პაატა შეშელიძე
შესავალი
წინამდებარე კვლევის მიზანია წარმოაჩინოს ფასების საერთო დონის მატების (ფასების ინფლაციის) რეალური მიზეზები საქართველოში. მაშინ როდესაც
სამთავრობო
კომისიები
ფოკუსირებულნი
არიან
მიწოდების
ჯაჭვებზე,
მარჟებსა
და
საცალო
ფასებზე,
ეკონომიკური
ლოგიკა
მიგვითითებს,
რომ
ფასების
ზრდა
არის
მხოლოდ
შედეგი,
ხოლო
მიზეზი
ფულის
მსყიდველობითი
უნარის
კლებაა.
ფულის
გაუფასურება
კი
პირდაპირ
კავშირშია
ფულის
მასის
(M) ზრდასა
და
საბანკო
სისტემის
მიერ
განხორციელებულ
საკრედიტო
ექსპანსიათან.
ინფლაცია არ არის ფასების ზრდა, როგორც ეს თანამედროვე მაკროეკონომიკაში იგულისხმება. ინფლაცია
არის
ფულის
მასისა
და
ფულის
შემცვლელების
ზრდა,
რომელიც
არ
ეფუძნება
ნებაყოფლობით
დანაზოგსა
და
რეალურ
კაპიტალის
დაგროვებას.
ფასების
საერთო
დონის
ზრდა
(HICP, CPI) მხოლოდ
ინფლაციის
გვიანდელი,
არასრული
და
არათანაბარი
სიმპტომია.
ამიტომ
ფასების
ინდექსების
მონიტორინგი
ვერ
გვიჩვენებს
სიმდიდრის
გადანაწილების
მთავარ
მექანიზმს
— **კანტილიონის
(**Cantillon) ეფექტს, არც იმ მიზანმცდარ ინვესტიციებს (malinvestment), რომლებიც უკვე მიმდინარეობს ეკონომიკაში.
1. თეორიული საფუძვლები: მონეტარული
ექსპანსია
და
ბიზნეს
ციკლის
რისკები
საქართველოს ფულადი და საბანკო სისტემის განვითარება მისი პოსტსაბჭოთა ჩანასახოვანი სტადიიდან დღევანდელ
მაღალ
ფინანსიალიზებულ
მდგომარეობამდე
წარმოადგენს
უნიკალურ
შემთხვევას
ბიზნეს
ციკლის
თეორიის
(Business \ Cycle \ Theory), ფულის ჭეშმარიტი მასის (True \ Money \ Supply \ - \ TMS) მეტრიკისა
და
ღირებულების
სუბიექტური
თეორიის
(Subjective \ theory \ of \ value) პრინციპების გამოსაყენებლად.
წინამდებარე ანალიზი პასუხობს მთავარ კითხვას: არის თუ არა დღევანდელი ზრდა ხალხის შრომისა და კაპიტალის დაგროვების (Capital \ accumulation) შედეგი,
თუ
ეს
არის
საკრედიტო
ექსპანსიითა
და
ნაწილობრივი
რეზერვირების
საბანკო
სისტემით
გამოწვეული
ხელოვნური
ბუმი
(Artificial \ boom), სადაც რიგითი მოქალაქის მსყიდველობითი უნარი ინსტიტუციური პირველი მიმღებების
— სახელმწიფო
აპარატისა
და
მსხვილი
ფინანსური
ინსტიტუტების
— სასარგებლოდ
გადაანაწილდება.
თანამედროვე საბანკო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ფული არაა უბრალო ნეიტრალური ინსტრუმენტი. ის წარმოადგენს მიმოცვლის
ზოგად
საშუალებას
(General \ medium \ of \ exchange), რომლის რაოდენობაც ბაზრის ბუნებრივ პროცესებს უნდა ეფუძნებოდეს. თუმცა, როცა სისტემაში
ჩნდება
„ახალი
ფული“,
ის
ყველას
ერთდროულად
არ
ურიგდება.
მონეტარული ინფლაციის პირობებში სიმდიდრის გადანაწილება ხდება კანტილიონის ეფექტის მიხედვით.
რაც
გულისხმობს,
რომ
ფულის
მასის
ზრდა
არ
იწვევს
ფასების
ერთდროულ
და
თანაბარ
ზრდას
მთელ
ეკონომიკაში.
ფული
მიმოქცევაში
შემოდის
კონკრეტულ
წერტილებში
და
მისი
გავლენა
დროშია
გაწელილი.
ამ ეფექტის ლოგიკა ასეთია: პირველი მიმღებები (ცენტრალური და კომერციული ბანკები, ასევე სახელმწიფო სექტორი) ხარჯავენ ახალ ფულს მანამ, სანამ ბაზარი ფასების მატებით მოახდენს რეაგირებას. როდესაც ეს ფული ეტაპობრივად აღწევს ეკონომიკის სხვა სუბიექტებამდე და მოსახლეობის დაბალ ფენებამდე,
საქონლისა
და
მომსახურების
ფასები
უკვე
გაზრდილია.
შესაბამისად,
მონეტარული
ექსპანსია
ახდენს
სიმდიდრის
ფარულ
გადაქაჩვას
ბოლო
მიმღებებიდან
(ხელფასზე
დამოკიდებული
მოსახლეობა,
პენსიონერები)
პირველი
მიმღებების
(ფინანსური
ელიტები
და
ბიუროკრატია)
სასარგებლოდ.
ის
აჩვენებს,
სინამდვილეში
რატომ
ღარიბდებიან
ღარიბები
და
რატომ
მდიდრდებიან
მდიდრები.
1.1. ფულის მასა და დეპოზიტების
ხაფანგი
ფულის მასის (Money \ supply) სტანდარტული განმარტებები (M1, M2, M3) ხშირად ნიღბავს
რეალურ
სურათს.
ეკონომიკური
თვალსაზრისით,
არსებობს
ორი
პრინციპულად
განსხვავებული
დეპოზიტი,
რომელთა
აღრევაც
სისტემური
„წაპვნის“
საფუძველია:
- მოთხოვნამდე
(მიმდინარე) დეპოზიტები (Demand \ deposits):
ეს
არის
„მოთხოვნის
ტრანზაქცია“
(Claim \ transaction). როცა ფულს ბარათზე დებთ, გგონიათ,
რომ
ბანკი
მას
თქვენთვის
„ინახავს“
(Custody), როგორც საწყობი. სინამდვილეში, ნაწილობრივი
რეზერვირების
სისტემაში
(Fractional \ reserve \ banking), ბანკი თქვენი ფულის უდიდეს ნაწილს სესხად გასცემს. შედეგად, ერთსა
და
იმავე
ფულზე
საკუთრების
უფლება
ერთდროულად
აქვს
მეანაბრესაც
(რომელიც
მას
საკუთარ
ნაშთად
მიიჩნევს)
და
მსესხებელსაც
(რომელმაც
ის
უკვე
დახარჯა).
ეს
არის
ფულის
შექმნა
„ჰაერიდან“
(Money \ creation \ out \ of \ thin \ air), რაც აუფასურებს თქვენს ჯიბეში
არსებულ
თითოეულ
ლარს. ნაწილობრივი
რეზერვირების
საბანკო
სისტემა
თანამედროვე
ფორმით
ეთიკურად
და
იურიდიულად
პრობლემურია,
რადგან
ის
ქმნის
ორმაგ
საკუთრებას
ერთსა
და
იმავე
ფულზე:
მეანაბრესაც
და
მსესხებელსაც
ერთდროულად
აქვთ
„საკუთრების“
უფლება.
ეს
არის
თაღლითობის
მსგავსი
პრაქტიკა,
რომელიც
თავისუფალ
ბაზარზე
ვერ
იარსებებდა
— მას
ლეგალიზებას
უწევს
სახელმწიფო
კანონმდებლობა
და
ცენტრალური
ბანკის
მხარდაჭერა.
საქართველოში
ლარზე
5%-იანი
სავალდებულო
რეზერვის
მოთხოვნა
თეორიულად
საშუალებას
აძლევს
ბანკებს
20-ჯერ
მეტი
სესხი
გასცენ,
ვიდრე
რეალური
საბაზო
ფული
აქვთ
— ეს
არის
არა
ბუნებრივი
ბაზრის
შედეგი,
არამედ
სახელმწიფო
პრივილეგია,
რომელიც
სისტემურად
ქმნის
ბიზნეს-ციკლებს.
- ვადიანი
დეპოზიტები
(Time \ deposits): ეს არის „საკრედიტო ტრანზაქცია“ (Credit \
transaction). აქ თქვენ შეგნებულად აძლევთ სესხს ბანკს და გარკვეული ვადით უარს
ამბობთ
საკუთარი
მსყიდველობითი
უნარის
(Purchasing \ power) გამოყენებაზე. ბანკი აქ მხოლოდ შუამავალია (Financial \
intermediary).
პრობლემა ისაა, რომ ბანკები სესხებს გასცემენ მიმდინარე დეპოზიტების ხარჯზეც. ეს იწვევს ინფლაციურ ექსპანსიას (Inflationary \ expansion), რაც რიგითი ადამიანისთვის
მსყიდველობითი
უნარის
შემცირებას,
ხოლო
ბანკირებისთვის
— „უფასო“
რესურსით
გამდიდრებას
ნიშნავს.
