მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
შესავალი: ყოვლისმცოდნეობის ილუზია და საგანმანათლებლო
ინჟინერია
საქართველოს განათლების სისტემის დაგეგმილი ტრანსფორმაცია, რომელიც ვაუჩერული
დაფინანსების
გაუქმებას,
„სახელმწიფო
შემკვეთიც
და
შემსრულებელიც“
ჩაკეტილ
მოდელზე
გადასვლასა
და
„ერთი
ქალაქი
– ერთი
ფაკულტეტი“
პრინციპის
დამკვიდრებას
გულისხმობს,
ეფუძნება
დაშვებას,
რომ
ცენტრალურ
ხელისუფლებას
შეუძლია
ზუსტად
განსაზღვროს
მომავალი
მოთხოვნა
შრომის
ბაზარზე.
ეს
მიდგომა
წარმოადგენს
ტიპურ
ეპისტემოლოგიურ
შეცდომას,
რომელსაც
ფრიდრიხ
ჰაიეკი
„ცოდნის
პრეტენზიას“
(The Pretence of Knowledge) უწოდებდა: რწმენას, რომ ბიუროკრატიულ აპარატს შეუძლია
აგრეგირება
გაუკეთოს
იმ
ლოკალურ
და
დინამიურ
ცოდნას,
რომელსაც
მხოლოდ
მილიონობით
თავისუფალი
ინდივიდს
შორის
არის
ასიმეტრიულად
გაფანტული
და
განვითარების
მოტივაციური
ქარგას
ქმნის.
რეფორმა მიზნად ისახავს საჯარო უნივერსიტეტების ავტონომიის ჩანაცვლებას
მკაცრი
ცენტრალიზაციით,
სადაც
სახელმწიფო
არა
მხოლოდ
განსაზღვრავს
სპეციალობების
რაოდენობას,
არამედ
გეოგრაფიულად
ანაწილებს
სასწავლო
პროგრამებს,
რითაც
სპობს
კონკურენციას
საჯარო
სექტორში
და
ქმნის
ხელოვნურ
მონოპოლიებს.
როდესაც
სახელმწიფო
ზღუდავს
სტუდენტის
არჩევანის
თავისუფლებას
და
რესურსებს
ბიუროკრატიული
დირექტივებით
ანაწილებს,
ის
განათლებას
ინდივიდუალური
განვითარების
საშუალებიდან
„სოციალური
ინჟინერიის“
ინსტრუმენტად
აქცევს.
ამ
მოდელში
სტუდენტი
აღარ
არის
თავისუფალი
აგენტი,
რომელიც
საკუთარ
მომავალს
საბაზრო
სიგნალებისა
და
პირადი
პრეფერენციების
მიხედვით
გეგმავს;
იგი
გარდაიქმნება
სტატიკურ
რესურსად,
რომელიც
სახელმწიფომ
წინასწარ
განსაზღვრულ
ეკონომიკურ
უჯრედებში
უნდა
„ჩასვას“.
შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც 12,500 საწარმოს გამოკითხვას
და
და
სახელმწიფო
სექტორის
სრულ
აღწერას
ეყრდნობა,
ქმნის
სიზუსტის
ილუზიას,
თუმცა
მეცნიერულად
დაუსაბუთებელია.
ეკონომიკური
პროცესები
მუდმივად
ცვალებადია
და
მათი
წინასწარმეტყველება
მათემატიკური
მოდელებით,
მით
უმეტეს
ისეთ
გარემოში,
სადაც
მუდმივი
ტექნოლოგიური
სიახლეებია
და
ხელოვნური
ინტელექტი
ყოველკვირეულად
ცვლის
პროფესიების
ლანდშაფტს,
შეუძლებელია.
რესურსების
ცენტრალიზებული
განაწილება
„დეფიციტური“
და
„ჭარბი“
სპეციალობების
მიხედვით
იწვევს
კაპიტალის
მასშტაბურ
არასწორ
ინვესტირებას.
