მხარდაჭერისთვის: GE65BG0000000498990435
პაატა შეშელიძე
შესავალი
რუსი ნეოევრაზიისტი ფილოსოფოსი ალექსანდრე დუგინი, ირანზე განხორციელებულ მიმდინარე საჰაერო იერიშებს არა ლოკალურ კონფლიქტად, არამედ მესამე მსოფლიო ომის გადამწყვეტ ფაზად აფასებს. თავის ბოლოდროინდელ განცხადებებში იგი ღიად აკრიტიკებს რუსეთის შიდა პოლიტიკას და აცხადებს, რომ „ილუზორული მშვიდობის“ ხანა დასრულდა. დუგინისთვის ეს არ არის უბრალოდ გეოპოლიტიკური გადანაწილება, არამედ აპოკალიფსური დაპირისპირება „კატეხონს“ („მესამე რომს“ – შემაკავებელ ძალას) და დასავლურ „ანტიქრისტეს ცივილიზაციას“ შორის, სადაც ირანი რუსეთის ბოლო სტრატეგიული სიმაგრეა.
ნაწილი I: გლობალური აპოკალიფსი და „ლიბერალური
იმპერიის“
მითი
1. მესამე მსოფლიო ომი და „ისტორიული
ციკლის
დასასრული“
დუგინის მტკიცებით, მსოფლიო უკვე იმყოფება გლობალური ომის მდგომარეობაში, თუმცა საზოგადოების
დიდი
ნაწილი
კვლავ
„სამომხმარებლო
ჰიპნოზის“
ქვეშაა
და
ვერ
აცნობიერებს
საფრთხის
რეალურ
მასშტაბებს.
- ისტორიის
დასასრულის
რევიზია:
დუგინი
მიიჩნევს,
რომ
დასავლეთის
მცდელობა,
„დაასრულოს
ისტორია“,
კრახს
განიცდის.
აქ
მნიშვნელოვანია
დაზუსტება:
ფრენსის
ფუკუიამას
ორიგინალური
თეზისი
ეხებოდა
ლიბერალური
დემოკრატიის
ნორმატიულ
ჰეგემონიას
და
არა
სამხედრო
კონფლიქტების
ფიზიკურ
გაქრობას.
დუგინი
კი
მას
ინტერპრეტირებს
როგორც
დასავლეთის
მცდელობას,
ფიზიკურად
გაანადგუროს
ნებისმიერი
ცივილიზაციური
ალტერნატივა.
მისთვის
„ისტორიის
დასასრული“
ნიშნავს
წრფივი
დროის
გამარჯვებას
წრიულ/წმინდა
დროზე,
რასაც
ის
ესქატოლოგიურ
კატასტროფად
მიიჩნევს.
- ცივილიზაციური
დანაშაული:
ისრაელისა
და
აშშ-ის
იერიშებს
დუგინი
„ცივილიზაციურ
დანაშაულს“
უწოდებს,
რომელიც
მიმართულია
ტრადიციული
ღირებულებების
მქონე
„თეოკრატიული
სახელმწიფო-ცივილიზაციის“
წინააღმდეგ.
ეს
არის
ბრძოლა
სამყაროს
მოწყობის
პრინციპისთვის
– საკრალურისა
და
ტრადიციულის
წინააღმდეგ,
სეკულარულისა
და
ლიბერალურის
მხრიდან.
ირანი
დუგინისთვის
არის
„ცოცხალი
მუზეუმი“,
რომელიც
მოდერნამდელ
იერარქიას
ინარჩუნებს.
- „ზღვა“
„ხმელეთის“ წინააღმდეგ: დუგინის
გეოპოლიტიკური
დუალიზმი
ეფუძნება
კარლ
შმიტის
კლასიკურ
დიქოტომიას
– თალასოკრატია
(ზღვის
ცივილიზაცია:
ატლანტიზმი,
აშშ,
ბრიტანეთი)
ხმელეთის
ძალის
(ტელუროკრატია:
ევრაზიული
ძალები,
ირანი,
რუსეთი)
წინააღმდეგ.