1.2. ბიზნეს ციკლის მექანიზმი:
ცრუ
სიგნალები
და
დაგებული
მახე
როდესაც ბანკები სესხებს გასცემენ „დაბეჭდილი“ ფულით და არა რეალური დანაზოგებით, საპროცენტო განაკვეთი (Interest \ rate) ხელოვნურად
ეცემა
„ბუნებრივ“
(Natural \ rate) დონეზე დაბლა. ეს მცდარი სიგნალია მეწარმეებისთვის. ისინი იწყებენ გრძელვადიან პროექტებს (მშენებლობები, ტექნოლოგიები), რადგან კრედიტი
იაფია.
ამას
შეიძლება
ეწოდოს ეკონომიკური
სტიმულების
დამახინჯების
შედეგად
გამოწვეულ
მიზანმცდარი
ინვესტიცია
(Malinvestment) — კაპიტალის არასწორი გადანაწილება. ბუმი მანამ გრძელდება,
სანამ
ახალი
ფულის
ინექციები
ხდება.
როგორც
კი
ეს
ნაკადი
წყდება,
ირკვევა,
რომ
რეალური
რესურსები
პროექტების
დასასრულებლად
არ
არსებობს.
იწყება
კრახი
(Bust), სადაც
რიგითი
მოქალაქეები
კარგავენ
სამსახურებს
და
ქონებას,
ხოლო
მსხვილი
ფინანსური
ინსტიტუტები
ხშირად
სახელმწიფო
დახმარებით
(Bailouts) გადარჩებიან
ხოლმე.
1.3. ფული, როგორ ეკონომიკური
გათვლების
საყრდენი
ფული არ წარმოადგენს მხოლოდ გადახდის ტექნიკურ საშუალებას. იგი არის ეკონომიკური გათვლების საყრდენი — საერთო გამოთვლითი ერთეული, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკური სუბიექტები ადარებენ ხარჯებს, შემოსავლებსა და ალტერნატიულ არჩევანებს.
როდესაც
ფულის
რაოდენობა
სტაბილურია,
ფასების
სისტემა
ასრულებს
ინფორმაციულ
ფუნქციას
და
ასახავს
რესურსების
რეალურ
სიმწირეს.
მონეტარული ექსპანსიის პირობებში ეს ფუნქცია ირღვევა. ფასების ცვლილებები აღარ იძლევა სანდო სიგნალს იმის შესახებ, გაიზარდა თუ არა კონკრეტულ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა რეალურად, თუ ფასები მხოლოდ ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირების
შედეგია.
ასეთ
პირობებში
მეწარმეები
და
ინვესტორები
იღებენ
გადაწყვეტილებებს
დამახინჯებული
სიგნალების
საფუძველზე.
შედეგად, ეკონომიკური შეცდომები აღარ არის ინდივიდუალური არასწორი გათვლების
შედეგი
— ისინი
სისტემურ
ხასიათს
იძენს.
ბაზარი
კარგავს
თვითკოორდინაციის
უნარს,
რადგან
ფასები
ვეღარ
ასრულებს
ინფორმაციის
გადამტანის
როლს.
ეს
ქმნის
გარემოს,
სადაც
რესურსების
არასწორი
განაწილება
გარდაუვალი
ხდება,
ხოლო
ეკონომიკური
ციკლები
— უფრო
ღრმა
და
დესტრუქციული.
2. ფულადი აგრეგატების იერარქია
და
ინსტიტუციური
გავლენები
ფულადი მასის სტრუქტურის გააზრება აუცილებელია იმის გასაგებად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ეკონომიკაში მსყიდველობითი
უნარის
"გაზავებაზე".
ფულადი
აგრეგატები
(M0, M1, M2, M3) წარმოადგენენ ფულის სხვადასხვა დონეს მათი ლიკვიდობის მიხედვით. კომერციული ბანკები არ არიან უბრალო შუამავლები; ისინი არიან ფულის "შემქმნელები" ფრაქციული (ნაწილობრივი)
სარეზერვო
საბანკო
სისტემის
(Fractional \ Reserve \ Banking) მეშვეობით.
აგრეგატების შინაარსი და რეალური
მონაცემები
(2025 წლის მდგომარეობით):
- M0
(საბაზო ფული – ~6,107 მლნ
ლარი): ეს არის ეკონომიკის "ბირთვი"
– ფიზიკური
նაღდი
ფული,
რომელიც
ბანკებს
გარეთ
ტრიალებს.
მასზე
ექსკლუზიურ
კონტროლს
ახორციელებს
ეროვნული
ბანკი.
როდესაც
სებ–ი
ყიდულობს
უცხოურ
ვალუტას
ან
გასცემს
რეფინანსირების
სესხს,
ის
მიმოქცევაში
უშვებს
ახალ
ნაღდ
ფულს.
ეს
არის
ერთადერთი
"რეალური"
ფული,
რომელიც
დანარჩენი
აგრეგატების
საფუძველია.
- M1
(ვიწრო ფული – ~18,731 მლნ
ლარი): მოიცავს M0–ს და
მიმდინარე
ანგარიშებს
(მოთხოვნამდე
დეპოზიტებს)
ლარში.
სწორედ
აქ
ვხედავთ
კომერციული
ბანკების
მიერ
ფულის
შექმნის
პირველ
საფეხურს.
- როგორ
იქმნება ფული "ჰაერიდან"?
ბანკი
სესხს
გასცემს
არა
სხვის
მიერ
მიტანილი
ნაღდი
ფულიდან,
არამედ
მსესხებლის
ანგარიშზე
ციფრული
ჩანაწერის
გაკეთებით.
ბანკის
ბალანსზე
აქტივების
მხარეს
ჩნდება
თქვენი
დავალიანება
(სესხი),
ხოლო
ვალდებულებების
მხარეს
– თქვენი
ანგარიში
(დეპოზიტი).
ეს
ორივე
ჩანაწერი
ერთდროულად
იქმნება
„არაფრისგან“.
ამ
დროს
ეკონომიკაში
ჩნდება
"ფიქტიური" მსყიდველობითი უნარი,
რომელიც
მანამდე
არ
არსებობდა.
- სახვაობა:
M1 აგრეგატი
M0–ზე
თითქმის
3–ჯერ
მეტია
(~12.6 მლრდ ლარით მეტი), რაც
იმას
ნიშნავს,
რომ
მიმოქცევაში
არსებული
"ლარების" უდიდესი ნაწილი მხოლოდ
საბანკო
ჩანაწერებია
და
არა
ფიზიკური
კუპიურები.
- M2
(ფულადი მასა ლარში – ~31,333 მლნ
ლარი): მოიცავს M1–ს და
ვადიან
დეპოზიტებს
ეროვნული
ვალუტით.
ეს
არის
ეკონომიკის
ის
ნაწილი,
რომელიც
ლარში
დაზოგილ
რესურსს
ასახავს.
- სხვაობა:
M2 აგრეგატი
M1–ზე
კიდევ
12.6 მლრდ
ლარით
მეტია.
ეს
სხვაობა
მიუთითებს
იმაზე,
თუ
რამდენად
დიდია
საბანკო
სისტემის
მიერ
გენერირებული
კრედიტი,
რომელიც
დროთა
განმავლობაში
ვადიან
დეპოზიტებად
გარდაიქმნა.
- M3
(ფართო ფული – ~57,650 მლნ
ლარი): ეს არის ეკონომიკაში არსებული მთლიანი
მსყიდველობითი
ძალა,
რომელიც
მოიცავს
M2–ს
პლუს
უცხოური
ვალუტის
დეპოზიტებს.
უცხოურ
ვალუტაში
სესხების
გაცემა
მულტიპლიკაციის
იმავე
სქემას
იმეორებს
რასაც
ლარის
სესხები.
ნაწილობრივი რეზერვირების პრინციპი
და
მულტიპლიკატორი
საბანკო სისტემა მუშაობს ფრაქციული (ნაწილობრივი) სარეზერვო საბანკო სისტემით. ეს ნიშნავს, რომ ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკში სარეზერვო ანგარიშზე განათავსოს დეპოზიტების მხოლოდ მცირე ნაწილი, ხოლო დანარჩენი (95%–მდე ლარის შემთხვევაში)
გამოიყენოს
ახალი
სესხების
გასაცემად.
- ეროვნული
ვალუტა
(ლარი): სავალდებულო რეზერვის განაკვეთი
შეადგენს
5%–ს.
- უცხოური
ვალუტა:
აქ
განაკვეთები
საშუალოდ
25%–ს
შეადგენს.
ფულის მულტიპლიკატორები და მონეტარული
ექსპანსიის
მასშტაბი
ფულის მულტიპლიკატორი (M/M0) ასახავს საკრედიტო ექსპანსიის ხარისხს:
|
ფულადი აგრეგატი |
მოცულობა (მლნ ლარი) |
მულტიპლიკატორი (m = M/M0) |
|
M0 (საბაზო ფული) |
6,107 |
1.00 |
|
M1 (ვიწრო ფული) |
18,731 |
3.07 |
|
M2 (ლარის მასა) |
31,333 |
5.13 |
|
M3 (ფართო ფული) |
57,650 |
9.44 |
M3–ის ჯამური მულტიპლიკატორი 9.44 ადასტურებს, რომ ეკონომიკაში არსებული მთლიანი მსყიდველობითი ძალის 90%–ზე მეტი საბანკო
კრედიტია.