სახელმწიფო
ვერასოდეს
იქნება
იმაზე
წინდახედული,
ვიდრე
ათიათასობით
ინდივიდი,
რადგან
ბიუროკრატს
არ
გააჩნია
უშუალო
პასუხისმგებლობა
– შეცდომის
ფასს
არა
დამგეგმავი,
არამედ
მთელი
თაობა
და
გადასახადის
გადამხდელი
იხდის.
ამ ვითარების სრულფასოვნად წარმოსადგენად და რეალური
სურათსი
აღსაქმელად,
საჭიროა
იმის
განხილვა
თუ
რატომ
არის
კველვაში
გამოყნებული
კემბრიჯის
ეკონომეტრიკული
მოდელი
ანტისაბაზრო
ინსტრუმენტი,
როგორ
დააზიანა
მსგავსმა
მიდგომებმა
სამხრეთ
კორეისა
და
ჩინეთის
საგანმანათლებლო
სისტემები
და
რა
საფრთხეებს
უქმნის
ჩაფიქრებული
რეფომები
საქართველოს
უნივერსიტეტების
ავტონომიასა,
აკადემური
სტატუსს
და
ქვეყნის
გრძელვადიან
ეკონომიკურ
მოქნილობას.
ფსევდო-მეცნიერული დასაბუთება:
სამთავრობო
კვლევის
ანალიზი
საწარმოს გამოკითხვისა და „Cambridge
Econometrics“–ის მაკროეკონომიკური მოდელის გამოყენებით ჩამოყალიბებული არგუმენტაცია ეფუძნება
მტკიცებას,
რომ
არსებულამ
სისტემამ
გამოიწვია
მოთხოვნა–მიწოდების
კატასტროფული
აცდენა,
რასაც
ბაზარი
თავად
ვერ
ასწორებს.
კვლევის მიხედვით, მიღებული მონაცემები გამოყენებულია როგორც უტყუარი
დირექტივა
კვოტების
დასაწესებლად.
მოდელირებული
„დისბალანსები“
შემდეგ
სურათს
იძლევა:
- საექთნო საქმე: წლიური
დეფიციტი
–977 სპეციალისტი.
- პედაგოგიკა: წლიური
დეფიციტი
–1,815 სპეციალისტი.
- ბიზნესი და
ადმინისტრირება: წლიური
სიჭარბე
+2,500–ზე
მეტი.
- სამართალი: წლიური
სიჭარბე
+2,920 კურსდამთავრებული.
ამ სტატიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ყალიბდება დასკვნა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დასჭირდება
ზუსტად
64,095 უმაღლესი
განათლების
მქონე
პირი.
ეს
რიცხვი
ხდება
ფუნდამენტური
საყრდენი
„სახელმწიფო
შეკვეთის“
მოდელისთვის,
რაც
გულისხმობს
დაფინანსების
სრულ
კონცენტრაციას
მხოლოდ
იმ
დარგებზე,
რომლებსაც
ბიუროკრატიული
მოდელი
დეფიციტურად
მიიჩნევს.
ეს გათვლები წარმოადგენს რეფორმის „მეცნიერულ“ საფარს, თუმცა რეალურად ისინი მხოლოდ სტატიკური მათემატიკური დაშვებებია, რომლებიც
ვერ
ითვალისწინებენ
ეკონომიკის
ცოცხალ
დინამიკას.
– გაანგარიშებებში
საერთოდ
არ
ჩანს
ხარისხობრივი
მაჩვენებლები
და
კომპეტენციის
გარანტიები.
სახელმწიფო
ოპერირებს
მხოლოდ
რაოდენობრივი
ერთეულებით,
თითქოს
64,095 დიპლომი
ავტომატურად
ნიშნავდეს
64,095 კვალიფიციურ
სპეციალისტს.
რეალურად,
ხარისხის
იგნორირება
ამ
მოდელს
კიდევ
უფრო
აბსურდულს
ხდის:
ბიუროკრატიული
კვოტებით
წარმოებული
პედაგოგი
ან
ექთანი,
რომელსაც
არ
გააჩნია
თანამედროვე
უნარები
და
ცვალებად
გარემოსთან
ადაპტაციის
უნარი,
შრომის
ბაზრისთვის
ისეთივე
ტვირთია,
როგორიც
ნებისმიერი
სხვა
„ჭარბი“
სპეციალობის
მქონე
პირი.
