პაატა შეშელიძე
გრენლანდია დღეს იმყოფება ისტორიულ გარდატეხაზე. ეს არ არის მხოლოდ უდიდესი კუნძული ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში; ეს არის გლობალური „აუქციონი“, სადაც დედაქალაქ ნუუკში განთვასებული ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს არა სუვერენიტეტის დათმობას, არამედ საკუთარი ბუნებრივი რესურსების და გეოგრაფიული მდებარეობის სანაცვლოდ დამოუკიდებლობის გარანტიებისა და ეკონომიკური თვითმყოფადობის მოპოვებას.
განვიხილოთ ამ
მიზნით გამოცხადებული აუქციონის ქრონიკა, რომელიც გლობალური ენერგეტიკული და
სამხედრო დაპირისპირების ფონზე ვითარდება.
1. ზოგადი დახასიათება:
გეოგრაფია
და
დემოგრაფია
- გეოგრაფია და
ყინულის
საფარი:
გრენლანდია
მსოფლიოს
უდიდესი
კუნძულია
(დაახლოებით
2.16 მილიონი
კვ.კმ),
რომლის
ტერიტორიის
80%-ზე
მეტი
მუდმივი
ყინულითაა
დაფარული.
ეს
ყინულოვანი
ფარი
დედამიწის
მტკნარი
წყლის
მარაგის
მნიშვნელოვან
ნაწილს
ინახავს და პოტენციური რესურსია. ტექნოლოგიური
პროგრესი
კი
საშუალებას
იძლევა,
რომ
მანამდე
მიუწვდომელი
უნიკალური
ბუნებრივი
რესურსები
და
კრიტიკული
მინერალები
მოპოვებულ
იქნას
რთულ
არქტიკულ
პირობებშიც
კი.
- დემოგრაფია და
მოსახლეობის
დინამიკა
(2025-2026): გრენლანდია მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე
ნაკლებად
დასახლებული
ტერიტორიაა,
თუმცა
ბოლო
პერიოდში
მოსახლეობის
მცირე,
მაგრამ
სტაბილური
ზრდა
შეინიშნება:
- 2025 წლის 1 იანვრის
მონაცემებით: კუნძულზე 56,542 ადამიანი
ცხოვრობდა
(Statistics Greenland).
- 2025 წლის ოქტომბრისთვის: ეს
მაჩვენებელი
56,699-მდე გაიზარდა.
- 2026 წლის პროგნოზი: მოსალოდნელია მოსახლეობის ზრდა 56,800–57,000 ადამიანამდე.
- ეთნიკური შემადგენლობა
და
დაბადების
ადგილი:
- ადგილობრივები (88%): მოსახლეობის
აბსოლუტური
უმრავლესობა
გრენლანდიაშია
დაბადებული.
ესენი
ძირითადად
ინუიტები
(კალაალიტები)
არიან,
რომლებიც
ენათესავებიან
ჩრდილოეთ
ამერიკის
არქტიკული
რეგიონის
სხვა
ხალხებს
(კანადის,
ალასკისა
და
ჩუკოტკის
ინუიტებსა
და
იუპიკებს).
ამ
ჯგუფში
შედიან
შერეული
(ინუიტურ-დანიური)
წარმოშობის
ოჯახებიც,
რაც
კოლონიური
ეპოქიდან
მოყოლებული
ხანგრძლივი
თანაცხოვრების
შედეგია.
- გარედან შემოსულები
(12%): მოსახლეობის ეს ნაწილი კუნძულის გარეთაა
დაბადებული.
აქედან
დაახლოებით
7–8% დანიელია,
ხოლო
დანარჩენი
სხვადასხვა
ქვეყნებიდან
ჩამოსული
პირები
არიან.
ისინი
ძირითადად
ადმინისტრაციულ,
სამეცნიერო
და
ტექნიკურ
სექტორებში
არიან
დასაქმებულნი.
- სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები (2025-2026)
სიცოცხლის ხანგრძლივობა: გრენლანდიაში საშუალო ხანგრძლივობა 72-73 წელია (ქალი 75, კაცი 70), რაც დაახლოებით 10 წლით ნაკლებია, ვიდრე დანიაში (~83 წელი). ეს სხვაობა გამოწვეულია ჯანდაცვის შეზღუდული ხელმისაწვდომობით, მაღალი ტრავმიანობით და ცხოვრებისთვის რთული არქტიკული პირობებით, თუმცა, 1970-იან წლებთან შედარებით 12-13 წლიანი გაუმჯობესებაა.
შემოსავალი ერთ სულზე (GDP per capita): შეადგენს დაახლოებით 49,500 – 52,000 ევროს. დანიაში – 64,000 ევროზე მეტი. თუმცა, შემოსავლის ასეთი მაღალი საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვანი წილი დანიიდან მიღებული სუბსიდიის ხარჯზე მოდის და მას ბიუროკრატია და დანიასთან დაკავშირებული პროექტებში ჩართული ხალხი იღებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ისევ და ისევ დანიური წარმოშობისაა.
ეკონომიკური რეალობა: მაღალი ნომინალური შემოსავლის მიუხედავად, ცხოვრების ღირებულება გრენლანდიაში 2-3-ჯერ აღემატება ევროპულს, რადგან საწვავის, საკვებისა და სამომხმარებლო საქონლის 90% იმპორტირებულია.
საინტერესო ფაქტი: გრენლანდიაში საშუალო თვიური ხელფასი (დაქირავებით დასაქმებულთათვის) დაახლოებით 3,350 – 3,750 ევროს შეადგენს. თუმცა, მაღალი საშემოსავლო გადასახადები (რომელიც ხშირად 40%-ს აღემატება) და ძვირი ცხოვრება, ამ თანხის დიდ ნაწილს „ყლაპავს“. ამიტომ ადგილობრივების რეალური მსყიდველობითი უნარი ევროპულ საშუალო მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება.
- იდენტობა და
ენობრივი
პოლიტიკა:
ეთნიკური
იდენტობა
და
ინუიტური
ენა
(კალაალისუტი)
გრენლანდიის
ნაციონალიზმის
მთავარი
მამოძრავებელი
ძალაა.
2009 წლის
ავტონომიის
შესახებ
აქტის
თანახმად,
კალაალისუტი
ერთადერთი
ოფიციალური
ენაა
და
წერილობით
ლათინურ
ანბანს
ეყრდნობა.
თუმცა,
რეალობაში
ენობრივი
მდგომარეობა
კომპლექსურია:
- ადმინისტრაცია: ოფიციალური
დოკუმენტაცია
ძირითადად
ინუიტურ
ენაზეა,
მაგრამ
დანიური
ენა
კვლავაც
ფართოდ
გამოიყენება
როგორც
სამუშაო
ენა,
განსაკუთრებით
მაღალ
ტექნოლოგიურ
და
იურიდიულ
სფეროებში.
- განათლება: სკოლებში
სწავლება
მიმდინარეობს
ინუიტურ
ენაზე,
მაგრამ
დანიური
და
ინგლისური
ენები
სავალდებულო
საგნებია.
უმაღლესი
განათლების
დიდი
ნაწილი
კვლავ
დანიურ
ენაზეა
დამოკიდებული.
- მედია: სახელმწიფო ტელერადიომაუწყებელი
(KNR) მაუწყებლობს
ძირითადად
ინუიტურ
ენაზე,
თუმცა
დანიურენოვანი
გადაცემები
და
გაზეთები
(მაგ.
Sermitsiaq.AG) კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში.
2. კოლონიური
წარსული
და
ასიმილაციის
მტკივნეული
მემკვიდრეობა
გრენლანდიის ისტორია
დანიასთან
მჭიდროდ
და
ტრაგიკულადაა
დაკავშირებული.
ეს
არ
იყო
მხოლოდ
ადმინისტრაციული
მართვა,
არამედ
სისტემური
მცდელობა
ადგილობრივი
იდენტობის
წაშლისა.
- კოლონიზაციის საწყისები
და
ევროპული
კვალი:
გრენლანდიაში
პირველი
ევროპელები
მე-10
საუკუნის
ბოლოს
(დაახლოებით
982 წელს)
ისლანდიიდან
წამოსული
სკანდინავიელი
ვიკინგები
იყვნენ,
ერიკ
წითურის
მეთაურობით.
მათ
კუნძულის
სამხრეთ-დასავლეთით
დასახლებები
შექმნეს,
რომლებიც
რამდენიმე
საუკუნეს
არსებობდნენ,
თუმცა
მე-15
საუკუნისთვის
გაურკვეველი
მიზეზებით
(სავარაუდოდ
დაავადებები,
კლიმატის
გამკაცრება,
რესურსების
ამოწურვა)
გაქრნენ.
თანამედროვე
ინუიტები
(ტულეს
კულტურის
მატარებლები)
კუნძულზე
დაახლოებით
მე-13
საუკუნეში
ჩრდილოეთიდან
გამოჩნდნენ.
- დანიური კოლონიალიზმის
დასაწყისი:
კუნძულის
ხელახალი
კოლონიზაცია
1721 წელს
დაიწყო,
როდესაც
ნორვეგიელი
მისიონერი
ჰანს
ეეგედე
დანია-ნორვეგიის
მეფის
მხარდაჭერით
გრენლანდიაში
ჩავიდა.