3. ფულის მასის დინამიკა
(2014–2025): სტატისტიკური ანალიზი
|
პერიოდი |
M3 აგრეგატი (მლნ ლარი) |
M0 (საბაზო ფული) |
|
2014 (ბაზისი) |
11,189 |
1,942 |
|
2014–2019 |
24,113 |
3,244 |
|
2019–2021 |
33,846 |
3,542 |
|
2021–2025 |
57,650 |
6,107 |
2021 წლიდან 2025 წლამდე საბაზო ფული (M0) გაიზარდა თითქმის ორჯერ, რამაც ბიძგი მისცა M3-ის 57.6 მილიარდამდე ზრდას.
4. უცხოური რეზერვების ფორმირება
და
მისი
გავლენა
ფულის
მასაზე
როდესაც ეროვნული ბანკი ყიდულობს აშშ დოლარს ბაზარზე რეზერვების შესავსებად, ის ამ დოლარს ყიდულობს ახლადშექმნილი (დაბეჭდილი) ლარით, რაც წარმოადგენს
საბაზო
ფულის
(M0) პირდაპირ
ემისიას.
2025 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე განახორციელა დაახლოებით 251 მილიონი აშშ დოლარის
წმინდა
შესყიდვა.
ამ
ოპერაციამ
მონეტარულ
ბაზაში
(M0) პირდაპირ
დაამატა
დაახლოებით
677.7 მილიონი
ლარი.
5. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
და
რეფინანსირების
სესხები
5.1. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის
დინამიკა
(2014-2025)
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) სებ-ის მთავარი ინსტრუმენტია, თუმცა მისი ეფექტიანობა
პირდაპირ
კავშირშია
ფასების
ინფლაციასთან.
ქვემოთ მოცემულია რეფინანსირების განაკვეთისა და ეროვნული ბანკის მიერ სისტემაში გაშვებული რეფინანსირების სესხების მოცულობის
დინამიკა
2014-2025 წლებში.
მონაცემები
ნათლად
აჩვენებს,
რომ
განაკვეთის
ზრდის
მიუხედავად,
ბანკებისთვის
მიწოდებული
ლიკვიდობის
მოცულობა
სტაბილურად
იზრდებოდა:
|
წელი |
რეფინანსირების განაკვეთი (%) |
რეფინანსირების სესხები (მლნ ლარი) |
|
2014 |
4.00% |
~500 |
|
2015 |
8.00% |
~800 |
|
2016 |
6.50% |
~1,000 |
|
2017 |
7.25% |
1,250 |
|
2018 |
7.00% |
~1,100 |
|
2019 |
9.00% |
1,200 |
|
2020 |
8.00% |
~2,200 |
|
2021 |
10.50% |
~3,000 |
|
2022 |
11.00% |
~3,500 |
|
2023 |
9.50% |
~4,200 |
|
2024 |
8.00% |
~4,800 |
|
2025 |
8.25% |
~5,000 |
5.2. საბუღალტრო ილუზია და ბალანსის
გაფართოება
სებ-ის ოფიციალური განმარტება, რომ რეფინანსირების სესხები გაიცემა
მხოლოდ
სავალდებულო
რეზერვების
ხარჯზე,
არ
ემთხვევა
მონეტარული
ბაზის
დინამიკას.
თუმცა,
სტატისტიკა
სხვა
რეალობას
აჩვენებს:
მონეტარული
ბაზა
(M0) 2019 წლიდან
2025 წლამდე
108%–ით
გაიზარდა
(~2.9 მლრდ
ლარით),
ხოლო
რეფინანსირების
სესხების
ნაშთი
ამავე
პერიოდში
3.8 მლრდ ლარით გაიზარდა. ეს ადასტურებს ბალანსის გაფართოებას (Balance \ sheet \ expansion)
– სებ-ი რეზერვებს
კი
არ
„ხარჯავს“,
არამედ
ქმნის
ახალ
ფულს
ორივე
მხარეს:
- აქტივებში:
ჩნდება
ახალი
მოთხოვნა
ბანკის
მიმართ
(სესხი).
- ვალდებულებებში:
ბანკის
საკორესპონდენტო
ანგარიშზე
ირიცხება
ახალი
ლარები
(M0-ის
ემისია).
5.3. ფულადი ემისიის მასშტაბები
და
მულტიპლიკაციის
ეფექტი
2019-2025 წლებში ფართო ფულის მასა (M3) გაიზარდა ~33.5 მილიარდი ლარით. ამ ზრდაში რეფინანსირების
სესხების
ნაშთის
მატებას
(3.8 მლრდ)
უჭირავს
პირდაპირი
11.3%-იანი
წილი.
თუმცა,
ვინაიდან
ეს
არის
„საბაზო
ფული“,
მულტიპლიკატორის
(~3.8) მოქმედებით,
მისი
რეალური
გავლენა
M3-ის
ზრდაზე
თითქმის
ოთხმაგია.
რეფინანსირების
ყოველი
1 ემიტირებული
ლარი
იწვევს
M3-ის
თითქმის
ოთხმაგ
ზრდას.
5.4. სახაზინო ვალდებულებები და ბიუჯეტის
დეფიციტის
მონეტიზაცია
მთავრობა უშვებს სახაზინო ვალდებულებებს, რომლებსაც ყიდულობენ კომერციული ბანკები. ბანკები ამ ქაღალდებს აგირავებენ სებ-ში და სანაცვლოდ იღებენ რეფინანსირების სესხებს (ახალ ფულს). შედეგი:
ბიუჯეტის
დეფიციტის
არაპირდაპირი
მონეტიზაცია.
კომერციული
ბანკების
შუამავლობით,
ეროვნული
ბანკი
სახელმწიფო
ხარჯებს
ახალი
ფულის
ემისიით
აფინანსებს.
მთავრობა
ამ
გზით
მიღებულ
ახალ
ლარებს
დაუყოვნებლივ
ხარჯავს.
კანტილიონის
ეფექტის
თანახმად,
სახელმწიფო
რესურსს
მანამ
ითვისებს,
სანამ
ფასები
მოიმატებს.
ეს
პროცესი
ლარის
მსყიდველობით
უნარს
პირდაპირ
აქვეითებს. საბოლოოდ,
მთავრობის
ხარჯვითი
პოლიტიკა,
განსაკუთრების
დეფიციტის
დაფინანსების
გზა,
ფასების
ინფლაციის
ერთ-ერთი მთავარი
ფარული
ძრავია.
5.5. მონეტარული ციკლის სოციალური
შედეგები
(კანტილიონის
ეფექტი
რეალურ
ცხოვრებაში)
ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით, მონეტარული ციკლის სოციალური შედეგები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- საბანკო
სექტორი:
2025 წლის
30 ივნისის
მდგომარეობით,
საბანკო
სისტემის
კაპიტალის
უკუგებამ
(ROE) წარმოუდგენელ
142.34%-ს მიაღწია. შედარებისთვის, 2014 წელს
ეს
მაჩვენებელი
მხოლოდ
13.5% იყო.
ეს
ნიშნავს,
რომ
საბანკო
სექტორის
მომგებიანობა
10-ჯერ
უფრო
სწრაფად
გაიზარდა,
ვიდრე
რეალური
ეკონომიკა.
ახალი
ფულის
ემისიის
ხარჯზე
მიღებული
ლიკვიდობით
ბანკები
პირველები
ითვისებენ
გაძვირებად
აქტივებს
(უძრავი
ქონება,
ფასიანი
ქაღალდები)
მანამ,
სანამ
ფულს
მსყიდველობითი
უნარი
შეუმცირდება.
- მთავრობა:
დეფიციტური
ხარჯვა
(რომელიც
2024 წელს
მშპ-ს
2.5%-ს
აჭარბებდა)
საშუალებას
აძლევს
სახელმწიფოს
შეიძინოს
რესურსები
"ძველ
ფასებში".
მთავრობა
ამ
ახალ
ფულს
ხარჯავს
მოსახლეობის
მსყიდველობითი
უნარის
შემცირების
ხარჯზე.
ვინაიდან
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ხარჯვითი
ნაწილი
2014 წლის
9 მილიარდიდან
2025 წლისთვის
28 მილიარდ
ლარამდე
გაიზარდა
(3-ჯერადი
ზრდა),
ეს
პირდაპირი
ინდიკატორია
იმისა,
რომ
ბიუროკრატიული
აპარატი
სულ
უფრო
მეტ
რესურსს
ითვისებს
მიმოქცევაში
გაშვებული
ახალი
ფულის
მეშვეობით,
რაც
არსებითად
"ინფლაციური
გადასახადია".