კომპეტენციების
სტანდარტების
არარსებობა
ნიშნავს,
რომ
სახელმწიფო
გეგმავს
არა
განათლებას
და
ადამიანური
კაპიტალის
განვითარებას,
არამედ
მხოლოდ
„სტუდენტური
ადგილების“
რაოდენობას,
რაც
საბოლოოდ
ქვეყნის
რესურსების
გაფლანგვისა
და
ფუჭი
ინვესტიციების
პირდაპირი
გზაა.
კემბრიჯის მოდელი: ანტისაბაზრო
ინსტრუმენტი
კვლევსიას გამოყენებული კემბრიჯის ეკონომეტრიკული
მოდელი
არსებითად
ანტისაბაზრო
ინსტრუმენტია.
ეს
მოდელი
ეკონომიკას
განიხილავს
როგორც
სტატიკურ,
მექანიკურ
სისტემას,
სადაც
ადამიანები
მხოლოდ
ციფრები
და
რესურსებია.
იგი
ეყრდნობა
ისტორიულ
მონაცემებს
და
წარსულის
ტენდენციების
ექსტრაპოლაციას,
რაც
სრულიად
უსარგებლოა
დინამიურ
სამყაროში
გადაწყვეტილებების
მისაღებად.
აქ
ვაწყდებით
„ლუკასის
კრიტიკას“
– ეკონომიკური
თეორიის
ფუნდამენტურ
პრინციპს,
რომლის
მიხედვითაც
ისტორიული
სტრუქტურული
კავშირები
ირღვევა
მაშინვე,
როდესაც
იცვლება
სახელმწიფო
პოლიტიკა.
შესაბამისად,
წარსულ
მონაცემებზე
დაყრდნობით
მომავალი
კვოტების
დადგენა
ლოგიკურ
აბსურდამდე
მიგვიყვანს.
მოდელი ვერ ითვალისწინებს ტექნოლოგიურ ცვლილებებს
და
სისწრაფეს,
როგორიცაა
ხელოვნური
ინტელექტის
გავლენა,
ან
ადამიანების
სამეწარმეო
შემოქმედებას,
რომელიც
სრულიად
ახალ
ინდუსტრიებს
ქმნის.
მისი
გამოყენება
განათლების
პოლიტიკის
დასაგეგმად
არა
მხოლოდ
შეცდომაა,
არამედ
საშიშიც,
რადგან
ის
ბიუროკრატიას
აძლევს
ფსევდო-მეცნიერულ
საბაბს
ინდივიდუალური
არჩევანის
შესაზღუდად
და
საბაზრო
სიგნალების
ცენტრალური
გეგმებით
ჩასანაცვლებლად.
ამ მოდელზე დაფუძნებული პროგნოზები – იქნება ეს 2026
წლისთვის
ზუსტად
26 ათასი
სამუშაო
ადგილის
შექმნა
თუ
ხუთწლიან
პერიოდში
უმაღლესი
განათლების
მქონე
64,095 პირის
საჭიროება
– მოკლებულია
რეალურ
ეკონომიკურ
დასაბუთებას.
ასეთი
უკიდურესი
სიზუსტე
(მაგალითად,
ხუთეულების
დონეზე
დამრგვალებული
ციფრები)
არის
არა
მეცნიერული
სანდოობის,
არამედ
„მათემატიკური
შარლატანობის“
ნიშანი,
რომელიც
მიზნად
ისახავს
საზოგადოების
დარწმუნებას
პროცესის
მართვადობაში.
ანალოგიურად, სამართლის მიმართულებით
2,920 კურსდამთავრებულის
„სიჭარბე“
და
პედაგოგიკაში
1,815-იანი
„დეფიციტი“
მხოლოდ
ფიქტიური
მაჩვენებლებია.
ფუნდამენტური
შეცდომა
მდგომარეობს
იმაში,
რომ
ბაზარზე
ნებისმიერი
დისბალანსი
არა
კვოტების,
არამედ
ფასების
(ხელფასების)
პრობლემაა.