მისი
თავდაპირველი
მიზანი
დაკარგული
სკანდინავიელი
ქრისტიანების
პოვნა
იყო,
თუმცა
საბოლოოდ
მან
ადგილობრივ
ინუიტებში
ქრისტიანობის
გავრცელება
და
სავაჭრო
პუნქტების
დაარსება
დაიწყო.
სწორედ
ამ
პერიოდიდან
მოექცა
გრენლანდია
დანიის
გვირგვინის
პირდაპირი
გავლენის
ქვეშ.
საუკუნეების
მანძილზე
კუნძული
ჩაკეტილი
სავაჭრო
მონოპოლია
იყო,
სადაც
დანია
აკონტროლებდა
ყველა
რესურსს.
- კოლონიური სტატუსი
და
„მოდერნიზაცია“: 1953 წლამდე გრენლანდია დანიის ოფიციალური
კოლონია
იყო.
ამ
წელს
სტატუსი
შეიცვალა
და
იგი
დანიის
სამეფოს
„თანასწორ“
ნაწილად
გამოცხადდა,
თუმცა
ეს
პროცესი
ადგილობრივებისთვის
დამანგრეველი
აღმოჩნდა.
დაიწყო
ე.წ.
„G-50“ და
„G-60“ პოლიტიკა,
რაც
გულისხმობდა
მოსახლეობის
იძულებით
ურბანიზაციას
– ხალხი
მცირე
დასახლებებიდან
დიდ
ქალაქებში,
ბეტონის
კორპუსებში
გადაასახლეს,
რამაც
მათ
ტრადიციულ
ცხოვრების
წესს
(ნადირობა,
თევზჭერა)
ძირი
გამოუთხარა.
- ასიმილაციის მცდელობები
და
„ექსპერიმენტული ბავშვები“: დანიის
მხრიდან
ადგილი
ჰქონდა
ადგილობრივი
მოსახლეობის
იძულებითი
კულტურული
ასიმილაციის
პროცესს.
ერთ-ერთი
ყველაზე
შოკისმომგვრელი
ფაქტია
1951 წლის
ექსპერიმენტი,
როდესაც
22 ინუიტი
ბავშვი
ოჯახებს
მოსწყვიტეს
და
დანიაში
გაგზავნეს,
რათა
ისინი
„პატარა
დანიელებად“
აღეზარდათ
და
შემდეგ
კუნძულზე
„ელიტად“
დაებრუნებინათ.
ამ
ბავშვების
უმრავლესობამ
დაკარგა
მშობლიური
ენა
და
იდენტობა,
რაც
მათი
პირადი
ტრაგედიის
მიზეზი
გახდა.
- სტერილზაციის სკანდალი
(ე.წ. „სპირალების კამპანია“):
1960-იან
და
70-იან
წლებში
დანიის
ხელისუფლებამ
განახორციელა
ინუიტი
ქალებისა
და
გოგონების
(ზოგჯერ
12-13 წლის
ასაკიდან)
ფარული
და
იძულებითი
სტერილზაცია.
ათასობით
ქალს
საშვილოსნოსშიდა
მოწყობილობები
(სპირალები)
მათი
ინფორმირებული
თანხმობის
გარეშე
ჩაუდგეს.
ეს
იყო
მიზანმიმართული
დემოგრაფიული
ინჟინერია
ადგილობრივი
შობადობის
შესამცირებლად,
რათა
დანიას
ნაკლები
დაეხარჯა
სოციალურ
კეთილდღეობაზე.
- სოციალური ჯოჯოხეთი: დანიური მმართველობის პირობებში გრენლანდიამ თვითმკვლელობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველი ადგილი „დაიკავა“. ეს არის იძულებითი ურბანიზაციისა და წართმეული იდენტობის პირდაპირი შედეგი.
3. დამოუკიდებლობის
მოპოვების
ნაბიჯები
და
ოფიციალური
მიზანი
გრენლანდიის გზა სუვერენიტეტისკენ
არის
გაწერილი
იურიდიული
და
ეკონომიკური
სტრატეგია,
რომელიც
ეყრდნობა
რამდენიმე
ფუნდამენტურ
არგუმენტს:
- კონტექსტი: რატომ
2009 წელი და რატომ ავტონომია?
1979 წლიდან
გრენლანდიას
ჰქონდა
შიდა
მმართველობა
(Home Rule), თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში არქტიკაში ყინულის
დნობამ
და
ახალი
რესურსების
ხელმისაწვდომობამ
დღის
წესრიგში
დააყენა
მეტი
თვითმყოფადობის
საკითხი.
- 2008 წლის რეფერენდუმის საფუძველზე, 2009 წელს
ამოქმედდა
თვითმმართველობის
აქტი
(Self-Government Act). პირდაპირ დამოუკიდებლობაზე უარი
ითქვა
პრაგმატული
მიზეზით:
გრენლანდია
ეკონომიკურად
ჯერ
კიდევ
დამოკიდებულია
დანიის
პირდაპირ
სუბსიდიებზე.
ავტონომიის
გაფართოება
გახდა
„მოსამზადებელი
ეტაპი“
– იურიდიული
ჩარჩო,
რომელიც
საშუალებას
იძლევა
ძალაუფლების
ეტაპობრივი
გადაბარების,
სანამ
კუნძული
ეკონომიკურად
არ
გაძლიერდება.
- სამართლებრივი საფუძველი
(2009 წლის ავტონომიის აქტი):
ეს
არის
უმთავრესი
დოკუმენტი,
რომლითაც
დანიამ
აღიარა
გრენლანდიელი
ხალხი,
როგორც
საერთაშორისო
სამართლის
სუბიექტი.
აქტი
გრენლანდიას
აძლევს
უფლებას
გამოაცხადოს
დამოუკიდებლობა
ნებისმიერ
დროს,
რეფერენდუმის
საფუძველზე,
თუმცა
ამის
შემდეგ
შეწყდება
დანიის
სუბსიდიები.
- ეკონომიკური თვითკმარობის
სტრატეგია:
- არგუმენტი: დამოუკიდებლობა
შეუძლებელია
ფინანსური
უზრუნველყოფის
გარეშე.
ამჟამად
დანიის
ყოველწლიური (დაახლოებით 3.9-4.1 მილიარდი დანიური კრონა - დაახლოებით 522–535 მილიონი ევრო) სუბსიდია (Block
Grant) გრენლანდიის ბიუჯეტის დაახლოებით 50%-ს
შეადგენს,
ხოლო
მშპ-ს
20-25%-ს. დანარჩენი ძირითადად თევზჭერით შესდით.
თან,
ექსპორტის
თითქმის
90-93% თევზსა და ზღვის პროდუქტებზე მოდის (ძირითადად
კრევეტები
და
ჰალიბუტი).
ეს
არის
გრენლანდიის
ეკონომიკის
„აქილევსის
ქუსლი“
– ზედმეტი
დამოკიდებულება
ერთ
სექტორზე,
რომელიც
არასტაბილურია
ბუნებრივი
პირობების
და
მერყევი
ფასების
გამო.
- მომდევნო ნაბიჯი:
სასარგებლო
წიაღისეულის
(იშვიათი
მიწაელემენტები,
ოქრო,
კრიტიკული
მინერალები)
აქტიური
მოპოვება
და
ექსპორტის
დივერსიფიკაცია,
რათა
მიღებულმა
შემოსავლებმა
ჩაენაცვლოს
დანიური
დაფინანსება.
- გამოწვევა: დღევანდელ მსოფლიოში ინვესტორებისთვის ეკოლოგია საკითხები. გრენლანდიის დამოუკიდებლობა ეფუძნება მნიშვენლობან წინააღმდგეობას – დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მათ უნდა გარდაქმნას საკუთარი ბუნება (სამთო მოპოვებით). ეს არის შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი წერტილი – როგორ გახდნენ დამოუკიდებლები ისე, რომ არ დაკარგონ თავიანთი ხელუხლებელი არქტიკული იდენტობა.
- პოლიტიკური და
დიპლომატიური
ემანსიპაცია:
- მიზანი: საკუთარი საგარეო
პოლიტიკის
მართვა.
გრენლანდია
უკვე
დამოუკიდებლად
აწარმოებს
მოლაპარაკებებს
ვაშინგტონთან, პეკინთან და
სხვებთან
ეკონომიკურ
პროექტებზე.
- არგუმენტი: კუნძულის
სტრატეგიული
მდებარეობა
არქტიკაში
მას
აძლევს
უნიკალურ
ბერკეტს,
იყოს
არა
„დანიის
ნაწილი“,
არამედ
დამოუკიდებელი
მოთამაშე
გლობალურ
უსაფრთხოების
არქიტექტურაში
(განსაკუთრებით
აშშ-სთან
პირდაპირი
კავშირით).
- კულტურული და
ენობრივი
სუვერენიტეტი:
ოფიციალური
მიზანია
კოლონიური
ნარატივის
სრული
დემონტაჟი,
სადაც
ინუიტური
ენა
და
კულტურა
იქნება
სახელმწიფოებრიობის
საყრდენი.