- კეთილდრეობის
ილუზია:
ნომინალური
ხელფასების
ზრდა
ხშირად
ქმნის
კეთილდღეობის
ილუზიას,
თუმცა
რეალურ
პირობებში
შრომის
ანაზღაურების
მსყიდველობითი
უნარი
ინფლაციის
გამო
უცვლელი
რჩება
ან
მცირდება.
ხელფასები,
როგორც
წესი,
ფასებზე
ნელა
რეაგირებს,
ვინაიდან
შრომითი
კონტრაქტები
და
ხელფასების
გადახედვის
მექანიზმები
ხისტია,
მაშინ
როცა
ფასები
სწრაფად
და
უწყვეტად
იცვლება. ამ
პროცესში
დასაქმებული
მოსახლეობა
ყოველთვის
ბოლო
მიმღებია.
ახალი
ფული
მათამდე
აღწევს
მაშინ,
როდესაც
ფასები
უკვე
გაზრდილია.
შედეგად,
ინფლაცია
მოქმედებს
როგორც
არადეკლარირებული
გადასახადი
შრომაზე
— გადასახადი,
რომელიც
არ
არის
კანონით
დამტკიცებული,
მაგრამ
რეალურად
ამცირებს
შრომის
შედეგს. ამ
მექანიზმის
შედეგად,
შრომითი
ფენა
სისტემურად
კარგავს
შემოსავლის
რეალურ
ღირებულებას,
მაშინ
როდესაც
ფინანსური
და
ინსტიტუციური
სუბიექტები
ახერხებენ
ინფლაციის
ეფექტის
წინასწარ
ათვისებას.
- დისბალანსი:
ვინაიდან
ლარის
მასა
(M3) 2021-2025 წლებში საშუალოდ 17.5%-ით
იზრდებოდა
ყოველწლიურად,
მაშინ
როცა
რეალური
მშპ-ს ზრდა
მხოლოდ
7-9%-ის ფარგლებშია, ჩნდება მონეტარული ჭარბი. ფასები
ლარებში
იმატებს
იმიტომ,
რომ
ყოველ
რეალურ
პროდუქტზე
დღეს
უფრო
მეტი
ლარი
მოდის,
ვიდრე
3 წლის
წინ.
- მოსახლეობა:
საშუალო
მომხმარებლამდე
ახალი
ფული
ბოლოს
აღწევს,
როდესაც
მსყიდველობითი
უნარი
(Purchasing \ power) უკვე შემცირებულია. 2021-2024 წლებში ფასების ინდექსი (HICP) სურსათზე
საშუალოდ
30-40%-ით
გაიზარდა,
მაშინ
როცა
საშუალო
ხელფასების
მსყიდველობითი
ძალა
ინფლაციის
გათვალისწინებით
მარგინალურად
შეიცვალა.
მოქალაქეები
ამ
პროცესში
საკუთარი
შრომის
გაუფასურებით
იხდიან
იმ
სარგებლის
საფასურს,
რომელიც
ბანკებმა,
მათმა
მსხვილმა
კლიენტებმა
და
მთავრობამ
მიიღეს.
რეფინანსირების სესხები (რომელთა ნაშთი 2025 წელს საშუალოდ 4 მილიარდ ლარს აღემატება) და მთავრობის დეფიციტური ხარჯვა არ არის მხოლოდ ტექნიკური ინსტრუმენტები. ეს არის მონეტარული
ინფლაციის
მექანიზმი,
რომელიც
სიმდიდრეს
აცლის
მოსახლეობას
და
გადაქაჩავს
საბანკო
სექტორისა
და
სახელმწიფო
აპარატის
სასარგებლოდ,
რომლებიც
მონეტარული
ექსპანსიის
მთავრი
ბენეფიციარები
არიან.
6. კორელაცია ფულის მასასა და ფასების
ინდექსს
(HICP) შორის
თუ შევადარებთ ფულის მასის ზრდის ტემპს და სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებულ ინდექსს (HICP), დავინახავთ
მკაფიო
კავშირს:
- 2014–2016
წლები:
ფულის
მასის
აქტიური
ზრდა
(M3–ის
წლიური
ზრდა
>15%). შედეგად, 2015–2017 წლებში მივიღეთ ფასების მკვეთრი
მატება.
- 2017–2019
წლები:
M3 აგრეგატი
115%–ით
გაიზარდა,
რამაც
ეკონომიკაში
დიდი
მონეტარული
"სიჭარბე"
შექმნა.
ეს
იყო
საფუძველი
იმისა,
რომ
ფასებმა
ზრდა
პანდემიამდეც
დაიწყეს.
- 2021–2022
წლების
მონეტარული
შოკი:
პოსტ–კოვიდურ
პერიოდში
განხოველებულმა
უპრეცედენტო
მონეტარულმა
ექსპანსიამ
(M3–ის
40%–იანი
ზრდა
მოკლე
დროში)
2022 წელს
გამოიწვია
ინფლაციის
ისტორიული
პიკი
– 11.87%. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ
როგორ
აისახება
ემისია
ფასებზე
დროითი
ლაგით.
- 2024–2025
წლები
და
მომავალი:
მიმდინარე
პერიოდში
M3–ის
კვლავ
აჩქარებულმა
ზრდამ
(+16.5%) და მონეტარული ბაზის (M0) თითქმის გაორმაგებამ
საფუძველი
ჩაუყარა
2025 წლის
შემდგომ
ფასების
ახალ
ინფლადიურ
ტალღას.
ისტორიული
გამოცდილება
გვიჩვენებს,
რომ
ფულის
მასის
ზრდასა
და
ფასების
რეაქციას
შორის
არსებული
დროითი
შუალედი
(12–18 თვე)
ნიშნავს,
რომ
დღევანდელი
მონეტარული
ექსპანსიის
ნაყოფს
მომხმარებელი
ხვალ
მაღაზიის
დახლებზე
ნახავს.
7. ეკონომიკის გადაჭარბებული ფინანსიზაცია
და
საკრედიტო
ბუშტი
თანამედროვე საბანკო სისტემა სულ უფრო შორდება კლასიკურ შუამავლურ ფუნქციას, რომლის მიხედვითაც იგი უნდა აკავშირებდეს დანაზოგს ინვესტიციასთან.
მონეტარული
ექსპანსიის
პირობებში
ბანკები
იქცევიან
არა
შუამავლებად,
არამედ
რესურსების
ცენტრალიზებულ
გადამანაწილებლებად.
საკრედიტო გადაწყვეტილებები აღარ ეფუძნება რეალურ დანაზოგებსა და დროით პრეფერენციებს. მათ საფუძვლად
უდევს
ცენტრალური
ლიკვიდობის
ხელმისაწვდომობა
და
საბალანსო
შესაძლებლობები.
შედეგად,
ფინანსური
რესურსები
მიედინება
არა
ყველაზე
პროდუქტიულ
სექტორებში,
არამედ
იქ,
სადაც
ინსტიტუციური
წვდომა
უფრო
მარტივია.
ამ პროცესმა გამოიწვია ფინანსური სექტორის ზრდა რეალური ეკონომიკის ხარჯზე და ეკონომიკური სტრუქტურის გადახრა წარმოებიდან ფინანსური აქტივებისკენ.
საქართველოში ბანკების აქტივების მშპ-სთან ფარდობამ (Bank \ assets-to-GDP \ ratio) უკვე 110%-ს გადააჭარბა,
ხოლო
სესხების
ფარდობა
75%-მდეა ასული. ეს ადასტურებს, რომ ეკონომიკური ზრდა ეყრდნობა არა რეალურ წარმოებას, არამედ საკრედიტო ბუშტს. ასეთ გარემოში ბანკები ხდებიან ეკონომიკის "მფლობელები", ხოლო რეალური
სექტორი
მათი
ვალების
მომსახურე
ინსტრუმენტად
იქცევა.
8. შინამეურნეობების ვალის ხაფანგი:
მომავლის
მოხმარება
დღეს
მონეტარული ექსპანსია და საკრედიტო მულტიპლიკაცია არა მხოლოდ ფასების ზრდას, არამედ მოსახლეობის მასობრივ დავალებას განაპირობებს. საქართველოს მონაცემები
მიუთითებს
საგანგაშო
ტენდენციაზე:
შინამეურნეობების
ვალის
ფარდობა
მშპ-სთან
(Household debt-to-GDP ratio) 2001 წლის 2.15%-დან 2025 წლის მესამე კვარტლისთვის 38.80%-მდე გაიზარდა.
ეს დრამატული ნახტომი მონეტარული პოლიტიკის ფუნდამენტური ხარვეზების პირდაპირი შედეგია:
- მომავლის
"შეჭმა" დღეს: როდესაც ეროვნული
ბანკი
და
საბანკო
სისტემა
ეკონომიკას
ხელოვნური
ლიკვიდობით
კვებავს,
ადამიანები
იძულებულნი
არიან
აიღონ
ვალები,
რათა
ინფლაციურ
გარემოში
შეინარჩუნონ
ცხოვრების
დონე.
ეს
ნიშნავს,
რომ
მოსახლეობა
დღეს
მოიხმარს
იმ
რესურსს,
რომელიც
მომავალში
უნდა
გამოიმიშაოს.