იგი
ამას
აკავშირებს
ჰალფორდ
მაკინდერის
„ჰარტლენდის“
(Heartland) თეორიასთან: ხმელეთი არის სტაბილურობის,
იერარქიის
და
მარადისობის
სიმბოლო,
ხოლო
ზღვა
– დინამიკის,
ვაჭრობის
და
ფასეულობათა
ფარდობითობის.
ირანის
განადგურება
მისთვის
ხმელეთის
ძირძველი
ფორპოსტის
მოშლას
და
ჰარტლენდის
სამხრეთიდან
ალყაში
მოქცევას
ნიშნავს.
- საკრალური
გეოგრაფია:
დუგინი
ამატებს
„საკრალური
გეოგრაფიის“
ელემენტს
– ტერიტორია
მისთვის
არა
მხოლოდ
რესურსია,
არამედ
მისტიკური
სივრცე.
ირანი
და
რუსეთი
ამ
გეოგრაფიაში
წარმოადგენენ
„წინააღმდეგობის
ღერძს“
არა
მხოლოდ
პოლიტიკურად,
არამედ
მეტაფიზიკურად.
2. „ლიბერალური იმპერიის“ მითი და გეოპოლიტიკური
რეალობა
დუგინის მიერ ხატოვანი ტერმინით აღწერილი ერთიანი, მონოლითური „დასავლური ლიბერალური იმპერია“ სინამდვილეში არ არსებობს. რეალური
პოლიტიკური
პროცესები
აჩვენებს
საპირისპიროს:
- ტერმინოლოგიური
აღრევა:
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
თავად
ტერმინი
„ლიბერალიზმი“
დუგინის
ნარატივში
უკიდურესად
გამარტივებულია
და
არ
ითვალისწინებს
მის
შინაარსობრივ
მრავალფეროვნებას.
სხვადასხვა
პოლიტიკურ
სივრცეში
ეს
სიტყვა
სრულიად
სხვადასხვა
რამეს
ნიშნავს.
მაგალითად,
თანამედროვე
აშშ-ში
„ლიბერალიზმი“
ხშირად
სოციალ-დემოკრატიული
ან
პროგრესისტული
იდეების
(სახელმწიფო
ინტერვენციონიზმი,
სოციალური
სახელმწიფო)
სინონიმია,
მაშინ
როცა
მისი
კლასიკური
გაგება
გულისხმობს
Laissez-faire ეკონომიკას – თავისუფალ ბაზარს და
ინდივიდუალურ
თავისუფლებას
სახელმწიფო
ჩარევის
გარეშე.
დუგინი
ამ
განსხვავებებს
შეგნებულად
შლის,
რათა
შექმნას
ერთიანი,
„ტოტალიტარული
ლიბერალიზმის“
ხატი,
რომელიც
მისთვის
ყველაფერი
დასავლურის
განსახიერებაა.
- ირანის
რეჟიმის
გამოკვება
დასავლეთის
მიერ:
დუგინის
მტკიცების
საპირისპიროდ,
დასავლეთი
(ობამა,
ბაიდენი)
ირანის
იზოლაციის
ნაცვლოდ
მის
„მოთვინიერებას“
JCPOA-ს
(ბირთვული
შეთანხმება)
ფარგლებში
100-150 მლრდ დოლარის განბლოკვით ცდილობდა. ეს
არ
ყოფილა
საჩუქარი,
არამედ
ირანის
საკუთარი,
გაყინული
ნავთობდოლარები.
დასავლეთის
მიზანი
იყო
დიპლომატიური
ბერკეტის
მოპოვება,
ირანის
გლობალურ
ბაზარზე
ინტეგრაცია
და
შიდა
პოლიტიკური
ზომიერების
წახალისება.
დუგინისთვის
კი
ეს
„რბილი
ძალის“
აგრესიაა
— მცდელობა,
ირანის
საკრალური
იდენტობა
ლიბერალური
ეკონომიკით
შიგნიდან
დაიშალოს.
- ამერიკისა
და
ისრაელის
იზოლაცია:
გაეროს
გენერალურ
ასამბლეაზე
მიღებული
არაერთი
რეზოლუცია
ცხადყოფს,
რომ
აშშ
და
ისრაელი
ხშირად
მარტო
რჩებიან
საერთაშორისო
უმრავლესობის
წინააღმდეგ.