4. გრენლანდიის კრიტიკული რესურსების რუკა
·
იშვიათი მიწაელემენტები (REE) – „მწვანე ტექნოლოგიების“
საფუძველი
ეს
ელემენტები
გრენლანდიას
აქცევს
ჩინეთის
ერთადერთ
რეალურ
ალტერნატივად
გლობალურ
ბაზარზე:
- ნეოდიმი
და
პრაზეოდიმი:
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია
ელექტრომობილების
(EV) მაღალი
სიმძლავრის
მაგნიტებისთვის.
მათი
გარეშე
თანამედროვე
ავტოინდუსტრიის
დეკარბონიზაცია
შეუძლებელია.
- ტერბიუმი
და
დისპროზიუმი:
გამოიყენება
ქარის
ტურბინების
გენერატორებში.
ისინი
უზრუნველყოფენ
მაგნიტების
მდგრადობას
მაღალი
ტემპერატურის
პირობებში,
რაც
აუცილებელია
განახლებადი
ენერგიის
სექტორისთვის.
·
ენერგეტიკული რესურსები
– „მძინარე
გიგანტი“
- ურანი:
გრენლანდია
ფლობს
ურანის
მსოფლიო
მნიშვნელობის
მარაგებს
(განსაკუთრებით
სამხრეთში).
მიუხედავად
იმისა,
რომ
ამჟამინდელმა
მთავრობამ
(IA) მოპოვებაზე
მორატორიუმი
დააწესა
გარემოსდაცვითი
მოტივით,
ურანი
რჩება
უმძლავრეს
ეკონომიკურ
ბერკეტად
მომავალი
ადმინისტრაციებისთვის.
- ჰიდროენერგია:
მყინვარების
დნობის
შედეგად
წარმოქმნილი
წყლის
ნაკადები
იძლევა
იაფი
და
სუფთა
ენერგიის
წარმოების
საშუალებას,
რაც
აუცილებელია
თავად
მოპოვებითი
მრეწველობის
„გამწვანებისთვის“.
·
კრიტიკული ლითონები ბატარეებისა
და
ელექტრონიკისთვის
- გრაფიტი
და
ლითიუმი:
ლითიუმ-იონური
ბატარეების
მთავარი
კომპონენტები.
მათი
მოპოვება
გრენლანდიას
სმარტფონების,
ლეპტოპებისა
და
ენერგო-შემნახველი
სისტემების
მიწოდების
ჯაჭვის
ცენტრში
აყენებს.
- ნიკელი
და
კობალტი:
აუცილებელი
ელემენტები
მაღალი
ხარისხის
ფოლადის
წარმოებისა
და
ელექტროქიმიური
ინდუსტრიისთვის.
·
ძვირფასი და ფერადი ლითონები
– სწრაფი
შემოსავლის
წყარო
- ოქრო:
სამხრეთ
გრენლანდიაში
ოქროს
მოპოვება
ერთ-ერთი
ყველაზე
მომგებიანი
სექტორია,
რომელიც
უზრუნველყოფს
ვალუტის
სტაბილურ
შემოდინებას.
- თუთია
და
ტყვია:
ტრადიციული
სამთო-მოპოვებითი
რესურსები,
რომელთა
ექსპორტის
გამოცდილება
კუნძულს
უკვე
აქვს
და
მათი
ფასი
გლობალურ
ბაზარზე
სტაბილურად
მაღალია.
·
სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა რესურსები
- რკინის
მადანი:
მაღალი
ხარისხის
რკინის
საბადოები
(მაგალითად,
ისუას
საბადო),
რომლებიც
საჭიროა
გლობალური
ინფრასტრუქტურული
პროექტებისთვის.
- მტკნარი
წყალი:
ყინულოვანი
ფარი
დედამიწის
მტკნარი
წყლის
მარაგის
დაახლოებით
10%-ს
ინახავს.
კლიმატური
ცვლილებების
ფონზე,
სასმელი
წყალი
შესაძლოა
მომავლის
ყველაზე
ძვირადღირებულ
რესურსად
იქცეს.
- აშშ-ის
გეოლოგიური
სამსახურის
(USGS) მონაცემებით, გრენლანდიის შელფზე შესაძლოა
ინახებოდეს
17 მილიარდ
ბარელზე
მეტი
ნავთობი
და
დიდი
რაოდენობით
ბუნებრივი
გაზი,
4.1. წიაღისეული საწვავი და „მწვანე“ ვეტო
მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია
მდიდარია
ტრადიციული
ენერგორესურსებით,
ნუკის
პოლიტიკამ
2021 წლიდან
მკვეთრი
შემობრუნება
განიცადა:
- ეკოლოგიური მოტივით
შეჩერებული
პროექტები:
2021 წლის
ივლისში
გრენლანდიის
მთავრობამ
მიიღო
სტრატეგიული
გადაწყვეტილება
— სრულად
შეწყვიტა
ნავთობისა
და
გაზის
ახალი
საბადოების
ძიება
და
ლიცენზირება.
მიზეზი
ორგვარი
იყო:
არქტიკული
ეკოსისტემის
დაცვა
და
გათვლა
იმაზე,
რომ
გლობალური
ენერგეტიკული
გადასვლის
ფონზე,
ნავთობზე
ორიენტირება
ეკონომიკურად
სარისკოა.
- ურანის მოპოვების აკრძალვა:
ნავთობის
მსგავსად,
ეკოლოგიური
და
რადიაციული
უსაფრთხოების
მოტივით,
ამჟამად
შეჩერებულია
ურანის
მოპოვებაც.
სწორედ
ამ
აკრძალვამ
შეაჩერა
კვანეფელდის
(Kvanefjeld) გიგანტური პროექტი, რადგან იქ
იშვიათი
მიწაელემენტები
ურანთან
ერთად
მოიპოვებოდა.
4.2. რა მოიპოვება
ამჟამად?
გრენლანდიაში მოპოვებითი
ინდუსტრია
ჯერ
კიდევ
ადრეულ
ეტაპზეა,
თუმცა
აქტიურია
შემდეგი
მიმართულებები:
- ოქრო: აქტიურად მიმდინარეობს მოპოვება სამხრეთ
გრენლანდიაში
(მაგ.
ნალუნაკის
მაღარო).
- ანორთოზიტი: თეთრი მინერალი, რომელიც გამოიყენება
მინაბოჭკოვანი
მასალების,
საღებავებისა
და
ალუმინის
წარმოებაში.
- ძვირფასი ქვები: გრენლანდია ცნობილია ლალის
(Ruby) და
პინკ-საფირონის
საბადოებით,
რომელთა
მოპოვებაც
კომერციულად
უკვე
დაწყებულია.
- მოსამზადებელი ფაზა: მიმდინარეობს სამუშაოები თუთიის,
ტყვიისა
და
ტიტანის
საბადოების
ასათვისებლად,
რომლებიც
უახლოეს
წლებში
უნდა
შევიდეს
ექსპლუატაციაში.
2025 წლის 7 აპრილიდან
გრენლანდიას
მართავს
ახალი
კოალიციური
მთავრობა.
პრემიერ-მინისტრი
(Naalakkersuisut Siulittaasuat) არის იენს-ფრედერიკ ნილსენი, რომლის პარტიამაც
("დემოკრატებმა")
ისტორიულ
წარმატებას
მიაღწია.
- Demokraatit (დემოკრატები) – 30.26% (10 მანდატი):
- სტატუსი: არჩევნების გამარჯვებული
და
კოალიციის
ლიდერი.
- ლიდერი: იენს-ფრედერიკ
ნილსენი (Jens-Frederik Nielsen) – ამჟამინდელი
პრემიერ-მინისტრი.
- იდეოლოგია: ლიბერალიზმი,
ეკონომიკური
პრაგმატიზმი.
- როლი: აქცენტი კეთდება
ბიზნეს-ინვესტიციებსა
და
დანიასთან
ეკონომიკური
ურთიერთობების
გადახედვაზე.
- Naleraq – 24.77% (8 მანდატი):
- სტატუსი: კოალიციის უმსხვილესი
პარტნიორი.
- ლიდერი: პელე
ბრობერგი (Pele Broberg).
- იდეოლოგია: პოპულისტური
ნაციონალიზმი.
- როლი: მკაცრი კურსი
სრული
სუვერენიტეტისკენ
და
დანიასთან
კავშირების
სწრაფი
გაწყვეტისკენ.
- Inuit Ataqatigiit (IA) – 21.62% (7 მანდატი):
- სტატუსი: მთავარი ოპოზიციური
ძალა.
- ლიდერი: მუტე
ბ. ეგედე (Múte B. Egede).
- იდეოლოგია: მემარცხენე-ნაციონალიზმი,
ეკოლოგია.
- პერპექტივა: 2025 წლის
მარცხის
შემდეგ
პარტია
ორიენტირებულია
ეკოლოგიური
სტანდარტების
დაცვის
მონიტორინგზე.
- Siumut – 14.88% (4 მანდატი):
- ლიდერი: ერიკ
იენსენი (Erik Jensen).
- იდეოლოგია: სოციალ-დემოკრატია.
- როლი: ისტორიული ვარდნის
შემდეგ
პარტია
ცდილობს
რეფორმირებას.
- Atassut – 7.39% (2 მანდატი):
- ლიდერი: აკალუკ
ჯერემიასენი (Aqqalu Jerimiassen).