- ვალის
მონობა:
ვალის
მშპ-სთან
ფარდობის
18-ჯერადი
ზრდა
მიუთითებს
ეკონომიკური
აქტივობის
სტრუქტურულ
ტრანსფორმაციაზე:
რეალური
შემოსავლების
მზარდი
ნაწილი
მიიმართება
არა
განვითარებაზე,
არამედ
დაგროვილი
დავალიანების
მომსახურებაზე.
მონეტარული
ემისია
საშუალებას
აძლევს
სახელმწიფო
და
საბანკო
სექტორს,
მოახდინონ
მომავალი
პერიოდების
მსყიდველობითი
უნარის
წინსწრებ
ათვისება.
არსებითად,
ეს
პროცესი
მოსახლეობის
მომავალ
შრომასა
და
რესურსებს
დღევანდელ
ფინანსურ
ვალდებულებებად
გარდაქმნის.
- მონეტარული
პოლიტიკის
ილუზია:
სებ-ი ხშირად
ამაყობს
საბანკო
აქტივების
ზრდით,
თუმცა
რეალურად
ეს
ნიშნავს,
რომ
ეკონომიკა
დამოკიდებული
გახდა
მუდმივ
ემისიაზე.
მოსახლეობა
ხვდება
ვალის
ხაფანგში,
სადაც
ყოველი
მომდევნო
ეტაპი
კიდევ
უფრო
მეტ
კრედიტს
მოითხოვს
გაუფასურებული
ლარის
პირობებში
გადასარჩენად.
შინამეურნეობების ვალის ხაფანგი არის მონეტარული ინფლაციის მეორე მხარე – თუ ინფლაცია დღევანდელ დანაზოგებს ანადგურებს, მასობრივი დავალიანება მომავალ შემოსავლებს "ასამარებს".
რეალური დანაზოგი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტს, რადგან სწორედ დანაზოგზე
დაყრდნობით
ხორციელდება
მდგრადი
ინვესტიციები
და
კაპიტალის
დაგროვება.
მონეტარული
ინფლაციის
პირობებში
ეს
მექანიზმი
ირღვევა.
ფულის
მსყიდველობითი
უნარის
მუდმივი
კლება
დანაზოგს
აქცევს
არამომგებიან
და
ხშირად
წამგებიან
ქცევად.
ასეთ გარემოში ეკონომიკური სუბიექტები რაციონალურად თავს არიდებენ
ფულის
დაგროვებას
და
გადადიან
ან
ჭარბ
მოხმარებაზე,
ან
ვალის
აღებაზე.
შედეგად,
სისტემა
აჯილდოებს
მოვალეს
და
სჯის
დამზოგველს.
ეს
ქმნის
სტრუქტურულ
დისბალანსს,
სადაც
გრძელვადიანი
დაგროვება
ჩანაცვლებულია
მოკლევადიანი
ფინანსური
გადაწყვეტილებებით.
ამგვარად, მონეტარული ექსპანსია არ უწყობს ხელს კაპიტალიზაციასა და ეკონომიკურ მდგრადობას. პირიქით, ის ანგრევს იმ საფუძველს, რომელზეც გრძელვადიანი ზრდა უნდა იდგეს —
ნებაყოფლობით
დანაზოგს
და
პასუხისმგებლიან
დაგროვებას.
9. იძულებითი დედოლარიზაცია — ნდობის კრახი
საქართველოში დეპოზიტების დოლარიზაციის მაღალი დონე
(50-60%) არის
მოსახლეობის
რაციონალური
პასუხი
ლარის
მუდმივ
გაუფასურებაზე.
ხალხი
ცდილობს
დანაზოგები
იმ
ვალუტაში
შეინახოს,
რომლის
მსყიდველობითი
უნარიც
სტაბილურია.
ამ ბუნებრივი პროცესის საწინააღმდეგოდ, 2017 წლიდან ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ დაიწყეს ე.წ. "დედოლარიზაციის/ლარიზაციის
სტრატეგიული
გეგმის"
განხორციელება.
მთავარი
მიზანი
იყო
ეკონომიკაში
დოლარიზაციის
(და
სხვა
უცხოური
ვალუტის)
წილის
თანდათანობითი
შემცირება
და
ლარის,
როგორც
ძირითადი
გადახდის
საშუალების,
როლის
გაძლიერება.
გეგმის მთავარი მოთხოვნები იყო საბანკო
სექტორში
ლარის
რესურსის
გაზრდა,
უცხოური
ვალუტის
(განსაკუთრებით
დოლარის)
დომინირების
შემცირება
და
ეროვნული
ვალუტის
როლის
გაძლიერება
— ამისთვის
დაწესდა
Basel III-ის ლიკვიდობის კოეფიციენტი ლარის უპირატესობით,
გამკაცრდა
რეზერვების
მოთხოვნები
უცხოურ
ვალუტაზე,
გაფართოვდა
გირაოს
ბაზა
და
გაიზარდა
გრძელვადიანი
ლარის
სესხების
ხელმისაწვდომობა;
ასევე,
სავალდებულოდ
გახდა
მცირე
სესხების
(200 ათას
ლარამდე)
მხოლოდ
ლარში
გაცემა,
ფასების
მხოლოდ
ლარით
მითითება
და
უძრავ
ქონებაზე
escrow სერვისის
დანერგვა
ლარით
ანგარიშსწორების
წასახალისებლად.
გარდა ამისა, შეიქმნა კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურა
(მაღალლიკვიდური
„ბენჩმარკ“
სახაზინო
ქაღალდები
და
პირველადი
დილერები),
განხორციელდა
2015 წლამდე
აღებული
სესხების
ნებაყოფლობითი/სუბსიდირებული
გალარება
და
დაიწყო
ფსიქოლოგიური
კამპანია
(მაგ.
„ენდე
ლარს“)
მოსახლეობის
მოლოდინებისა
და
ნდობის
შესაცვლელად
— საბოლოო
მიზანი
იყო
ფინანსური
სისტემის
სტაბილურობის
ამაღლება
და
მონეტარული
პოლიტიკის
ეფექტიანობის
გაზრდა.
რეალური სურათი: 2017 წლიდან 2025 წლის ბოლომდე სესხების
დოლარიზაცია
შემცირდა
~70%-დან
~45-50%-მდე
(განსაკუთრებით
ფიზიკურ
პირებზე),
ხოლო დეპოზიტების
დოლარიზაცია
~65%-დან
~50-55%-მდე. თუმცა ეს კლება არა
"ლარისადმი
ნდობამ",
არამედ
ადმინისტრაციულმა
აკრძალვებმა
და
იძულებამ
გამოიწვია.
"ლარიზაციის" პოლიტიკა მომხმარებლებს უდიდესი რისკის ქვეშ აყენებს.
სისტემა
აიძულებს
მოქალაქეებს
გამოიყენონ
ის
ვალუტა,
რომლის
სტაბილურობასაც
თავად
სისტემის
შემქმნელები
ვერ
უზრუნველყოფენ.
ეს
არის
რისკის
ხელოვნური
გადატანა
ბანკებიდან
მოსახლეობაზე:
ბანკები
ითავისუფლებენ
ბალანსებს
სავალუტო
რისკისგან,
ხოლო
მოქალაქეები
რჩებიან
ვალუტაში,
რომლის
მსყიდველობითი
უნარიც
მუდმივად
მცირდება.
სინამდვილეში,
ლარიზაციის
მიზანი
არა
ეკონომიკის
გაჯანსაღება,
არამედ
მონეტარული
ხელისუფლებისთვის
ინფლაციური
გადასახადის
ამოღების
"ბაზისის"
გაფართოებაა.
10. საერთაშორისო ორგანიზაციების
(IMF და
სხვა)
პოლიტიკის
კრიტიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და სხვა დონორი ორგანიზაციები წლების განმავლობაში
საქართველოში
ხელს
უწყობენ
ე.წ. "ინფლაციის
თარგეთირების"
(Inflation \ Targeting) მოდელს. ეს მოდელი ფოკუსირებულია მხოლოდ შედეგზე (საბოლოო ფასებზე) და სრულიად უგულებელყოფს მიზეზს (მონეტარულ
ექსპანსიას).
კრიტიკის ძირითადი არგუმენტებია:
- დეკორატიული
სამიზნეები
და
პასუხისმგებლობის
არარსებობა:
ოფიციალური
3%-იანი
ინფლაციის
მიზნობრივი
მაჩვენებელი
ხშირად
მხოლოდ
საჩვენებელი
მონაცემია.
ეს
რიცხვი
ემსახურება
საზოგადოებრივი
მოლოდინების
"დაამინებას",
თუმცა
მისი
სისტემატური
დარღვევა
არასოდეს
ქცეულა
ეროვნული
ბანკის
საქმიანობის
ნეგატიური
შეფასების
ან
ხელმძღვანელობის
პასუხისმგებლობის
საკითხის
დაყენების
საფუძვლად.
2022 წელს
ინფლაციამ
11.9%-ს
მიაღწია
(გეგმაზე
თითქმის
ოთხჯერ
მეტი),
თუმცა
ამას
არ
მოჰყოლია
მონეტარული
კურსის
ფუნდამენტური
გადახედვა.