მასწავლებლის
პროფესიის
არაპოპულარობა
განპირობებულია
არა
„საბაზრო
დაკვეთის“
არარსებობით,
არამედ
მათი
შემოქმედებითი
თავისუფლების
შეზღუდვებითა
და
ხელოვნურად
დაბალი
ანაზღაურებით.
კვოტების
დაწესება
მხოლოდ
გააღრმავებს
პრობლემას:
შედეგი იქნება ათასობით
დიპლომირებულ
სპეციალისტს
იმ
სფეროებში,
სადაც
დაბალი
ხელფასის
გამო
მუშაობა
არავის
სურს,
ხოლო
იმ
სფეროებში,
სადაც
ეკონომიკა
რეალურად
იზრდება,
ხელოვნურ
ბარიერებს
შევქმნით.
შესაბამისად,
კემბრიჯის
მოდელი
სრულიად
გამოუსადეგარია
ქვეყნისთვის
რაიმე
სერიოზული
სტრატეგიული
დასკვნების
გამოსატანად.
საერთაშორისო ჩავარდნები:
სამხრეთ
კორეა
და
ჩინეთი
საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს,
რომ
განათლების
ცენტრალიზებული
მართვა
ყოველთვის
კატასტროფული
შედეგებით
სრულდება.
სამხრეთ
კორეის
მაგალითი
ამ
მხრივ
ყველაზე
თვალსაჩინოა.
ქვეყანამ
1982 წელს
შემოიღო
„უნივერსიტეტებში
ჩარიცხვის
კვოტების
სისტემა“,
რათა
სახელმწიფო
ბიუროკრატიას
ეკონომიკის
საჭიროებები
დაეკმაყოფილებინა.
შედეგად,
2023 წლის
მონაცემებით,
კორეაში
სპეციალობასა
და
სამუშაოს
შორის
შეუსაბამობა
(horizontal mismatch) 50.6%-ს აღწევს, რაც OECD-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამ „ინჟინერიამ“ წარმოშვა „დიპლომების რბოლა“, სადაც სტუდენტები ირჩევენ არა სასურველ პროფესიას, არამედ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კვოტებს პრესტიჟულ
უნივერსიტეტებში.
2022 წლის
მონაცემებით,
სამხრეთ
კორეის
ოჯახებმა
კერძო
რეპეტიტორებსა
და
ე.წ. „ჰაგვონებში“
(მოსამზადებელი
ცენტრები)
რეკორდული
26 ტრილიონი
ვონი
(დაახლოებით
20 მილიარდი
დოლარი)
დახარჯეს
რეპეტიტორებში,
რათა
შვილები
სახელმწიფო
კვოტებში
მოეხვედრებინათ.
დაუგეგმავი
სოციალური
შედეგები
კი
კიდევ
უფრო
მძიმეა:
კორეა
ლიდერია
თვითმკვლელობის
მაჩვენებლით
და
ფლობს
მსოფლიოში
ყველაზე
დაბალ
შობადობის
კოეფიციენტს
(0.7), რაც
პირდაპირ
კავშირშია
განათლების
სისტემის
მიერ
შექმნილ
არაჯანსაღ,
ხელოვნურ
კონკურენციასთან.
ჩინეთში მიმდინარე „სოციალისტური ინჟინერია“ კიდევ უფრო რადიკალურ
ფაზაში
შევიდა
2021 წლის
„ორმაგი
შემცირების“
(Double Reduction) პოლიტიკით. მხოლოდ 2024 წელს ჩინეთის განათლების სამინისტრომ გააუქმა 1,428 სპეციალობა უნივერსიტეტებში,
რადგან
ისინი
არ
შეესაბამებოდა
კომუნისტური
პარტიის
ხუთწლიან
გეგმას.
პარალელურად,
მილიარდობით
იუანი
იხარჯება
„მწვანე
არხებზე“
ისეთი
სფეროებისთვის,
როგორიცაა
ხელოვნური
ინტელექტი
და
„დაბალი
სიმაღლის
ეკონომიკა“.