ეს
ამტკიცებს,
რომ
დასავლეთი
არა
მონოლითური
ძალა,
არამედ
შინაგანად
დაპირისპირებული
სივრცეა.
- დასავლური
პოლარიზაცია
და
იდეოლოგიური
რღვევა:
დუგინი
უგულებელყოფს
იმ
ფაქტს,
რომ
დასავლეთში
არ
არსებობს
კონსენსუსი
ირანის
საკითხზე.
ამერიკელი
რესპუბლიკელები
(მაგალითად,
ტრამპის
ფრთა)
და
დემოკრატები
(ბაიდენის
ადმინისტრაცია)
რადიკალურად
განსხვავებულ
მიდგომებს
ავლენენ:
ერთნი
„მაქსიმალური
ზეწოლის“
მომხრენი
არიან,
მეორენი
კი
– დიპლომატიური
შეკავების.
ეს
შინაგანი
პოლიტიკური
ბრძოლა
გამორიცხავს
„სატანური
მონოლითის“
არსებობას.
- ევროპული
„სტრატეგიული ავტონომია“: ბევრი
ევროპული
სახელმწიფო
(საფრანგეთი,
გერმანია)
ცდილობდა
შეენარჩუნებინა
ეკონომიკური
კავშირები
ირანთან
INSTEX (სავაჭრო გაცვლების მხარდაჭერის ინსტრუმენტი)
– სპეციალური
მექანიზმით,
რომელიც
ირანთან
არადოლარული
ვაჭრობის
გაგრძელებას
ისახავდა
მიზნად
ამერიკული
სანქციების
გვერდის
ავლით.
ეს
ნათლად
აჩვენებს,
რომ
დასავლეთი
შედგება
სუვერენული
ინტერესების
მქონე
ერთეულებისგან
და
არა
ვაშინგტონის
ბრმა
ვასალებისგან.
დუგინის
ნარატივი
კი
ამ
სირთულეს
ამარტივებს,
რათა
თავისი
„ცივილიზაციური
მეტაფიზიკა“
გაამყაროს.
ნაწილი II: სტრატეგიული ფრონტები და პროქსი-ომები
3. „შემდეგი სამიზნე რუსეთია“:
ირანი,
როგორც
სამხრეთის
ფარი
დუგინის მთავარი გეოპოლიტიკური თეზისი მდგომარეობს იმაში, რომ ირანი რუსეთისთვის „სამხრეთის ფარია“.
მისი
ხედვით,
თეირანი
არის
უკანასკნელი
ზღუდე,
რომელიც
იცავს
ევრაზიის
გულს
(Heartland) სამხრეთიდან
ექსპანსიისგან.
- ეგზისტენციალური
საფრთხე:
ის
მიიჩნევს,
რომ
თუ
ირანი
დაეცემა,
რუსეთი
დარჩება
პირისპირ
დასავლურ
კოალიციასთან
ყოველგვარი
ბუფერული
ზონის
გარეშე.
ეს
გამოიწვევს
კავკასიისა
და
ცენტრალური
აზიის
მყისიერ
დესტაბილიზაციას,
რასაც
დუგინი
რუსეთის
„რბილ
მუცელზე“
დარტყმად
აფასებს.
- ჩრდილოეთ-სამხრეთის
დერეფანი
(INSTC): ირანი არის რუსეთის ერთადერთი საიმედო სტრატეგიული
გასასვლელი
ინდოეთის
ოკეანეში.
დუგინისთვის
ეს
დერეფანი
არის
სიცოცხლის
ხაზი,
რომელიც
რუსეთს
საშუალებას
აძლევს
გვერდი
აუაროს
დასავლურ
სანქციებს
და
სუეცის
არხზე
დამოკიდებულებას,
რითაც
„Anaconda-ს რგოლის“ (ბლოკადის) გარღვევა ხდება.
- ენერგეტიკული
გეოპოლიტიკა:
რუსეთი
და
ირანი
ერთად
ფლობენ
მსოფლიო
გაზის
მარაგების
უდიდეს
ნაწილს.