IMF-ის
მიერ
მხარდაჭერილი
პოლიტიკა
ორიენტირებულია
საპროცენტო
განაკვეთის
მანიპულირებაზე,
რაც
ვერ
ახდენს
რეაგირებას
რეალურ
ეკონომიკურ
შოკებზე,
რადგან
ის
არ
ეხება
მთავარ
პრობლემას
— ფულის
მასის
უკონტროლო
ზრდას.
- რეზერვების
ადეკვატურობის
ხაფანგი
და
ვალუტის
არასტაბილურობა:
IMF-ის
მოთხოვნა
უცხოური
ვალუტის
რეზერვების
ადეკვატურობის
შესახებ
(ARA \ metric) აიძულებს ეროვნულ ბანკს მუდმივად
შეისყიდოს
დოლარი
ბაზარზე.
რადგან
სებ-ს არ
აქვს
დაგროვილი
კაპიტალი,
ის
ამ
დოლარს
ყიდულობს
ახლადდაბეჭდილი
ლარით.
ეს
ქმნის
მანკიერ
წრეს:
რეზერვების
ზრდა
იწვევს
მონეტარულ
ემისიას,
რაც
თავის
მხრივ
აუფასურებს
ლარს
და
იწვევს
ფასების
ზრდას.
ამავდროულად,
უცხოური
რეზერვების
გამოყენება
გაცვლითი
კურსის
სტაბილურობის
მიზნით
პრაქტიკულად
არასოდეს
ყოფილა
IMF-ის
მოთხოვნათა
პრიორიტეტში.
შედეგად,
რეზერვები
„დაბანდებულია“
უცხოეთში
(მაგალითად,
აშშ-ის
სახაზინო
ვალდებულებებში),
რაც
სინამდვილეში
სხვა
ქვეყნების
ეკონომიკების
დაკრედიტებას
ნიშნავს
და
არ
ასრულებს
რეალურ
სარეზერვო
ფუნქციას
საქართველოსთვის
კრიზისულ
მომენტებში.
ამის საუკეთესო დასტურია გაცვლითი კურსის მერყეობის
ამპლიტუდა
2014-2025 წლებში: მიუხედავად რეზერვების რეკორდული ზრდისა, ლარის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში განიცადა დრამატული რყევები — 1.75-დან (2014 წ.)
3.45-მდე
(2021 წ.
პიკი),
რასაც
მოჰყვა
შედარებითი
გამაგრება
2.60-2.70-ის
ფარგლებში
(2023-2025 წწ.).
კურსის
ასეთი
მაღალი
ვოლატილობა
(ამპლიტუდა
თითქმის
100%) ადასტურებს,
რომ
"რეზერვების
დაგროვების"
პოლიტიკა
ვერ
უზრუნველყოფს
ვალუტის
სტაბილურობას
და
ემსახურება
მხოლოდ
საერთაშორისო
ბიუროკრატიული
მეტრიკების
დაკმაყოფილებას
ადგილობრივი
მსყიდველობითი
უნარის
ხარჯზე.
- სტრუქტურული
იგნორირება:
საერთაშორისო
ორგანიზაციები
მხარს
უჭერენ
"ლარიზაციის"
იძულებით
პოლიტიკას,
რაც
პირდაპირ
ეწინააღმდეგება
თავისუფალი
ბაზრის
პრინციპებს.
ისინი
ხელს
უწყობენ
ადმინისტრაციულ
ბარიერებს,
რომლებიც
რისკს
ბანკებიდან
დაუცველ
მოსახლეობაზე
გადააქვს.
- ბიუჯეტის
დეფიციტის
მონეტიზაციის
დაშვება:
IMF-ის
პროგრამები
თვალს
ხუჭავენ
იმაზე,
რომ
კომერციული
ბანკები
სებ-ის
რეფინანსირების
სესხებით
ყიდულობენ
სახელმწიფო
ობლიგაციებს.
ეს
არის
ბიუჯეტის
ფარული
მონეტიზაცია,
რაც
ინფლაციურ
წნეხს
კიდევ
უფრო
ზრდის.
- ბიუროკრატიული
სიმბიოზი
vs. მყარი ფული (Sound \ Money): IMF-ისა
და
ეროვნული
ბანკის
ურთიერთობა
წარმოადგენს
კლასიკურ
ბიუროკრატიულ
სიმბიოზს,
სადაც
საერთაშორისო
ჩინოვნიკებს
უფრო
მეტად
სჭირდებათ
საქართველო,
ვიდრე
პირიქით.
სავალუტო
ფონდის
აპარატს
სჭირდება
„მორჩილი
კლიენტები“,
რათა
ადვილად
გაამართლონ
საკუთარი
არსებობა,
მაღალი
ხელფასები,
პომპეზური
მისიები
და
გავლენა.
ეროვნული
ბანკი
კი
ამ
პროცესში, ასევე
საკუთარი
სკამის
და
კეთილდღეობის
უზრუნველსაყოფად,
მათ
ეხმარება
„საქმიანობის
ილუზიის“
შექმნაში,
რაც
სინამდვილეში
მონეტარული
ინტერვენციონიზმის
გაგრძელებაა.
საქართველოს
რეალურად
სჭირდება
არა
IMF-ის
მიერ
ნაკარნახევი
რეგულაციები
და
ეროვნული
ბანკის
მიერ
მთავრობისა
და
მსხვილი
ბიზესის
დაკრედიტებ,
არამედ
მყარი
ფული
და
ღია,
თავისუფალი,
მიუკერძოებელი
სავალუტო
ბაზარი.
თუმცა,
თავისუფალი
ბაზარი
ზედმეტს
გახდიდა
თავად
ამ
ბიუროკრატიულ
ინსტიტუტებს,
რის
გამოც
მათი
მიზანი
ყოველთვის
რჩება
ცენტრალიზებული
კონტროლი
და
არა
ეკონომიკური
თავისუფლება.
საბოლოო ჯამში, ამ ორგანიზაციების რეკომენდაციები ქმნის სტაბილურობის
ილუზიას,
რომელიც
მხოლოდ
მანამ
მუშაობს,
სანამ
სისტემაში
ემიისიის
ხარჯზე
შემნილი
დამატებითი
საკრედიტო
რესურსი
შეედინება.
11. ფინანსური სტაბილურობის ინდიკატორების
(FSIs) ილუზორულობა
ეროვნული ბანკი (სებ) რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს საბანკო სექტორის "ჯანსაღი" მდგომარეობის
შესახებ,
სადაც
მთავარ
არგუმენტად
უმოქმედო
სესხების
(NPL) დაბალი
დონე
მოჰყავს.
თუმცა,
მონეტარული
ანალიზი
აჩვენებს,
რომ
ეს
მაჩვენებლები
არის
უკუხედვითი
(Backward-looking) და ქმნის სისტემური სტაბილურობის საშიშ ილუზიას.
11.1. "პორტფელის განზავების" ეფექტი
(Portfolio \ Dilution)
NPL ინდიკატორი (NPL \ Ratio = \frac{Bad \ Loans}{Total \ Loans}) მათემატიკური
მახეა
საკრედიტო
ექსპანსიის
ფაზაში.
ამ
ეფექტს
აძლიერებს
ის
ფაქტი,
რომ
ახალი
სესხები
სტატისტიკურად
ჯერ
ვერ
ხვდება
პრობლემურ
კატეგორიაში.
როდესაც
ბანკები
აგრესიულად
გასცემენ
ახალ
კრედიტებს
(ზრდიან
მნიშვნელში
არსებულ
Total \ Loans–ს), პროცენტული მაჩვენებელი ხელოვნურად მცირდება, მაშინაც კი, თუ პრობლემური სესხების აბსოლუტური მოცულობა (მრიცხველი) იზრდება.
- ილუზია:
ახალი,
ჯერ
კიდევ
"ნედლი"
კრედიტები,
რომლებსაც
დეფოლტისთვის
დრო
ჯერ
არ
ჰქონიათ,
"აზავებს"
პორტფელს
და
მალავს
ძველ,
გაფუჭებულ
სესხებს.
- მონაცემები:
2014-2025 წლებში საკრედიტო პორტფელი საქართველოში
გაიზარდა
თითქმის
4.5-ჯერ
(~12 მლრდ-დან
~55 მლრდ-მდე).
ასეთი
ტემპით
ზრდისას,
NPL ფიზიკურად
ვერ
ავა
მაღალ
ნიშნულზე,
რადგან
ახალი
სესხების
ნაკადი
უფრო
სწრაფია,
ვიდრე
ძველი
სესხების
"გაფუჭების"
ციკლი.