შედეგი სავალალო აღმოჩნდა: 2023 წლის ივნისში
ჩინეთში
ახალგაზრდების
უმუშევრობამ
რეკორდულ
21.3%-ს
მიაღწია,
რის
შემდეგაც
მთავრობამ
სტატისტიკის
გამოქვეყნება
დროებით
შეაჩერა.
სახელმწიფო
დაგეგმვა
ვერ
პასუხობს
რეალურ
ეკონომიკურ
დინამიკას,
რის
გამოც
ქვეყანაში
გაჩნდა
მილიონობით
„ზედმეტი“
კურსდამთავრებული
იმ
დარგებში,
რომლებიც
პარტიას
სტრატეგიულად
მიაჩნდა,
მაგრამ
ბაზარმა
ვერ
აითვისა.
ამან
წარმოშვა
„დაწოლის“
(Tang Ping) კულტურული
ფენომენი
– ახალგაზრდების
მასობრივი
უარი
შრომაზე
და
კარიერულ
განვითარებაზე,
რაც
ცენტრალიზებული
დაგეგმვის
სრული
ფიასკოს
დასტურია.
საქართველო: გადასვლა ავტონომიიდან
ბიუროკრატიულ
კონტროლზე
ვაუჩერული სისტემის გაუქმება საქართველოში ნიშნავს უნივერსიტეტებს შორის შედარებით მაღალი კონკურენციის დასრულებას. ამ მოდელით, ფული მიჰყვებოდა სტუდენტს, რაც სასწავლებლებს აიძულებდა, ხარისხზე ეზრუნათ.
„სახელმწიფო შემკვეთიც და შემსრულებელიც“ პირობებში
კი საჯარო უნივერსიტეტის
შემოსავალი
დამოკიდებული
ხდება
სამინისტროს
კეთილგანწყობაზე.
ეს
სპობს
სტიმულს
ინოვაციებისთვის
და ამ საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
ბიუროკრატიულ
დანამატებად
აქცევს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაფინანსების
ეს
„ახალი“
მოდელი
სინამდვილეში
კარგად
ნაცნობი
წარსულია.
საქართველოში
2005 წლის
რეფორმამდე, საბჭოური ინერციით, ზუსტად
სახელმწიფო
შეკვეთისა
და
კვოტების
სისტემა
მოქმედებდა,
რომელმაც
ქვეყანას
მძიმე
მემკვიდრეობა
დაუტოვა:
კორუფცია
ჩარიცხვის
პროცესში,
უხარისხო
პროგრამები
და
საგანმანათლებლო
ბაზრის
სრული
აცდენა
რეალობასთან.
სწორედ
ამ
პერიოდში
ჩაეყარა
საფუძველი
„ორდიპლომიანი
ტაქსისტების“
ფენომენს
– სოციალურ
ტრაგედიას,
რომელიც
ირონიულად
აღწერს
სახელმწიფოს
მიერ
განათლებაში
ჩადებულ
ფუჭ
ინვესტიციებს.
როდესაც
ბიუროკრატია
გეგმავს,
რამდენი
იურისტი
ან
ეკონომისტი
სჭირდება
ქვეყანას, ყალიბდება არა
მაღალკვალიფიციური
კადრები,
არამედ
დიპლომირებული
უმუშევრები,
რომელთა
ერთადერთი
პერსპექტივა
კორეული
ან
ჩინური
სცენარის
მსგავსად,
საკუთარი
პროფესიის
მიღმა
თვითგადარჩენაა.
მონოპოლიზაცია და პოლიტიკური
ლოიალობა:
„ერთი
ქალაქი
– ერთი
ფაკულტეტი“
განსაკუთრებით საგანგაშოა „ერთი ქალაქი
– ერთი
ფაკულტეტი“
პრინციპი
საჯარო
უნივერსიტეტებში.
როდესაც
სახელმწიფო
ნებაყოფლობით
ანიჭებს
უპირატესობას
ერთ
კონკრეტულ
უნივერსიტეტს
და
სხვებს
ამავე
ფაკულტეტის
არსებობისა
თუ
კონკურენციის
შესაძლებლობას
უუქმებს,
ის
ქმნის
ხელოვნურ,
ბიუროკრატიულ
მონოპოლიას.