დუგინის
აზრით,
მათი
ალიანსი
არის
შანსი
შეიქმნას
„გაზის
ოპეკი“,
რომელიც
დასავლეთის
ენერგეტიკულ
დიქტატს
დაასრულებს
და
ევრაზიულ
ძალებს
ენერგეტიკულ
იარაღს
მისცემს.
- სამხედრო-ტექნოლოგიური
სიმბიოზი:
ირანული
სამხედრო
ტექნოლოგიები
(მაგალითად,
Shahed-ის
ტიპის
დრონები
და
ბალისტიკური
რაკეტები)
უკვე
იქცა
რუსეთის
თავდაცვისუნარიანობის
ნაწილად.
ირანი
მისთვის
არის
საბრძოლო
პოლიგონი,
სადაც
გამოიცდება
ახალი
ტიპის
ასიმეტრიული
ომის
ტაქტიკა
დასავლური
ჰეგემონიის
წინააღმდეგ.
4. მექსიკა და „უკრაინული
ტერორის“
ექსპორტი
დუგინი აკავშირებს მექსიკურ კარტელებს უკრაინულ კონფლიქტთან, რაც მისი ხედვით დასავლური სპეცსამსახურების ახალი სტრატეგიის
ნაწილია:
- CIA-ს პროქსი-არმიები:
დუგინი
ამტკიცებს,
რომ
მექსიკური
კარტელები
(განსაკუთრებით
CJNG) სინამდვილეში
CIA-ს
იარაღია
მექსიკის
შიდა
პოლიტიკაზე
ზეწოლისთვის.
მისი
ხედვით,
ამერიკული
სპეცსამსახურები
იყენებენ
კრიმინალურ
სტრუქტურებს
„მართვადი
ქაოსის“
შესაქმნელად,
რათა
აკონტროლონ
მექსიკის
სუვერენული
ამბიციები.
- უკრაინული
„საველე სკოლა“: იდეოლოგი ხაზს
უსვამს,
რომ
კარტელის
მებრძოლები
უკრაინაში
გადიოდნენ
ინტენსიურ
წვრთნას
„ზელენსკის
ნეონაცისტურ
რეჟიმთან“.
მათ
აითვისეს
FPV-დრონების
მართვა
და
ასიმეტრიული
ომის
ტაქტიკა.
დუგინისთვის
ეს
არის
„ტერორიზმის
ინტერნაციონალიზაცია“,
სადაც
უკრაინა
გამოიყენება
როგორც
გლობალური
ინკუბატორი
ახალი
ტიპის
კრიმინალური
მეომრებისთვის.
- ნიჰილიზმი
და
„ქაოსის ჯარისკაცები“: დუგინს
აშინებს
ამ
ახალი
ძალის
ნიჰილისტური
ბუნება.
ტრადიციული
მეომრისგან
განსხვავებით,
რომელსაც
აქვს
საკრალური
მიზანი,
კარტელის
მებრძოლებს
არ
აქვთ
იდეოლოგია.
როდესაც
მათ
მიზნებზე
ეკითხებიან,
მათი
პასუხი
მხოლოდ
გინება
და
ბილწსიტყვაობაა.
ესენი
არიან
„გლობალური
დასავლეთის“
მიერ
შექმნილი
„პოსტ-ადამიანური“
სუბიექტები,
რომლებიც
მხოლოდ
ნგრევას
ემსახურებიან.
- ანალიტიკური
დისტანცირება:
მნიშვნელოვანია
აღინიშნოს,
რომ
CJNG-CIA-უკრაინის ეს თეზისი არ არის გამყარებული ემპირიული მტკიცებულებებით.
ის
სრულად
შეესაბამება
დუგინის
მეტაფიზიკას,
სადაც
ნებისმიერი
კრიმინალური
აქტივობა
გლობალური
შეთქმულების
ნაწილად
არის
აღქმული.
ეს
ნარატივი
ხშირად
გამოიყენება
რუსული
პროპაგანდის
მიერ
დასავლეთის
დემონიზაციისთვის
და
უკრაინული
მხარის
კრიმინალიზაციისთვის
საერთაშორისო
ასპარეზზე.