- იდეოლოგია: კონსერვატიული
ლიბერალიზმი.
5.1. 2008-2009 წლების მოვლენების
ინიციატორები
ავტონომიის პროცესის
სათავეებთან
იდგნენ:
- ჰანს ენოკსენი (Siumut):
რეფერენდუმის
მთავარი
პოლიტიკური
ინიციატორი.
- კუპიკ კლეისტი (IA): ავტონომიის
გაფართოების
ინტელექტუალური
ლიდერი.
- Siumut-IA კოალიცია: ძალა, რომელმაც
აიძულა
დანია
ეღიარებინა
გრენლანდიის
ხალხის
უფლება
სუვერენიტეტზე.
6. ჩინური ფაქტორი: რატომ და როდის მოიწვიეს ინვესტორები პეკინიდან?
ჩინური ინვესტიციების
მოზიდვის
იდეა
გრენლანდიის
პოლიტიკურ
დღის
წესრიგში
2010-2012 წლებში
გაჩნდა,
კუპიკ
კლეისტის
პრემიერობის
დროს.
ეს
არ
იყო
მხოლოდ
ეკონომიკური
გათვლა,
არამედ
გეოპოლიტიკური
მანიპულაციის
მცდელობა.
- მოტივაცია – ფინანსური
დამოუკიდებლობა:
2009 წელს
მიღებული
ფართო
ავტონომიის
შემდეგ,
გრენლანდიელ
ლიდერებს
სჭირდებოდათ
გიგანტური
კაპიტალი,
რათა
დაეწყოთ
სასარგებლო
წიაღისეულის
მოპოვება.
დანია
და
დასავლური
ბანკები
თავს
იკავებდნენ
რისკიანი
პროექტებისგან,
ჩინეთი
კი
მზად
იყო
მილიარდობით
დოლარის
დასაბანდებლად.
მას
აქვს
ტექნოლოგიები,
გამოცდილება
და
ფული
ამისთვის.
- გეოპოლიტიკური ბერკეტი:
ნუუკის
ხელისუფლება
ჩინურ
ინვესტიციებს
იყენებდა,
როგორც
მუქარის
იარაღს
კოპენჰაგენის
წინააღმდეგ:
„თუ
დანია
არ
მოგვცემს
მეტ
თავისუფლებას
და
ფულს,
ჩვენ
მას
ჩინეთში
ვიპოვით“.
ჩინეთის ინტერესი გრენლანდიისადმი ემყარებოდა სტრატეგიას — „კაპიტალი სუვერენიტეტის სანაცვლოდ“. პეკინი სთავაზობდა ნუუკს გიგანტურ ინვესტიციებს იქ, სადაც დასავლური ინსტიტუტები რისკს ხედავდნენ. ქვემოთ მოცემულია იმ ძირითადი პროექტების ქრონიკა, რომლებმაც ვაშინგტონსა და კოპენჰაგენში განგაშის ზარები აამუშავა:
- ისუას რკინის მადნის პროექტი (Isua Iron
Project):
- პოტენციალი: 2013 წელს კომპანია London
Mining-მა დაიწყო ნუუკთან ახლოს მდებარე საბადოს დამუშავება. გეგმა ითვალისწინებდა 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და 2,000-ზე მეტი ჩინელი მუშის ჩაყვანას.
- ბედი: პროექტი ჩაიძირა ფინანსური სირთულეების გამო. მოგვიანებით ის ჰონგ-კონგურმა ჯგუფმა General
Nice Group შეისყიდა, თუმცა 2021 წელს გრენლანდიის მთავრობამ ლიცენზია საბოლოოდ გააუქმა, რადგან კომპანიამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო სამუშაოების დაწყება.
- კვანეფელდის (Kvanefjeld) სტრატეგიული საბადო:
- პოტენციალი: მსოფლიო მნიშვნელობის REE-ს (იშვიათი მიწაელემენტები) და ურანის საბადო. ჩინური გიგანტი Shenghe
Resources გახდა პროექტის უმსხვილესი აქციონერი (11%), რაც პეკინს აძლევდა ექსკლუზიურ წვდომას მომავლის მინერალებზე.
- ბედი: 2021 წლის არჩევნების შემდეგ, IA-ს მთავრობამ ურანის მოპოვებაზე მორატორიუმი დააწესა. ამ გადაწყვეტილებამ პროექტი სამართლებრივ ჩიხში შეიყვანა და ჩინური გავლენის გავრცელება ამ სექტორში დროებით შეაჩერა. ჩინური წილის მქონე კომპანია (Greenland Minerals) გრენლანდიის მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის და განხილვა არ დასრულებულა.
- სამი სტრატეგიული აეროპორტის მოდერნიზება (2018):
- პოტენციალი: ჩინურმა სახელმწიფო კორპორაცია CCCC-მ გამოთქვა მზადყოფნა, დაეფინანსებინა და აეშენებინა ნუუკის, ილულისატისა და კაკორტოკის აეროპორტები. ეს ჩინეთს აძლევდა პირდაპირ ბერკეტს კუნძულის საჰაერო ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე.
- ბედი: ვაშინგტონის მკაცრი ჩარევის შემდეგ, დანიის მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება — თავად გამოყო 100 მილიონ დოლარზე მეტი სუბსიდია და შეღავათიანი სესხი, რათა ჩინური კაპიტალი პროექტიდან სრულად განედევნა.
- ციტრენენ-ფიორდის (Citronen
Fjord) თუთია-ტყვიის საბადო:
- პოტენციალი: ავსტრალიურმა კომპანია Ironbark-მა ჩინურ სახელმწიფო კომპანია NFC-სთან გააფორმა მემორანდუმი დაფინანსებისა და მართვის შესახებ.
- ბედი: პროექტი „გადაარჩინა“ აშშ-ის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა (EXIM), რომელმაც 2020 წელს დაფინანსების მზადყოფნა გამოთქვა, რათა ჩინური სახელმწიფო კომპანია დასავლური კაპიტალით ჩაენაცვლებინა.
- გრენედალის (Grønnedal) ყოფილი საზღვაო ბაზა:
- პოტენციალი: 2016 წელს დანიამ გასაყიდად გამოიტანა აშშ-ის ყოფილი სამხედრო ობიექტი. ჩინური კომპანია მის ყიდვას ცდილობდა, რაც პეკინს გრენლანდიის სამხრეთში პირდაპირ საყრდენ წერტილს მისცემდა.
- ბედი: დანიის თავდაცვის სამინისტრომ ბოლო მომენტში ვეტო დაადო გაყიდვას და ბაზა კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დატოვა „უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.
დასავლეთის კონტრშეტევა და „ჩინური ბერკეტის“ მემკვიდრეობა
2026 წლისთვის ჩინური „რბილი ძალის“ შეტევა გრენლანდიაზე პრაქტიკულად მოგერიებულია აშშ-დანიის ერთობლივი ფინანსური და პოლიტიკური ძალისხმევით. ეს არ ყოფილა მხოლოდ აკრძალვების პოლიტიკა; ვაშინგტონმა და კოპენჰაგენმა გააცნობიერეს, რომ პეკინის გასაძევებლად რეალური ფინანსური ალტერნატივების შეთავაზება იყო საჭირო:
დანიის ინფრასტრუქტურული პასუხი: მას შემდეგ, რაც ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ (CCCC) აეროპორტების მშენებლობაზე პრეტენზია გამოთქვა, კოპენჰაგენმა პოლიტიკა შეცვალა. დანიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი, პირადად ჩავიდა ნუუკში და დანიის მთავრობის სახელით პირდაპირ გამოყო 700 მილიონი დანიური კრონა (დაახლოებით 90 მლნ ევრო) კაპიტალის სახით და შეღავათიანი სესხები სტრატეგიული აეროპორტების მოდერნიზაციისთვის.
აშშ-ის დიპლომატიური და ეკონომიკური „დაბრუნება“: 2020 წელს, 67-წლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-მა ნუუკში ოფიციალური საკონსულო გახსნა, რაც პირდაპირი სიგნალი იყო, რომ ვაშინგტონი გრენლანდიას დამოუკიდებელ სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს. ამას მოჰყვა $12.1 მილიონიანი დახმარების პაკეტები სამოქალაქო სექტორისა და სამთო-მოპოვებითი დარგის განვითარებისთვის. აშშ-ის განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) და ექსპორტ-იმპორტის ბანკმა (EXIM) დაიწყეს გრენლანდიური პროექტების განხილვა. მაგალითად, აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა დაეფინანსებინა ციტრენენ-ფიორდის თუთიის საბადო, რათა იქიდან ჩინური სახელმწიფო კომპანია NFC განედევნა.
ამ ნაბიჯებით დასავლეთმა გრენლანდიას დაანახა, რომ „უსაფრთხოების ქირა“ რეალურია.
დანიამ აჩვენა, რომ მზად არის ფული დახარჯოს ინფრასტრუქტურაზე, რათა შეინარჩუნოს კუნძული „სამეფო გაერთიანებაში“.
აშშ-მა აჩვენა, რომ გრენლანდია მისთვის აღარ არის „დანიის პრობლემა“, არამედ დამოუკიდებელი სტრატეგიული პარტნიორია.
