი ხშირად ძალიან თხელია. როდესაც საზოგადოება აკვირდება ლიდერებს, რომლებიც აშკარა...