ნაწილი III: დასავლეთის მორალური და პოლიტიკური
კოლაფსი
5. ტრამპის „ღალატი“ და ილუზიების
მსხვრევა
განსაკუთრებით მკაცრია დუგინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ. მის ბოლოდროინდელ განცხადებებში ტრამპი აღარ განიხილება
როგორც
ანტისისტემური
ფიგურა,
არამედ
როგორც
სისტემის
მიერ
შთანთქმული
თოჯინა:
- „უბადრუკი
ნარცისი“:
დუგინმა
ტრამპს
უწოდა
უბადრუკი
ნარცისი,
რომელიც
„ღრმა
სახელმწიფომ“
(Deep State) დააშანტაჟა. დუგინის ანალიზით, ტრამპის
„ამერიკა
უპირველეს
ყოვლისა“
მხოლოდ
ნიღაბია,
რომლის
მიღმაც
იგივე
იმპერიალისტური
ზრახვები
იმალება.
დუგინისთვის
ტრამპი
აღარ
არის
სუბიექტი,
ის
არის
სისტემის
მიერ
მართული
„პოლიტიკური
მირაჟი“,
რომელმაც
უღალატა
საკუთარ
ამომრჩეველს
– იმ
„უბადრუკებს“
(Deplorables), ვისი სახელითაც მოვიდა ხელისუფლებაში.
- იზოლაციონიზმის
კრახი:
ირანზე
შეტევით
ტრამპმა
დაამტკიცა,
რომ
თეთრი
სახლი
სრულად
კონტროლდება
სიონისტური
ლობისა
და
სამხედრო-სამრეწველო
კომპლექსის
მიერ.
დუგინი
მიიჩნევს,
რომ
ტრამპი
იქცა
„მესიანური
გეოპოლიტიკის“
ინსტრუმენტად,
სადაც
ამერიკული
რესურსები
იხარჯება
არა
ამერიკის,
არამედ
ისრაელის
რელიგიური
და
სტრატეგიული
მიზნებისთვის.
- სისტემის
გამარჯვება
ინდივიდზე:
ტრამპის
ფენომენი
დუგინისთვის
არის
დასტური
იმისა,
რომ
ლიბერალური
დემოკრატიის
პირობებში
ინდივიდს
არ
შეუძლია
სისტემის
შიგნიდან
შეცვლა.
ნებისმიერი
ანტისისტემური
ძალა
ადრე
თუ
გვიან
ხდება
„ღრმა
სახელმწიფოს“
ნაწილი.
შესაბამისად,
დუგინი
ასკვნის,
რომ
დასავლეთთან
კომპრომისის
იმედი,
თუნდაც
ტრამპის
მსგავს
ფიგურებთან,
არის
თვითმოტყუება.
- „დიდი
გამოღვიძების“
დასასრული:
ადრე
დუგინი
ტრამპს
„დიდი
გამოღვიძების“
ლიდერად
ხედავდა.
ახლა
კი
ის
აცხადებს,
რომ
ტრამპმა
ეს
პროცესი
შეაჩერა
და
გლობალიზმის
რესტავრაციას
შეუწყო
ხელი,
რითაც
რუსეთს
პირდაპირი
ომის
გარდა
სხვა
არჩევანი
აღარ
დაუტოვა.
6. „ეპშტეინის კუნძული“ და მორალური
უფსკრული
დუგინი დასავლური ელიტის მორალურ გახწნილობას ცივილიზაციის დასასრულის დასტურად
მიიჩნევს:
- მორალური
კოლაფსი:
ეპშტეინის
ფაილების
გამოქვეყნებას
დუგინი
დასავლური
მმართველი
კლასის
ლეგიტიმაციის
დასასრულად
მიიჩნევს.
ის
საუბრობს
„სატანისტ
პედოფილებზე“,
კანიბალებზე,
რომლებიც
ბავშვებს
ჭამენ
და
ნადირობენ
ადამიანებზე.