თუმცა, ამ პროექტების ისტორია რჩება ნუუკის მთავარ ბერკეტად. ამ პრეცედენტმა გრენლანდია მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში მოაქცია: ჩინეთის სახით არსებული ალტერნატივა აიძულებს დასავლეთს, თავად გახდეს აქტიური ინვესტორი, რათა კუნძული პეკინის ორბიტაზე არ აღმოჩნდეს.
მიუხედავად პოლიტიკური ბლოკადისა, ჩინეთი მაინც ინარჩუნებს გავლენას. პეკინი რჩება გრენლანდიური ზღვის პროდუქტების მთავარ მყიდველად (ექსპორტის თითქმის მესამედი). ეს ნიშნავს, რომ ჩინეთს აქვს მძლავრი „ეკონომიკური ბერკეტი“, რომლითაც ნებისმიერ დროს შეუძლია დააზიანოს კუნძულის მთავარი საექსპორტო სექტორი, თუ ნუუკი ზედმეტად რადიკალურ „ანტიჩინურ“ პოზიციას დაიკავებს. გრენლანდიის ხელისუფლება ამ ბალანსს ოსტატურად იყენებს: ისინი იღებენ დასავლურ უსაფრთხოებას, მაგრამ არ ჩქარობენ ჩინეთთან ეკონომიკური ხიდების სრულად დაწვას.
7. სამხედრო-სტრატეგიული
მნიშვნელობა:
„არქტიკული
გუმბათი“
გრენლანდია არ არის მხოლოდ რესურსების
საბადო;
ის
არის
დასავლეთის
თავდაცვის
ხაზის
უმნიშვნელოვანესი
ფორპოსტი.
მისი
მდებარეობა
ჩრდილოეთ
ამერიკასა
და
ევრაზიას
შორის
მას
გლობალური
უსაფრთხოების
გასაღებად
აქცევს.
- გეოგრაფიული მდებარეობა
– „მოკლე გზა“ აშშ-სა
და
რუსეთს
შორის:
- ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული, უმოკლესი
ტრაექტორია
საბჭოთა
(ახლა
რუსული)
ბალისტიკური
რაკეტებისთვის
აშშ-ისკენ
სწორედ
არქტიკაზე
და
გრენლანდიაზე
გადის.
- გრენლანდია არის GIUK-ის
გასასვლელის (Greenland-Iceland-UK gap) ნაწილი
– საზღვაო
დერეფანი,
რომლის
კონტროლიც
აუცილებელია
რუსული
ჩრდილოეთის
ფლოტის
ატლანტის
ოკეანეში
შესაკავებლად.
- აშშ-ის სამხედრო
ბაზა
– პიტუფიკი (ყოფილი ტულე):
- სტატუსი: აშშ-ის
კოსმოსური
ძალების
ყველაზე
ჩრდილოეთით
მდებარე
ბაზა.
- ფუნქცია: ბაზაზე განთავსებულია
ადრეული
შეტყობინების
სარადარო
სისტემა
(BMEWS), რომელიც აკონტროლებს მთელ ჩრდილოეთ
პოლარულ
სივრცეს.
ის
წარმოადგენს
აშშ-ის
ანტისარაკეტო
თავდაცვის
„თვალებს“.
- 2023 წლის შეთანხმება: ბაზას
ოფიციალურად
დაუბრუნდა
ინუიტური
სახელი
– პიტუფიკი
(Pituffik Space Base), რაც ნუუკის ხელისუფლების დიპლომატიური
გამარჯვება
იყო.
- NATO-ს როლი და
„არქტიკული გუმბათი“:
- NATO გრენლანდიას განიხილავს, როგორც
ჩრდილოეთ
ატლანტიკის
უსაფრთხოების
გარანტს.
რუსეთის
მიერ
არქტიკის
მილიტარიზაციის
პასუხად
(ახალი
ბაზები
ფრანც-იოსების
მიწაზე),
NATO-მ
გააძლიერა
პატრულირება
და
საჰაერო
კონტროლი
გრენლანდიის
თავზე.
- რუსეთის არქტიკულ
მილიტარიზაციაზე:
- რუსეთმა ბოლო წლებში
გახსნა
ან
განაახლა
50-ზე
მეტი
სამხედრო
ობიექტი
არქტიკაში.
გრენლანდია
არის
ერთადერთი
ბარიერი,
რომელიც
რუსულ
წყალქვეშა
ნავებს
ატლანტის
ოკეანეში
„გასვლას“
უზღუდავს.
ეს
ზრდის
გრენლანდიის
„სავაჭრო
ფასს“
ვაშინგტონთან.
იენს-ფრედერიკ ნილსენის კოალიცია რადიკალურად ცვლის გარე აქტორებთან ურთიერთობის ფორმატს. მათი მთავარი დოქტრინაა „უსაფრთხოების ქირის“ (Security Rent) მაქსიმიზაცია. ნილსენის ადმინისტრაცია ამბობს: „ჩვენ არ ვყიდით ტერიტორიას (სუვერენიტეტს), მაგრამ ჩვენ გაქირავებთ მას თქვენი უსაფრთხოების ინტერესებისთვის.“ პრინციპი მარტივია: „გრენლანდია არ იყიდება, მაგრამ ის ღიაა ბიზნეს შეთანხმებისთვის“.
- ვაჭრობა სუვერენიტეტით: ნილსენის მთავრობა აშშ-სთან პარტნიორობას წმინდა პრაგმატულ ჭრილში უყურებს. ნუუკი აღარ სჯერდება მხოლოდ „სიმბოლურ“ დიპლომატიურ აღიარებას, არამედ ითხოვს კონკრეტულ ფინანსურ სარგებელს სამხედრო თანამშრომლობის სანაცვლოდ. ამით ნუუკი პასუხობს დონალდ ტრამპის 2019 წლის ინიციატივას კუნძულის შესყიდვის შესახებ – პოზიცია ასეთია: ტერიტორიის სუვერენიტეტი ხელშეუხებელია, მაგრამ მისი სტრატეგიული გამოყენება „იჯარით“ გაიცემა.
- მთავრობის ეკონომიკური გათვლა: თუ გრენლანდია დაიწყებს იშვიათი მიწაელემენტებისა და მადნეულის სრულმასშტაბიან მოპოვებას, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (GDP per capita) შესაძლოა 73,000 – 74,000 ევრომდე გაიზარდოს. სწორედ ეს არის მათი მთავარი არგუმენტი დამოუკიდებლობისთვის.
- დანიის გვერდის ავლით: ნილსენი ცდილობს ვაშინგტონთან პირდაპირი ფინანსური არხების შექმნას. ეს გულისხმობს ამერიკული ინვესტიციების მოზიდვას გრენლანდიის ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურაში (აეროპორტები, ღრმაწყლოვანი პორტები, სატელიტური კავშირგაბმულობა). არგუმენტი მარტივია: რეგიონში NATO-ს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა თანამედროვე გრენლანდია, რის დაფინანსებასაც დანია მარტო ვერ ახერხებს.
- კრიტიკული მინერალები როგორც ბერკეტი: მთავრობა აშშ-ს სთავაზობს ექსკლუზიურ წვდომას იშვიათი მიწაელემენტების საბადოებზე. სანაცვლოდ, ნუუკი ითხოვს ამერიკულ დახმარებას „ეკონომიკური სუვერენიტეტის ფონდის“ შესაქმნელად. ეს ფონდი უნდა გახდეს დანიური სუბსიდიების (Block Grant) ალტერნატივა, რაც კუნძულს კოპენჰაგენზე ფინანსურ დამოკიდებულებას საბოლოოდ მოუხსნის.
- ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში: გრენლანდიელთა მხოლოდ მცირე ნაწილს, მხოლოდ 10-15%-ს აქვს უმაღლესი განათლება. დამოუკიდებლობისთვის საჭიროა არა მხოლოდ ფული, არამედ საკუთარი დიპლომატები, იურისტები და ინჟინრები. ბევრი ნიჭიერი გრენლანდიელი დანიაში ან სხვაგან მიდის სასწავლებლად და აღარ ბრუნდება (Brain Drain). სტრატეგიის ახალი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საგანმანათლებლო ჰაბის შექმნა. ნილსენის ადმინისტრაცია ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისას ითხოვს სპეციალურ კვოტებსა და სტიპენდიებს გრენლანდიელი სტუდენტებისთვის ამერიკულ უნივერსიტეტებში. მიზანია ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება სამთო-მოპოვებითი, ტექნოლოგიური და მენეჯერული მიმართულებებით, რათა კუნძულმა დამოუკიდებლად შეძლოს საკუთარი რესურსების მართვა და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ დანიელ ან ჩინელ ექსპერტებზე.
- სამხედრო რესურსი სუვერენიტეტის სანაცვლოდ: ნილსენის ადმინისტრაცია ატარებს პოლიტიკას: „ჩვენი მიწა თქვენი უსაფრთხოებისთვის“. ისინი ვაჭრობენ პიტუფიკის (ტულეს) ბაზის შენარჩუნებითა და ახალი სამხედრო ობიექტების დაშვებით, ოღონდ ერთი პირობით – ყოველი ამერიკული დოლარი უნდა აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობასა და გრენლანდიის, როგორც დამოუკიდებელი მოთამაშის, გაძლიერებაზე.