11.2. რეალური რისკის მაჩვენებლები
(2014–2025)
|
ინდიკატორი |
2014 |
2019 (პანდემიამდე) |
2025 (პროგნოზი) |
სტატუსი |
|
მთლიანი სესხები (მლნ ₾) |
~12,800 |
~31,800 |
~55,000 |
ექსპანსია |
|
ოფიციალური NPL (%) |
~4.2% |
~4.4% |
~3.2% |
ილუზია |
|
სესხები / მშპ (%) |
~43% |
~65% |
~110%+ |
ბუშტი |
|
ვადაგადაცილებული სესხების აბსოლუტური მოცულობა |
ბაზისი |
+140% |
+280% |
რეალობა |
11.3. დროითი წყვეტა და საკრედიტო
ციკლის
ფარული
რისკები
ეს ინდიკატორები ვერ ასახავს რისკებს, რომლებიც საკრედიტო ბუშტის გასკდომის შემთხვევაში ერთდროულად იჩენს თავს. საკრედიტო ბუმი მალავს კაპიტალის არასწორ განაწილება. როგორც კი მონეტარული ექსპანსია შენელდება (მაგალითად, სებ–ი იძულებული გახდება შეამციროს რეფინანსირების სესხები), მსესხებლებს
აღარ
ექნებათ
საშუალება
მოახდინონ
ვალების
რეფინანსირება.
სწორედ
ამ
დროს
"დამალული"
პრობლემები
ერთბაშად
ამოტივტივდება,
რადგან
NPL–ის
მრიცხველი
აფეთქდება,
ხოლო
მნიშვნელი
(ახალი
სესხების
გაცემა)
გაჩერდება.
11.4. სტაბილურობის ილუზია:
რატომ
მუშაობს
სისტემა
მხოლოდ
ბუმის
ფაზაში
ფინანსური სტაბილურობის ძირითადი ინდიკატორები მოქმედებს მხოლოდ მონეტარული
ექსპანსიის
ფაზაში.
დაბალი
პრობლემური
სესხების
წილი,
მაღალი
კაპიტალიზაცია
და
ლიკვიდობის
სიჭარბე
ეფუძნება
დაშვებას,
რომ
მომავალი
ეკონომიკური
პირობები
იქნება
წარსულის
გაგრძელება.
როგორც კი ლიკვიდობის ზრდა შენელდება ან შეჩერდება, ეს ინდიკატორები ერთდროულად კარგავს სანდოობას. საკრედიტო ციკლის გარდატეხის მომენტში პრობლემები იჩენს თავს არა ეტაპობრივად, არამედ ერთიანად,
რადგან
სისტემაში
დაგროვილი
რისკები
ადრე
იყო
შენიღბული
ექსპანსიის
ფონზე.
ამგვარად, სტაბილურობის მაჩვენებლები ქმნის უსაფრთხოების
ილუზიას,
რომელიც
ქრება
მონეტარული
ციკლის
შემობრუნებისთანავე.
12. მონეტარული ეთიკა და საკუთრების
ეროზია
ინფლაცია არ არის მხოლოდ ტექნიკური პარამეტრი; ეს არის საკუთრების უფლების ფუნდამენტური ხელყოფა.
როდესაც
სახელმწიფო
ან
ცენტრალური
ბანკი
ზრდის
ფულის
მასას,
ისინი
არ
ქმნიან
ახალ
სიმდიდრეს,
არამედ
აუფასურებენ
თითოეული
მოქალაქის
ჯიბეში
არსებულ
დანაზოგს.
- ფულის
გაყალბების
ლეგალიზაცია:
ის,
რაც
კერძო
პირის
მიერ
ჩადენის
შემთხვევაში
"ფულის
გაყალბებად"
ითვლება,
ცენტრალური
ბანკის
შემთხვევაში
"მონეტარულ
პოლიტიკად"
იწოდება.
- სიმდიდრის
იძულებითი
გადანაწილება:
კანტილიონის
ეფექტი
ნიშნავს,
რომ
სიმდიდრე
მიედინება
"ფულის
მბეჭდავებთან"
ახლოს
მყოფი
პირებისკენ,
ხოლო
პერიფერიაზე
მყოფი
მოსახლეობა
(პენსიონერები,
ფიქსირებული
შემოსავლის
მქონე
პირები)
ღატაკდება.
·
ინსტიტუციური
მორალური საფრთხე
(Moral \ Hazard): ფიატ-სისტემა
ქმნის
გარემოს,
სადაც
მსხვილ
ფინანსურ
ინსტიტუტებს
აქვთ
გარანტია,
რომ
კრიზისის
შემთხვევაში
სახელმწიფო
მათ
ახლადდაბეჭდილი
ფულით
გადაარჩენს
(Bailout). ეს
აქრობს
პასუხისმგებლობას,
ახალისებს
ზედმეტ
რისკებს
და
კერძო
დანაკარგებს
საზოგადოებრივ
ტვირთად
(ინფლაციად)
აქცევს.
13. დასკვნა, ვერდიქტი და სტრატეგიული
რეკომენდაცია
წინამდებარე ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში ფასების ზრდა არ არის შემთხვევითი
გარე
შოკების
შედეგი,
არამედ
მიზანმიმართული
მონეტარული
პოლიტიკის
პროდუქტია.
კვლევის
ძირითადი
მიგნებები
შეიძლება
დაჯგუფდეს
ოთხ
კრიტიკულ
მიმართულებად:
I. ინსტიტუციური ფულადი ექსპანსია
ინფლაციის რეალური ძრავაა ფართო ფულის (M3) 70%-იანი ზრდა
ბოლო
ოთხ
წელიწადში.
ეროვნული
ბანკი,
რეზერვების
შევსების
საბაბით,
მიმოქცევაში
უშვებს
ახალ
ლარს,
რომელსაც
კომერციული
ბანკები
საკრედიტო
მულტიპლიკატორით
თითქმის
10-ჯერ
ზრდიან.
სისტემაში
არსებული
მსყიდველობითი
უნარის
90% საბანკო
კრედიტია,
რაც
ფულს
"გაზავებულ"
აქტივად
აქცევს.
II. სიმდიდრის უსამართლო გადანაწილება
(კანტილიონის
ეფექტი)
მონეტარული სისტემა მუშაობს როგორც ფარული გადასახადი. ბანკები, რომლებიც პირველები იღებენ ახალ ლიკვიდობას, აფიქსირებენ რეკორდულ 142.34%-იან
ROE-ს,
მაშინ
როდესაც
მოსახლეობის
მსყიდველობითი
უნარი
კატასტროფულად
მცირდება.
სიმდიდრე
გადაედინება
საზოგადოების
დაბალი
ფენებიდან
ფინანსურ
და
სამთავრობო
ელიტებში,
რომლებიც
ახალ
ფულს
გაძვირებადი
აქტივების
შესაძენად
იყენებენ
მანამ,
სანამ
ფასები
აიწევს.
III. ეკონომიკის ფინანსიზაცია და
"ვალის მონობა"
საქართველო გადაიქცა საკრედიტო ეკონომიკად, სადაც ბანკების
აქტივები
მშპ-ს 110%-ს აღწევს.
ვალის
მშპ-სთან ფარდობის
18-ჯერადი
ზრდა
ნიშნავს,
რომ
მოსახლეობა
ვალის
ხაფანგშია:
რეალური
შემოსავლების
უდიდესი
ნაწილი
ხმარდება
არა
განვითარებას,
არამედ
ძველი
პროცენტების
მომსახურებას.
ეს
არის
"მომავლის
შეჭმის"
პოლიტიკა,
სადაც
დღევანდელი
მოხმარება
მომავალი
თაობების
დავალიანებაზეა
დაფუძნებული.
IV. პოლიტიკური ილუზია და ნდობის კრახი
საერთაშორისო ორგანიზაციების (IMF) მიერ მხარდაჭერილი
"ლარიზაციის"
პოლიტიკა
ფიქციაა.
მოსახლეობის
მიერ
დეპოზიტების
დოლარში
შენახვა
(50-60%) არის
რაციონალური
პასუხი
სისტემის
უნდობლობაზე.
ხელოვნური
ლარიზაცია
მხოლოდ
რისკების
გადატანაა
ბანკებიდან
მოქალაქეებზე.
ვერდიქტი
ფასების სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია "მარჟების კონტროლით"
ან
"მიწოდების
ჯაჭვების
მართვით".
ფასების
ზრდა
საქართველოში
არის
"ინფლაციური
გადასახადი",
რომელსაც
მოსახლეობა
მონეტარული
ექსპანსიის
სანაცვლოდ
იხდის.
სანამ
სისტემა
დაფუძნებულია
ფიატ-ილუზიასა
და
საკრედიტო
მულტიპლიკაციაზე,
ფასების
სტაბილურობა
დარჩება
მხოლოდ
ცარიელ
დეკლარაციად,
ხოლო
ეკონომიკური
კრიზისები
— გარდაუვალ
ციკლად.
გამოსავალი არა კოსმეტიკურ ცვლილებებში, არამედ მყარი ფულის (Sound \ Money) პრინციპებთან
დაბრუნებაშია.
აუცილებელია
საბანკო
ექსპანსიის
მკაცრი
შეზღუდვა,
ემისიის
შეწყვეტა
და
მონეტარული
სისტემის
დეცენტრალიზაცია,
რათა
ფულმა
დაიბრუნოს
თავისი
მთავარი
ფუნქცია
— სიმდიდრის
შენახვის
უნარი.
სტრუქტურილი რეკომენდაცია
ფასების სტაბილურობა და ეკონომიკური მდგრადობა ვერ მიიღწევა ადმინისტრაციული დირექტივებით ან ცენტრალური
ბანკის
"ჯადოსნური"
მანიპულაციებით.