- ინსტიტუციური
სატანიზმი:
დუგინი
ამტკიცებს,
რომ
ეპშტეინის
საქმე
არ
არის
ცალკეული
კრიმინალების
დანაშაული,
არამედ
ლიბერალური
ელიტის
„რიტუალური“
ბუნების
გამოვლინება.
მისი
ხედვით,
გლობალიზმი
თავისი
არსით
ანთროპოლოგიური
კატასტროფაა,
სადაც
ადამიანი
კარგავს
ღვთაებრივ
ხატებას
და
„პოსტ-ადამიანურ“
მონსტრად
იქცევა.
- სამართლებრივი
იმპუნიტეტი
(დაუსჯელობა): ის ფაქტი, რომ ფაილების გამოქვეყნების შემდეგ
აშშ-ში
მასშტაბური
დაკავებები
არ
მომხდარა,
დუგინისთვის
არის
უტყუარი
დასტური
იმისა,
რომ
„ღრმა
სახელმწიფო“
და
კრიმინალური
ელიტა
ერთი
მთლიანობაა.
სამართალდამცავი
სისტემა
ამ
კონტექსტში
გვევლინება
არა
სამართლიანობის,
არამედ
„ბოროტების
კასტის“
დამცველად.
- დასავლეთი
როგორც
„დიდი ბაბილონი“: ეპშტეინის
კუნძული
დუგინის
რიტორიკაში
ხდება
თანამედროვე
დასავლეთის
მეტაფორა
– სივრცე,
სადაც
კანონი
აღარ
მოქმედებს
და
სადაც
ძალაუფლება
პირდაპირ
კავშირშია
გარყვნილებასა
და
მსხვერპლშეწირვასთან.
ეს
არის
ნარატივი,
რომელიც
მიზნად
ისახავს
დასავლეთის
სრულ
მორალურ
დელეგიტიმაციას
რუსი
და
ევრაზიელი
ხალხების
თვალში.
ნაწილი IV: რუსეთის შიდა ფრონტი და ტექნოლოგიური
სუვერენიტეტი
7. „მეექვსე კოლონა“ და იდეოლოგიური
მობილიზაცია
დუგინი მოითხოვს რუსეთის შიგნით სრულ იდეოლოგიურ წმენდას და გადასვლას „ომის ფსიქოლოგიაზე“. მისი ხედვით, რუსეთის მთავარი მტერი არა მხოლოდ გარე ძალები, არამედ შიდა დაფარული წინააღმდეგობაა.
- „მეხუთე“
vs „მეექვსე“ კოლონა: დუგინი განასხვავებს
ღია
ოპოზიციას
(„მეხუთე
კოლონა“
– ლიბერალური
აქტივისტები,
რომლებიც
დასავლეთში
გაიქცნენ)
და
ბევრად
უფრო
საშიშ
„მეექვსე
კოლონას“.
ეს
უკანასკნელი
არის
ხელისუფლების
შიგნით,
ბიუროკრატიულ
აპარატსა
და
ბიზნეს-ელიტაში
არსებული
ჯგუფი,
რომელიც
ფორმალურად
პუტინის
ერთგულია,
მაგრამ
ფარულად
აკეთებს
ყველაფერს,
რომ
რუსეთი
კვლავ
დაუბრუნდეს
დასავლურ
გლობალისტურ
სისტემას.
- ბიუროკრატიული
საბოტაჟი:
დუგინის
აზრით,
„მეექვსე
კოლონა“
აფერხებს
რადიკალურ
რეფორმებს,
ბლოკავს
იდეოლოგიურ
მობილიზაციას
და
ცდილობს
შეინარჩუნოს
„სტატუს
კვო“
იმ
იმედით,
რომ
ომის
შემდეგ
კვლავ
შეძლებს
დასავლეთთან
ვაჭრობას.
მისი
თქმით,
ეს
არის
„ლიბერალიზმის
კიბო“
სისტემის
შიგნით.