არქტიკულ საბჭო: საბჭოში დანიის ჩანაცვლებით გრენლანდია თავად მიიღებს „არქტიკული სახელმწიფოს“ სტატუსს და ექნება უზარმაზარი დიპლომატიური ბერკეტი, რადგან შეეძლება ვეტო დაადოს რუსეთის ან სხვა ქვეყნების ინიციატივებს რეგიონში.
ჩრდილოეთის საზღვაო გზა: გრენლანდიის პორტების პოტენციალი დღეს განიხილება არ მხოლოდ ტრანზიტულ „კარიბჭედ“, არქტიკის „სინგაპური“ – ადგილი, სადაც გემები ჩერდებიან, იტვირთებიან და გადიან მომსახურებას, არამედ რესურსულ და სამხედრო ფორპოსტად. თანამედროვე პორტები ნუკს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მართოს სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტი და მიიღოს „სამხედრო-ლოჯისტიკური ქირა“ ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურის სანაცვლოდ.
- „პლანეტის თერმომეტრი“: გამორჩეული ადგილმდებარობა და კლიმატური პირობები მიმზიდველია სამეცნიერო თვალსაზრისითაც, კუნძულზე განთავსებულია ათობით საერთაშორისო სამეცნიერო სადგური და მათი რაოდენობა და მასშტაბი გაიზრდება, მის ათისებასთან ერთად. ნუუკს შეუძლია მეცნიერება გამოიყენოს როგორც „რბილი ძალა“. მეცნიერების წვდომის კონტროლი არის კიდევ ერთი ინსტრუმენტი დასავლეთთან ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
დამოუკიდებლობის გზაზე ნუუკს მოუწევს რთული იურიდიული ბრძოლების გადატანა ჩინური წარმომავლობის კორპორაციებთან, რომელთა წინაშეც ვალდებულებები აიღო. თუ მას მათთვის კომპენსაციების გადახდა მოუწევს, გრელანდია შეეცდება, რომ ფინასური ტვირთის ანაზღაურება დასავლეთთან მოლაპარკებების ბერკეტად აქციოს –„ფასად“, რომელსაც ქვეყანას უნდა გადაუხადონ ექსკლუზირი პარტნიორობისთვის.
2026 წლის დასაწყისისთვის
მოლაპარაკებების
პროცესი
„ცხელ
ფაზაშია“.
ნუუკი,
კოპენჰაგენი
და
ვაშინგტონი
რთულ
დიპლომატიურ
თამაშში
არიან
ჩართულნი.
- რაზე მიდის ვაჭრობა?
- ნუუკი vs ვაშინგტონი:
ნილსენის
მთავრობა
აშშ-სთან
აწარმოებს
მოლაპარაკებებს
„თავდაცვისა
და
ინვესტიციების
პაკეტზე“.
გრენლანდია
ითხოვს,
რომ
აშშ-მა
დააფინანსოს
კუნძულის
ახალი
აეროპორტები
და
სატელეკომუნიკაციო
ქსელები,
სანაცვლოდ
კი
მიიღოს
პიტუფიკის
(ტულეს)
ბაზის
განუსაზღვრელი
ვადით
გამოყენების
უფლება.
- დანიის გვერდის
ავლით: ყველაზე მეტად დანიას
ის
აშფოთებს,
რომ
გრენლანდია
ამერიკასთან
პირდაპირ,
დანიის
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
გარეშე
საუბრობს.
ეს
არღვევს
„სამეფო
გაერთიანების“
(Rigsfællesskabet) პრინციპს, სადაც საგარეო და თავდაცვის
პოლიტიკა
კოპენჰაგენის
პრეროგატივაა.
- რატომ ნერვიულობს კოპენჰაგენი?
- გეოპოლიტიკური იგნორირება:
დანია
ხვდება,
რომ
აშშ-სთვის
გრენლანდია
უფრო
მნიშვნელოვანია,
ვიდრე
თავად
დანია.
კოპენჰაგენი
შიშობს,
რომ
ის
გრენლანდიის
გარეშე
„უმნიშვნელო“
როლში
დარჩება.
- არქტიკული საბჭო წევრობა: დანია საბჭოს წევრია მხოლოდ გრენლანდიის წყალობით. გრენლანდიის გამოყოფის შემთხვევაში, დანია დაკარგავს „არქტიკული სახელმწიფოს“ სტატუსს.
- სუბსიდიების ბერკეტის
დაკარგვა: დანია გრენლანდიას ყოველწლიურად დაახლოებით
600 მილიონ
დოლარს
(Block Grant) უხდის. თუ გრენლანდია ამ ფულს
აშშ-ისგან
ან
რესურსების
გაყიდვით
მიიღებს,
დანია
დაკარგავს
ერთადერთ
რეალურ
ბერკეტს,
რომლითაც
კუნძულს
აკონტროლებს.
- დამოუკიდებლობის გარდაუვალობა:
დანიაში
ესმით,
რომ
გრენლანდიის
დამოუკიდებლობა
დანიის,
როგორც
„დიდი
სახელმწიფოს“
(არქტიკული
მოთამაშის)
სტატუსის
დასასრულია.
მაგრამ
სანა
ეს
არ
მომხდარა,
მათაც
უნდათ
რომ
‘რაღცას”
მაინც
გამორჩნენ
და
ეკონომიკური
“წილი”
მაინც
დაიყოვონ.
- რატომ ვერ უმკლავდება
დანია
გრენლანდიის
განვითარებას
მარტო?
- ფინანსური მასშტაბები:
დანია
მდიდარი
ქვეყანაა,
მაგრამ
გრენლანდიის
ინფრასტრუქტურის
მოდერნიზება
(ახალი
აეროპორტები,
ღრმაწყლოვანი
პორტები
და
სამთო-მოპოვებითი
მრეწველობა)
ათეულობით
მილიარდ
დოლარს
მოითხოვს.
ეს
დანიის
სახელმწიფო
ბიუჯეტისთვის
ზედმეტად
მძიმე
ტვირთია.
- ტექნოლოგიური და
სამხედრო შეზღუდვები: დანიას
არ
გააჩნია
ისეთი
სამხედრო
და
ტექნოლოგიური
რესურსი,
რომელიც
საჭიროა
არქტიკული
რეგიონის
სრული
დაცვისთვის
რუსული
ან
ჩინური
ექსპანსიისგან.
კოპენჰაგენს
არ
შეუძლია
შესთავაზოს
ნუუკს
ისეთი
„უსაფრთხოების
ქოლგა“,
როგორსაც
შეძლებს
ვაშინგტონი.
- შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობა:
დანიის
საზოგადოების
ნაწილი
უკვე
გამოთქვამს
უკმაყოფილებას
ყოველწლიური
600-მილიონიანი
სუბსიდიის
გამო,
მაშინ
როცა
ქვეყანას
საკუთარი
სოციალური
გამოწვევები
აქვს.
დანიას
უბრალოდ
არ
აქვს
პოლიტიკური
ნება,
კიდევ
უფრო
გაზარდოს
ხარჯები
შორეული
კუნძულისთვის.
- ევროპული ფაქტორი
– რატომ არ არის ბრიუსელი
ალტერნატივა?
- ისტორიული ტრავმა
(Grexit 1985): გრენლანდიამ მაშინდელი ევროპული თანამეგობრობა
1985 წელს
დატოვა
თევზჭერის
კვოტების
გამო
და
მიუხედავად
იმისა,
რომ
ჯერჯერობით
დანიის
ნაწილია,
ის
არის
ევროპის
კავშირის
წევრი
და
მითუმეტეს,
არც
შენგენის
ხელშეკრულების
წევრი.
- ინვესტიციების სიმცირე:
ევროკავშირის
დახმარება
ვერ
ფარავს
იმ
ეკონომიკურ
ნაპრალს,
რასაც
დანიის
სუბსიდიების
შეწყვეტა
გამოიწვევს.
ბრიუსელის
რეგულაციები
გრენლანდიისთვის
კვლავ
ბარიერად
აღიქმება.
- ბრიუსელი vs ვაშინგტონი:
ევროკავშირი
გრენლანდიას
კვლავ
„დანიის
პრობლემად“
მიიჩნევს,
მაშინ
როცა
აშშ
მას
დამოუკიდებელ
სტრატეგიულ
პარტნიორად
განიხილავს.
ეს
მიდგომა
შესაძლოა
გადაიხედოს,
თუ
დანიის
ხელშეწყობით,
გრენლანდია
ევროპის
კავშირთან
თანამშრომლობის
ახალ
ფორმატზე
შეთანხმდება
და
იმ
პოლიტიკურ,
სამხედრო
და
ეკონომიკურ
გარანტოებს
მიიღებენ,
რასაც
ზოგადად
ითხოვეს.
2024 წელს
ევროკავშირის
მიერ
ნუუკში
წარმომადგენლობის
გახსნა
და
დიალოგის
მცდელობა,
ამ
შესაძლებლობას
არ
გამორიცხავს.
- გრენლანდიის პოზიცია:
ნუუკისთვის
დანია
აღარ
არის
„მფარველი“,
ის
უფრო
„ბარიერია“.