ეს
სისტემა
სპობს
ხარისხის
ერთადერთ
ბუნებრივ
მამოძრავებელს
– ალტერნატივის
არსებობას.
სტუდენტი
ხდება
ტყვე
ერთი
კონკრეტული
სივრცის,
სადაც
სასწავლო
პროცესის
ხარისხი
აღარ
არის
გადარჩენის
პირობა,
რადგან
სახელმწიფო
მას
გარანტირებულ
„კლიენტურას“
აწვდის.
კონკურენციის გაუქმება პირდაპირ აისახება საკადრო პოლიტიკაზე. საკითხი – თუ ვინ უნდა ასწავლოს სტუდენტებს – აღარ წყდება პროფესიული დამსახურებისა თუ აკადემიური რეიტინგის მიხედვით. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მონოპოლიურად განსაზღვრავს პროგრამის განხორციელების უფლებას, კადრების შერჩევისას ყველაზე წინ პოლიტიკური ლოიალობა იწევს. თავისუფალ ბაზარზე ლექტორი ფასდება თავისი ცოდნითა და რეპუტაციით, რაც მას სამართლიანი ანაზღაურების მოპოვების საშუალებას აძლევს. მონოპოლიურ სისტემაში კი ლექტორი კარგავს ვაჭრობის ძალას (bargaining power) და ხდება ადმინისტრაციული ვერტიკალის ნაწილი.
პროცესი გარდაუვალად გრძელდება სტუდენტთა ინდოქტრინაციით. როდესაც საჯარო უნივერსიტეტში იზღუდება მრავალფეროვნება, ეს ავტომატურად სტუდენტებში სააზროვნო სივრცესაც ზღუდავს. ჩვენ ვიღებთ არა კრიტუკულად და შემოქმედებითად მოაზროვნეებს, არამედ "ინტელექტუალურად სტერილურ" მორჩილ კადრებს, რომლებიც სისტემის ხარვეზების კრიტიკის ნაცვლად, მისი შენარჩუნების ინსტრუმენტებად იქცევიან.
განათლების სამინისტროს მიერ გაჟღერებული „უფასო სწავლის“
დაპირება
მხოლოდ
ნიღბავს
იმ
კოლოსალურ
ზარალს,
რომელსაც
ქვეყანა
განათლების
ხარისხის
დაცემით
მიიღებს.
უფასო
განათლება
სახელმწიფო
შეკვეთით
არის
არა
სოციალური
სიკეთე,
არამედ
გადასახადის
გადამხდელის
ფულით
დაფინანსებული
გზა
პროფესიული
ილუზიისკენ.
ეს
არის
სისტემა,
სადაც
სახელმწიფო
ყიდულობს
არა
ცოდნას,
არამედ
მორჩილებას,
ხოლო
სტუდენტი
იღებს
დიპლომს,
რომელსაც
რეალური
ღირებულება
აღარ
გააჩნია.
ინსტიტუციური დეგრადაცია:
უნივერსიტეტიდან
სპეციალიზებულ
კოლეჯამდე
ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომელზეც რეფორმა დუმს, არის თავად საჯარო უნივერსიტეტების სტატუსი და იდენტობა.
უნივერსიტეტის
ფუნდამენტური
იდეა
– Universitas – გულისხმობს ცოდნის უნივერსალურობას, სადაც სხვადასხვა
ფაკულტეტისა
და
დისციპლინის
ურთიერთქმედება
ქმნის
აკადემიურ
ეკოსისტემას.
„ერთი
ქალაქი
– ერთი
ფაკულტეტის“
პრინციპით,
საჯარო
უნივერსიტეტები,
სადაც
პროგრამები
ხელოვნურად
შეიკვეცება,
პრაქტიკულად
კარგავენ
უნივერსიტეტის
ფუნქციას.
იბადება ლეგიტიმური კითხვა: რამდენად აკმაყოფილებენ ეს დაწესებულებები უნივერსიტეტად
ყოფნის
მოთხოვნას,
როდესაც
მათი
აკადემიური
არეალი
ბიუროკრატიული
დირექტივით
ვიწროვდება?