პრობლემა
არა
რეგულაციების
ნაკლებობაში,
არამედ
თავად
ფულისა
და
კრედიტის
ორგანიზების
ინტერვენციონისტურ
წესშია.
აუცილებელია
სისტემის
ფუნდამენტური
დეპოლიტიზაცია:
- საკრედიტო
გაფართოების
აღკვეთა:
ფულის
მიწოდება
უნდა
იყოს
პროგნოზირებადი
და
ინსტიტუციურად
მიუკერძოებელი.
ბანკებმა
უნდა
დაკარგონ
ფულის
"ჰაერიდან"
შექმნის
სამართლებრივი
პრივილეგია.
კრედიტი
უნდა
ეფუძნებოდეს
ექსკლუზიურად
რეალურ
დანაზოგებს
და
არა
ბალანსების
ფიქტიურ
გაფართოებას.
- მონეტარული
სუვერენიტეტი
და
თავისუფალი
არჩევანი:
მოქალაქეს
უნდა
დაუბრუნდეს
უფლება,
თავად
აირჩიოს
მიმოქცევის
საშუალება
და
დაზოგვის
ინსტრუმენტი.
იქნება
ეს
კლასიკური
მყარი
აქტივები
(ოქრო),
ტექმოდერნისტული
დეცენტრალიზებული
ვალუტები
(კრიპტო-აქტივები)
თუ
სხვა
ალტერნატივები
— ბაზარმა
უნდა
გადაწყვიტოს,
რომელი
ფულია
სანდო.
- ცენტრალური
ბანკის
მონოპოლიის
დემონტაჟი:
მხოლოდ
კონკურენტული
გარემო
შეამცირებს
კანტილიონის
ეფექტს
და
აღკვეთს
სიმდიდრის
სისტემურ
ეროზიას.
ამ
პირობებში
ბიზნეს-ციკლები
დაკარგავენ
თავის
დამანგრეველ
ინტენსივობას,
რადგან
გაქრება
მალინვესტიციების
ხელოვნური
ძრავა.
გამოყენებული ლიტერატურა და მონაცემთა წყაროები
- საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ): ინტერაქტიული სტატისტიკა, ფულადი აგრეგატები და მონეტარული პოლიტიკის ანგარიშები (2014-2025).
- საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი): სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) და ინფლაციის დინამიკა.
- Mises Institute: ავსტრიული ბიზნეს ციკლის თეორია და ფულის თეორიის კვლევები.
- სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშები: საბანკო სექტორის FSIs და საკრედიტო პორტფელის ანალიზი.
თავების მოკლე შეჯამებები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის „ფასების ზრდის მონეტარული ბუნება: საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ანალიზი (2014-2025 წლები)“.
1. თეორიული საფუძვლები და ბიზნეს ციკლი
შინაარსი: ინფლაცია არ არის ფასების ზრდა, არამედ ფულის მასის ექსპანსია. კანტილიონის ეფექტის მიხედვით, ახალი ფული სიმდიდრეს გადაანაწილებს პირველი მიმღებების (ბანკები, სახელმწიფო) სასარგებლოდ და აუფასურებს დანაზოგებს. ნაწილობრივი რეზერვირების სისტემა ქმნის „ორმაგ საკუთრებას“ ერთსა და იმავე ფულზე, რაც ხელოვნურ ბუმს და შემდგომ გარდაუვალ კრახს განაპირობებს.
2. ფულადი აგრეგატები და მულტიპლიკაცია
შინაარსი: მიმოქცევაში არსებული ლარების 90%-ზე მეტი არის საბანკო ჩანაწერი (ფიქტიური ფული) და არა ნაღდი მასა. M3 აგრეგატის მულტიპლიკატორი (9.44) აჩვენებს, რომ ყოველი 1 რეალური ლარი თითქმის 10-ჯერ „მრავლდება“ საკრედიტო სისტემაში. ეს არის მსყიდველობითი უნარის სისტემური „გაზავების“ მექანიზმი.
3. ფულის მასის დინამიკა (2014–2025)
შინაარსი: სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ 2021-2025 წლებში საბაზო ფული (M0) თითქმის გაორმაგდა. ფულის მასის ასეთი აგრესიული ზრდა არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ M3 აგრეგატმა 57.6 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც პირდაპირ აისახება ფასების ზრდაზე.
4. უცხოური რეზერვები და ემისია
შინაარსი: ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა ხდება ახლადდაბეჭდილი ლარით. რეზერვების შევსება, რომელიც ხშირად პოზიტიურ მოვლენად საღდება, სინამდვილეში არის ფულადი ემისიის წყარო, რაც ბაზარზე ლარის ჭარბ მასას აჩენს და მის მსყიდველობით უნარს აქვეითებს.
5. რეფინანსირების სესხები და ბიუჯეტის მონეტიზაცია
შინაარსი: რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიუხედავად, სებ-ი აგრძელებს ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდებას (ნაშთი ~5 მლრდ). ეს სესხები ხშირად გამოიყენება სახელმწიფო ობლიგაციების შესაძენად, რაც წარმოადგენს ბიუჯეტის დეფიციტის ფარულ მონეტიზაციას — სახელმწიფო ხარჯავს ფულს მოსახლეობის ინფლაციური დაბეგვრის ხარჯზე.
6. კორელაცია ფულის მასასა და ფასებს (HICP) შორის
შინაარსი: ფასების ინფლაცია (HICP) ყოველთვის მიჰყვება ფულის მასის ზრდას 12-18 თვიანი დროითი ლაგით. 2022 წლის 11.87%-იანი პიკი იყო 2021 წლის მონეტარული შოკის შედეგი. 2024-2025 წლების ექსპანსია მიგვანიშნებს ფასების ახალ ინფლაციურ ტალღაზე მომავალ პერიოდში.
7. ეკონომიკის ფინანსიზაცია და ბანკების დომინაცია
შინაარსი: საქართველოში ბანკების აქტივებმა მშპ-ს 110%-ს გადააჭარბა. ეკონომიკური ზრდა ეყრდნობა არა წარმოებას, არამედ საკრედიტო ბუშტს. ბანკების მომგებიანობა (ROE 142%) 10-ჯერ აჭარბებს რეალური ეკონომიკის ზრდას, რაც მონეტარული სისტემის მიერ რესურსების უსამართლო გადანაწილების დასტურია.
8. შინამეურნეობების ვალის ხაფანგი
შინაარსი: ვალის მშპ-სთან ფარდობის 18-ჯერადი ზრდა (2%-დან 39%-მდე) ადასტურებს, რომ მოსახლეობა „ჭამს მომავალს“. ინფლაციურ გარემოში ადამიანები იძულებულნი არიან აიღონ ვალები ცხოვრების დონის შესანარჩუნებლად, რაც მათ ფინანსურ მონობაში აქცევს და ანადგურებს ნებაყოფლობით დანაზოგს.
9. იძულებითი ლარიზაცია და ნდობის კრახი
შინაარსი: ლარიზაცია არის რისკის ხელოვნური გადატანა ბანკებიდან მოსახლეობაზე. ადმინისტრაციული აკრძალვები მოქალაქეებს აიძულებს გამოიყენონ ვალუტა, რომელსაც არ ენდობიან. ეს პოლიტიკა მხოლოდ ინფლაციური გადასახადის ამოსაღები „ბაზისის“ გაფართოებას ემსახურება.
10. IMF-ის პოლიტიკის კრიტიკა
შინაარსი: „ინფლაციის თარგეთირების“ მოდელი ფოკუსირებულია სიმპტომზე და არა მიზეზზე. IMF-ის რეკომენდაციები ხშირად ხელს უწყობს ბიუროკრატიულ ინტერვენციონიზმს და უგულებელყოფს მყარი ფულის (Sound \ Money) პრინციპებს, რაც საბოლოოდ სისტემურ არასტაბილურობას ამწვავებს.
11. FSIs და სტაბილურობის ილუზია
შინაარსი: უმოქმედო სესხების (NPL) დაბალი მაჩვენებელი „პორტფელის განზავების“ ეფექტია — ახალი სესხების სწრაფი გაცემა მალავს სისტემურ რისკებს. ეს ინდიკატორები მხოლოდ ბუმის ფაზაში მუშაობს და კრახის დროს მყისიერად კარგავს სანდოობას.
12. მონეტარული ეთიკა და მორალური საფრთხე (Moral Hazard)
შინაარსი: ფიატ-სისტემა ანგრევს პასუხისმგებლობას. ბანკებს აქვთ გარანტია, რომ კრიზისის დროს სახელმწიფო მათ გადაარჩენს (Bailout). ეს არის მორალური საფრთხე, სადაც კერძო დანაკარგები საზოგადოებრივ ტვირთად (ინფლაციად) იქცევა, რაც საკუთრების უფლების ფუნდამენტური დარღვევაა.
სტრატეგიული ვერდიქტი: გამოსავალი არის სისტემის დეპოლიტიზაცია, საკრედიტო ექსპანსიის აღკვეთა და მყარი ფულის თავისუფალი არჩევანის დაბრუნება.