თუმცა,
საკუთარი
“ფასის”
გასაზრდელად,
მას
ჯერ
კიდევ
სჭირდება
დანია
(და
მისი
წევრობა
ევროპის
კავშირში),
იმის
დომონსტრაციისთვის,
რომ
მინიმუმი
ისედაც
აქვს
და
ამ
“ხმაურში”
მისგან
მეტს
მიიღებს.
გრენლანდიას
სურს
დამოუკიდებლობა,
მაგრამ
ესმის,
რომ
მარტო
ვერ
გადარჩება,
ამიტომ
ეძებს
ახალ
„დიდ
ძმას“,
რომელიც
უფრო
მეტ
ფულს
გადაიხდის
და
ნაკლებად
ჩაერევა
შიდა
საქმეებში.
10. რატომ არ შეუძლია
გრენლანდიას
თავის
თავს
„დამოუკიდებლად
მიხედოს“?
მიუხედავად უზარმაზარი
სიმდიდრისა,
ნუუკი
ობიექტური
ბარიერების
წინაშე
დგას,
რის
გამოც
გარე
პარტნიორი
(აშშ
ან
სხვა
ზესახელმწიფო)
სასიცოცხლოდ
აუცილებელია:
- ინფრასტრუქტურული ვაკუუმი:
გრენლანდიაში
ქალაქებს
შორის
გზები
არ
არსებობს.
ქვეყანას
აქვს
მხოლოდ
150 კმ ასფალტირებული
გზა,
რომელიც
მხოლოდ
ქალაქების
შიგნითაა.
ტრანსპორტირება
ხდება
მხოლოდ
საჰაერო
ან
საზღვაო
გზით.
სამთო-მოპოვებითი
მრეწველობის
დასაწყებად
საჭიროა
ათეულობით
მილიარდი
დოლარის
ინვესტიცია
პორტებში,
ელექტროგადამცემ
ხაზებსა
და
აეროდრომებში.
- კადრების დეფიციტი:
57,000-იანი
მოსახლეობა, რომლის უმრავლესობას არა აქვს არათუ უმაღლესი განათლება, არამედ სრულყოფილი საშუალო და პრეფესიული განათლებაც კი, ვერ
უზრუნველყოფს
იმ
სამუშაო
ძალას,
რომელიც
მსხვილ
ინდუსტრიულ
პროექტებს
სჭირდება.
ნუუკს
სჭირდება
უცხოური
ტექნოლოგიური
ცოდნა
(Know-how) და მენეჯმენტი.
- ექსტრემალური კლიმატი:
რესურსების
მოპოვება
ყინულსა
და
არქტიკულ
პირობებში
მოითხოვს
უძვირფასეს
ტექნოლოგიებს და ტექოლოგიურ ცოდნას,
რომლებიც
მხოლოდ
გლობალურ
გიგანტებს
აქვთ.
- გეოპოლიტიკური დაცვა:
რესურსებით
მდიდარი,
მაგრამ
დაუცველი
კუნძული
ადვილი
სამიზნეა.
დამოუკიდებელ
გრენლანდიას
არ
გააჩნია
არმია,
რათა
დაიცვას
თავისი
ეკონომიკური
ზონა
რუსეთის
ან
ჩინეთის
შესაძლო
ზეწოლისგან.
მას
სჭირდება
„უსაფრთხოების
ქოლგა“.
11. „იმპერიალიზმის“
რიტორიკული
პარადოქსი
გრენლანდიის საკითხში
იკვეთება
უცნაური
გეოპოლიტიკური
მოვლენა,
სადაც
რიტორიკა
ხშირად
რეალური
კონტროლის
შენარჩუნების
იარაღია.
ევროკავშირისა
და
დანიის
დამოკიდებულება
კუნძულისადმი
ეფუძნება
პარადოქსს:
ბრიუსელი
და
კოპენჰაგენი
სარგებლობენ
გრენლანდიის
სტრატეგიული
სიკეთეებით,
თუმცა
ოსტატურად
არიდებენ
თავს
მორალურ
და
ფინანსურ
პასუხისმგებლობას.
11.1. ორმაგი სტანდარტი:
„ოკუპაცია“
vs „სტაბილურობა“
- ამერიკული ინტერესი
როგორც
„იმპერიალიზმი“: როდესაც აშშ გამოთქვამს
მზადყოფნას,
განახორციელოს
მრავალმილიარდიანი
ინვესტიცია,
ააშენოს
ინფრასტრუქტურა,
უზრუნველყოს
დაცვა
და
ადგილობრივ
მთავრობასთან
პირდაპირი
გარიგებით
მიიღოს
წვდომა
კრიტიკულ
მინერალებსა
და
იშვიათ
მიწაელემენტებზე,
ევროპული
პოლიტიკური
ელიტის
ნაწილი
ამას
„ამერიკულ
იმპერიალიზმად“
და
სუვერენიტეტის
ხელყოფად
აფასებს.
- დანიური მმართველობა
როგორც
„სტაბილურობა“: ამავდროულად, დანიის მიერ
გრენლანდიის
შენარჩუნება
საკუთარ
იურისდიქციაში
— რაც
ისტორიულად
კოლონიური
მმართველობის
პირდაპირი
შედეგია
— „ცივილიზებულ“
მოვლენად
ცხადდება.
ეს
ხდება
მიუხედავად
იმ
გამოუსწორებელი
ზიანისა,
რომელიც
ასიმილაციის
პოლიტიკამ
ადგილობრივ
ეთნიკურ
იდენტობას
მიაყენა.
11.2. გეოპოლიტიკური
სარგებელი
პასუხისმგებლობის
გარეშე
დანიის მეშვეობით
ევროკავშირი
თავს
„არქტიკულ
მოთამაშედ“
მიიჩნევს.
გრენლანდია
არის
ევროპის
ფანჯარა
ჩრდილოეთ
პოლუსზე,
რაც
მათ
წვდომას
აძლევს
მომავლის
საზღვაო
გზებზე.
თუმცა,
ვინაიდან
გრენლანდია
ევროკავშირის
წევრი
აღარ
არის
(1985 წლის
Grexit), ბრიუსელი
არ
იღებს
პასუხისმგებლობას
კუნძულის
სოციალურ
პრობლემებზე
(უმუშევრობა,
კოლონიური
ტრავმები),
რაც
სწორედ
ევროპული
მმართველობის
შედეგია.
11.3. „სამეფო გაერთიანება“
და
არქტიკული
ფორპოსტი
- ტერმინოლოგიური ფარი:
დანია
იყენებს
„სამეფო
გაერთიანების“
(Rigsfællesskabet) ცნებას, რათა გვერდი აუაროს სიტყვა „კოლონიას“. ეს
ევროპას
საშუალებას
აძლევს,
მორალურად
და
სამართლებრივადაც
აირიდოს
პასუხისმგებლობა
ისეთ
მტკივნეულ
თემებზე,
როგორიცაა
„სპირალების
კამპანია“
ან
ინუიტი
ბავშვების
იძულებითი
ასიმილაცია.
- სტრატეგიული სიღრმე:
ნებისმიერი
მცდელობა,
რომ
გრენლანდია
პირდაპირ
დაუკავშირდეს
აშშ-ს,
ევროპის
მხრიდან
ფასდება
როგორც
„უსაფრთხოების
რისკი“.
ევროკავშირი
ინარჩუნებს
ამ
ფორპოსტს
საკუთარი
ინტერესებისთვის,
თუმცა
ამის
ფასს
გრენლანდიელები
ეკონომიკური
სტაგნაციით
იხდიან.
11.4. ეკოლოგიური
იმპერიალიზმი
ევროკავშირი მკაცრ გარემოსდაცვით
რეგულაციებს
აწესებს,
რაც
აფერხებს
სასარგებლო
წიაღისეულის
მოპოვებას.
ეს
არის
კონტროლის
ფორმა:
ევროპა
ინარჩუნებს
გავლენას
რესურსების
„დაკონსერვებით“,
რაც
გრენლანდიას
ხელს
უშლის
დამოუკიდებელ
განვითარებაში,
დანია
კი
კვლავ
რჩება
ერთადერთ
კანონიერ
„ზედამხედველად“.
შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი
„იმპერიალიზმი“
ამ
კონტექსტში
გამოიყენება
არა
გრენლანდიელთა
თავისუფლების
დასაცავად,
არამედ
ვაშინგტონის
გავლენის
შესაკავებლად.
პარადოქსია,
რომ
რეალური
დამოუკიდებლობისკენ
(ეკონომიკური
თვითკმარობისკენ)
მიმავალ
გზაზე,
გრენლანდიისთვის
სწორედ
ამერიკული
პრაგმატიზმი
შეიძლება
აღმოჩნდეს
უფრო
მომგებიანი,
ვიდრე
ევროპული
„მზრუნველობა“,
რომელიც
კუნძულს
კვლავ
ფინანსურ
დამოკიდებულებასა
და
რესურსულ
სტაგნაციაში
ტოვებს.
გრენლანდიის მომავალი
დამოკიდებულია
იმაზე,
თუ
რამდენად
წარმატებით
დააბალანსებს
ნილსენის
მთავრობა
გლობალურ
ინტერესებს.