პრაქტიკულად,
ეს
რეფორმა
სხვა
გზას
არ
ტოვებს
– „შევიწროვებული"
საჯარო
უნივერსიტეტები
თანდათანობით
ტრანსფორმირდებიან
ვიწრო
სპეციალიზებულ
ინსტიტუტებად,
სასწავლო
კოლეჯებად
ან
„პროფესიულ
უმაღლეს
სკოლებად“.
ეს
ნიშნავს
კვლევითი
კომპონენტის
გაქრობას
და
აკადემიური
სივრცის
გადაქცევას
მხოლოდ
„შრომითი
რესურსის“
მოსამზადებელ
ცენტრებად.
სახელმწიფო,
რომელიც
პრესტიჟისთვის
კვლავ
ინარჩუნებს
ტერმინ
„უნივერსიტეტს“,
რეალურად
ანადგურებს
მის
შინაარსს,
რადგან
დისციპლინათშორისი
დიალოგისა
და
აკადემიური
მრავალფეროვნების
გარეშე
უმაღლესი
განათლება
მხოლოდ
მექანიკურ
ტრენინგად
იქცევა.
ალტერნატივა: დეცენტრალიზაცია
და
საბაზრო
მექანიზმები
დაგეგმილი რეფორმის ერთადერთი რეალური ალტერნატივა არის უნივერსიტეტების სრული ჩამოშორება
სახელმწიფოსგან
და
მათი
გადაყვანა
კერძო
ან
ავტონომიურ
საკუთრებაში.
აუცილებელია
საგანმანათლებლო
ბაზრის
დეპოლიტიზაცია
და
შემდეგი
ნაბიჯების
გადადგმა:
- საბაზრო უკუკავშირი
და
დეცენტრალიზებული
ინფორმაცია: სტუდენტმა
გადაწყვეტილება
უნდა
მიიღოს
არა
ბიუროკრატიული
კვოტის,
არამედ
რეალური
საბაზრო
სიგნალების
(ხელფასები,
მოთხოვნა,
ინოვაციები)
საფუძველზე,
რომელიც
კონკურენციის
პირობებში
ბუნებრივად
წარმოიშობა.
- საკუთრების მრავალფეროვნება: სახელმწიფო
უნივერსიტეტები
უნდა
გარდაიქმნან
დამოუკიდებელ
ფონდებად
ან
კერძო
სამართლის
იურიდიულ
პირებად,
რომელთა
მართვაში
სახელმწიფო
აღარ
ჩაერევა.
- საგადასახადო ნეიტრალიტეტი: საჯარო
და
კერძო
უნივერსიტეტები
უნდა
ჩადგნენ
თანაბარ
საგადასახადო
პირობებში,
რათა
გამოირიცხოს
უსამართლო
კონკურენცია
და
ბიუჯეტიდან
არაპირდაპირი
სუბსიდირება.
- საფასო სიგნალების აღდგენა: სწავლის
საფასური
უნდა
დგინდებოდეს
თავისუფალი
ბაზრის
მიერ,
რაც
ასახავს
კონკრეტული
პროფესიის
რეალურ
ღირებულებას
და
პერსპექტივას.
- ინვესტიციების თავისუფლება: უნდა
მოიხსნას
ბარიერები
საგანმანათლებლო
სფეროში
კაპიტალის
შემოდინებისთვის,
რაც
ხელს
შეუწყობს
თანამედროვე
ლაბორატორიებისა
და
კურიკულუმების
შექმნას.
- აკრედიტაციის დემონოპოლიზაცია: სახელმწიფომ
უნდა
დათმოს
აკრედიტაციის
ექსკლუზიური
უფლება.
უნივერსიტეტებს
უნდა
ჰქონდეთ
საშუალება,
ხარისხის
დასტურისთვის
მიმართონ
საერთაშორისო
რეპუტაციის
მქონე
დამოუკიდებელ
სააკრედიტაციო
სააგენტოებს.
ეს
ხარისხის
კონტროლს
ბიუროკრატიული
მექანიზმიდან
რეალურ
საბაზრო
ფილტრად
აქცევს.