- სცენარი ა:
„ამერიკული პროტექტორატი“ (ალბათობა 20%)
- შინაარსი: გრენლანდია
აცხადებს
დამოუკიდებლობას
დანიისგან,
მაგრამ
დაუყოვნებლივ
აფორმებს
ასოცირების
ხელშეკრულებას
აშშ-სთან.
- შედეგი: აშშ სრულად
ფარავს
დანიის
სუბსიდიებს
(Block Grant), აშენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და
იღებს
ექსკლუზიურ
უფლებას
კრიტიკული
მინერალების
მოპოვებაზე.
დანია
ფორმალურად
რჩება
კულტურულ
პარტნიორად,
მაგრამ
კარგავს
პოლიტიკურ
გავლენას,
მაგრამ
იღებს
ფულს,
ინფრასტრუქტურას,
ინდივიდუალური
განვითრების
საშუელებას
და
დაცულობას.
- სცენარი ბ:
„სტატუს-კვოს მოდერნიზაცია“ (ალბათობა 60%)
- შინაარსი: დანია,
აშშ
და
გრენლანდია
ქმნიან
ახალ
სამმხრივ
ფორმატს.
დანია
ინარჩუნებს
სიმბოლურ
სუვერენიტეტს,
მაგრამ
რეალურ
გადაწყვეტილებებს
ნუუკი
და
ვაშინგტონი
იღებენ.
- შედეგი: სრული დამოუკიდებლობის
პროცესი
ჭიანურდება,
თუმცა
ეკონომიკური
"ამერიკანიზაცია"
მაინც
ხდება.
- სცენარი გ:
„ევროპასთან დაოჯახება“ (ალბათობა
15%)
- შინაარსი: დანიის
ინიციატივით,
ევროპის
კავშირის
მიერ
გელანდიისთვის
ახალი
ფორმატის
შეთავაზება,
რომელიც
კავშირის
წევრობით
და
სპეციუალური
სტუმრის
სტატუსით
დასრულდება.
- შედეგი: დამოუკიდებლობა მიღწეული
იქნება,
თუმცა
ევროპოლი
თანამეგობრობის
ფორმატში
დათმული
დათმობებით,
სხვა
წევრების
მსგავასდ.
- სცენარი დ:
„არქტიკული კრიზისი და
ჩინური
ჩარევა“
(ალბათობა 5%)
- შინაარსი: თუ
აშშ-სა
და
ნუუკს
შორის
მოლაპარაკებები
ჩაიშლება
ეკოლოგიური
ან
ფინანსური
პირობების
გამო,
გრენლანდია
კვლავ
მიუბრუნდება
ჩინურ
ინვესტიციებს.
- შედეგი: ეს გამოიწვევს
მძიმე
გეოპოლიტიკურ
კრიზისს,
აშშ-ის
შესაძლო
სანქციებს
ან
პირდაპირ
სამხედრო
ჩარევას
პიტუფიკის
ბაზის
უსაფრთხოების
დაცვის
მოტივით.
შეჯამება: პასიური ობიექტიდან გლობალურ სუბიექტამდე
გრენლანდიის გარშემო
მიმდინარე
პროცესები
მიუთითებს
იმაზე,
რომ
კუნძული
სცილდება
დანიის
შორეული
პროვინციის
სტატუსს
და
ყალიბდება
საერთაშორისო
პოლიტიკის
დამოუკიდებელ
მოთამაშედ.
ეს
ტრანსფორმაცია
შეიძლება
რამდენიმე
საკვანძო
პუნქტად
შევაჯამოთ:
- გეოპოლიტიკური აუქციონი:
გრენლანდია
აღარ
არის
მხოლოდ
დანიის
შორეული
პროვინცია.
ის
იქცა
გლობალურ
„ლოტად“,
სადაც
კუნძულის
ხელისუფლება
(ნუუკი)
საკუთარ
სტრატეგიულ
მდებარეობასა
და
რესურსებს
დამოუკიდებლობის
გარანტიებზე
ვაჭრობს.
- რესურსების პოტენციალი:
კუნძული
ფლობს
იშვიათი
მიწაელემენტებისა
და
კრიტიკული
მინერალების
მსოფლიოში
ერთ-ერთ
უდიდეს
მარაგს.
ეს
მინერალები
სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია
მწვანე
ენერგიისა
და
მაღალი
ტექნოლოგიებისთვის,
რაც
გრენლანდიას
დასავლეთისთვის
ჩინეთის
მთავარ
ალტერნატივად
აქცევს.
- რიტორიკული პარადოქსი
და
„შებრუნებული იმპერიალიზმი“: პროცესში
იკვეთება
ორმაგი
სტანდარტი:
აშშ-ის
პირდაპირი
ინვესტიციები
ხშირად
„იმპერიალიზმად“
ინათლება,
მაშინ
როცა
დანიის
ისტორიულად
კოლონიური
მმართველობა
„ცივილიზებულ
სტაბილურობად“
საღდება.
სინამდვილეში,
„იმპერიალიზმის“
რიტორიკა
ვაშინგტონის
შესაკავებლად
და
ევროპული
გავლენის
შესანარჩუნებლად
გამოიყენება.
- ევროპული „არქტიკული
ფორპოსტი“:
დანიის
მეშვეობით
ევროკავშირი
ინარჩუნებს
სტრატეგიულ
პლატფორმას
არქტიკაზე,
თუმცა
„სამეფო
გაერთიანების“
იურიდიული
ფარით
ოსტატურად
ირიდებს
პასუხისმგებლობას
კოლონიური
წარსულის
შედეგებზე.
ევროპული
ბიუროკრატია
და
გარემოსდაცვითი
რეგულაციები
ხშირად
გრენლანდიის
ეკონომიკური
ემანსიპაციის
ბარიერად
გვევლინება.
- დანიის როლის შესუსტება:
კოპენჰაგენი
კარგავს
კონტროლს
საგარეო
პოლიტიკაზე
და
ფინანსურ
ბერკეტებს.
ამერიკული
ინვესტიციების
პერსპექტივა
დანიურ
სუბსიდიებს
(Block Grant) პოლიტიკურ წონას უკარგავს, რის გამოც
დანია
საკუთარი
„არქტიკული
სტატუსის“
დაკარგვის
საფრთხეს
გრძნობს.
- მთავარი ბარიერი:
მიუხედავად
სიმდიდრისა,
გრენლანდიას
არ
აქვს
ინფრასტრუქტურა,
სამუშაო
ძალა
და
სამხედრო
დაცვა,
რათა
სრულად
დამოუკიდებლად
მართოს
თავისი
ბუნებრივი
რესურსები.
მას
სჭირდება
„მფარველი“,
რომელიც
უზრუნველყოფს
უსაფრთხოებასა
და
ტექნოლოგიურ
წვდომას.
- პროგნოზი: ყველაზე მოსალოდნელი
სცენარია
„ამერიკული პროტექტორატი“ – ფორმალური
დამოუკიდებლობა
დანიისგან
და
მჭიდრო
სამხედრო-ეკონომიკური
ალიანსი
აშშ-სთან.
ამ
მოდელში
გრენლანდიის
სასარგებლო
წიაღისეული
იცვლება
უსაფრთხოებასა
და
რეალურ
განვითარებაში,
რაც
კუნძულს
ევროპული
ფინანსური
დამოკიდებულებისგან
გაათავისუფლებს.
სტატიის ფინალურ
აკორდად
შეიძლება
მივიჩნიოთ
პრემიერ-მინისტრ
იენს-ფრედერიკ
ნილსენის
სტრატეგიული
ხედვა,
რომელიც
კარგად
გამოხატავს
ნუუკის
ახალ
თვითშეგნებას:
„გრენლანდია
აღარ
არის
მხოლოდ
გეოგრაფიული
წერტილი
სხვების
რუკაზე
ან
პასიური
ობიექტი
დიდ
სახელმწიფოთა
თამაშში.
ჩვენ
ვართ
აქტიური
სუბიექტი,
რომელიც
თავად
განსაზღვრავს
საკუთარ
პარტნიორებსა
და
მომავალს.
ჩვენი
მიწა
და
ჩვენი
რესურსები
ჩვენს
ხალხს
ეკუთვნის
და
ნებისმიერი
თანამშრომლობა
— იქნება
ეს
ვაშინგტონთან,
კოპენჰაგენთან
თუ
ბრიუსელთან
— მხოლოდ
ჩვენი
სუვერენული
ინტერესების
გათვალისწინებით
შედგება.“
ეს მიდგომა ადასტურებს,
რომ
2026 წლისთვის
გრენლანდია
აღარ
არის
„ჩაკეტილი
ყინულოვანი
კუნძული“,
ის
არის
სახელმწიფო,
რომელიც
საკუთარ
უსაფრთხოებასა
და
ეკონომიკურ
ნახტომს
გლობალურ
პოლიტიკურ
ბაზარზე
ყველაზე
პრაგმატულად
ყიდის.
შენიშვნა: სტატიაში
გამოყნებული
მონაცემები
ეყრდნობა
Statistics Greenland-ის ოფიციალურ რელიზებსა და საერთაშორისო
ენერგეტიკული
სააგენტოს
(IEA) კრიტიკული მინერალების ანგარიშს.