- სასწავლო ფორმების
დიგიტალიზაცია
და
საზღვრების
მოშლა: განათლება
უნდა
განთავისუფლდეს
ფიზიკური
შენობების
მონოპოლიისგან.
სალექციო
სივრცეები
უნდა
გაფართოვდეს
ციფრულად,
რაც
საშუალებას
მისცემს
უნივერსიტეტებს
აღარ
იყვნენ
შეზღუდულნი
მხოლოდ
ლოკალური
კადრებით.
აუცილებელია
AI-ს
და
ჰოლოგრაფიული
ტექნოლოგიების
ინტეგრაცია,
რათა
შესაძლებელი
გახდეს
წარსულის
დიდი
მეცნიერების
ლექციების
„გაცოცხლება“
და
მათი
ცოდნის
გამოყენება
თანამედროვე
კონტექსტში.
სწავლის
ფორმა
უნდა
იყოს
ისეთივე
მოქნილი,
როგორიც
თავად
ტექნოლოგიური
პროგრესია,
რასაც
ცენტრალიზებული
ბიუროკრატია
თავისი
ბუნებით
ვერასოდეს
დაუშვებს.
- ინოვაციური ფინანსური
მოდელები: დაფინანსების
მოდელი
უნდა
ეფუძნებოდეს
შედეგებს
(მაგალითად,
Income Share Agreements – შემოსავლის წილობრივი შეთანხმებები),
როდაც
უნივერსიტეტი
პირდაპირ
დაინტერესებულია
კურსდამთავრებულის
წარმატებით
და
არა
მხოლოდ
სახელმწიფო
კვოტის
ათვისებით.
დასკვნა
ცენტრალური დაგეგმვა განათლებაში არის გზა რესურსების გაფლანგვისა და ინტელექტუალური სტაგნაციისკენ. კემბრიჯის მოდელზე დაფუძნებული რეფორმა საქართველოში იმეორებს სამხრეთ კორეისა და ჩინეთის მარცხს, სადაც ბიუროკრატიულმა მართვამ გამოიწვია მასობრივი უმუშევრობა და პროფესიული შეუსაბამობა. სახელმწიფო, რომელიც ცდილობს მომავალი შრომის ბაზრის „დაპროექტებას“, სინამდვილეში აფერხებს ევოლუციურ პროცესს, რომელიც მხოლოდ თავისუფალ გარემოშია შესაძლებელი.
განათლების სისტემის ჭეშმარიტი განვითარება არა ცენტრალიზებულ დირექტივებში, არამედ მის რადიკალურ დეცენტრალიზაციასა და ტექნოლოგიურ გახსნილობაშია. როდესაც სტუდენტის თავისუფალ არჩევანს ბიუროკრატიული კვოტები ცვლის, მომავალი თაობები იწირება იმ ცოდნისთვის, რომელიც ხვალ უკვე მოძველებული იქნებოდა. ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი არა „სახელმწიფო შეკვეთა“, არამედ ისეთი საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნაა, რომელიც მყისიერად პასუხობს ტექნოლოგიურ გარღვევებს, იყენებს ხელოვნურ ინტელექტს წარსულის გამოცდილების გასაცოცხლებლად და სტუდენტს აძლევს საშუალებას, თავად იყოს საკუთარი კაპიტალის განმკარგველი.
მხოლოდ სახელმწიფო კონტროლისგან სრული გათავისუფლება და განათლების დაბრუნება თავისუფალ საბაზრო წესრიგში გახდის შესაძლებელს, რომ საქართველო იქცეს არა „დიპლომირებული უმუშევრების“ ქვეყნად, არამედ გლობალური ინტელექტუალური კონკურენციის სრულფასოვან მოთამაშედ. მითუმეტეს, რომ სანამ სტუდენტი ამ ახალი წესებით დიპლომს აიღებს, ბაზრის შედარებით თავისუფალ ნაწილში, სწავლების სრული გაციფრულების გამო, ტრადიციული უნივერსიტეტის მოდელმა შესაძლოა აზრი სრულიად დაკარგოს.