- „რევოლუცია
ზემოდან“:
იდეოლოგი
გამოსავალს
ხედავს
მხოლოდ
„რევოლუციაში
ზემოდან“,
რაც
გულისხმობს
ელიტების
სრულ
როტაციას
და
იდეოლოგიურად
ერთგული
„ახალი
კლასის“
(ომის
ვეტერანების
და
ევრაზიისტი
ინტელექტუალების)
მოსვლას
ხელისუფლებაში.
- ომის
ფსიქოლოგია:
დუგინი
მოითხოვს,
რომ
რუსული
საზოგადოება
გამოვიდეს
„სამომხმარებლო
ტრანსიდან“.
მისი
თქმით,
სანამ
მოსკოვში
რესტორნები
სავსეა
და
ხალხი
ისე
ცხოვრობს,
თითქოს
არაფერი
ხდება,
„მეექვსე
კოლონა“
იმარჯვებს.
მობილიზაცია
უნდა
იყოს
არა
მხოლოდ
სამხედრო,
არამედ
სულიერი
და
კულტურული.
8. სუვერენული ხელოვნური ინტელექტი
დუგინი AI-ს განიხილავს როგორც ცივილიზაციურ იარაღს. თუმცა, აქ ვლინდება ფუნდამენტური წინააღმდეგობა: მისი მოთხოვნა
ცენტრალიზებულ,
იდეოლოგიზებულ
AI-ზე
ეწინააღმდეგება
ტექნოლოგიური
პროგრესის
ბუნებას.
- „ცოდნის
პრობლემა“:
ცენტრალიზებული
ორგანოები
ვერასოდეს
ფლობენ
ინფორმაციის
ლოკალურად
გამოყენების
ცოდნას.
ცენტრალიზებულ
სისტემას
შეუძლია
ინფორმაციის
მოკრება,
მაგრამ
მისი
მორგება
ყოველდღიურ
ვითარებაზე,
რომელშიც
ცალკეული
ინდივიდები
იმყოფებიან,
შეუძლებელია.
ცენტრალიზებული
AI ვერ
აგროვებს
იმას,
რაც
თავისუფალი
საზოგადოების
მილიონობით
ინდივიდის
გაფანტულ,
კონტექსტუალურ
ცოდნაშია
ჩაშენებული.
- ინფორმაცია
vs კონტექსტი: AI მომხმარებელს ინფორმაციის მოკრებაში
ეხმარება,
მაგრამ
მან
არ
იცის,
რატომ
ან
რისთვის
სჭირდება
მომხმარებელს
ეს
ცოდნა.
საბოლოო
ჯამში,
ინფორმაციის
პრაქტიკული
მორგება
და
„აზრის
მიწერა“
მაინც
ინდივიდის
პრეროგატივაა.
დუგინის
მოდელი
კი
ცდილობს
ეს
ინდივიდუალური
ფილტრი
იდეოლოგიური
ალგორითმით
ჩაანაცვლოს,
რაც
სისტემას
რეალობასთან
ადაპტაციის
უნარს
ართმევს.
- ეპისტემოლოგიური
ბრმა
ზონა:
თუ
AI-ს
დაევალება
რეალობის
ფილტრაცია
მხოლოდ
ერთი
იდეოლოგიის
(ევრაზიანიზმის)
ჭრილში,
ის
გარდაუვალად
შეიქმნის
„ბრმა
ზონებს“.
სისტემა,
რომელიც
იგნორირებას
უკეთებს
მისთვის
მიუღებელ
ფაქტებს,
საბოლოოდ
კარგავს
პროგნოზირების
უნარს.
ასეთი
AI ხდება
არა
გადაწყვეტილების
მიმღები
ინსტრუმენტი,
არამედ
პროპაგანდისტული
ჰალუცინაციების
მანქანა.
- ინსტიტუციური
ენტროპია:
ცენტრალიზებული
კონტროლის
პირობებში
AI-ს
განვითარების
მოტივაცია
ხდება
არა
ეფექტურობა
ან
სიმართლე,
არამედ
იდეოლოგიური
ერთგულება.
ეს
იწვევს
ინტელექტუალურ
ენტროპიას
– ტექნოლოგია
წყვეტს
განვითარებას
და
ხდება
სისტემის
შიდა
დეგრადაციის
სარკე.
ნაწილი V: საქართველო - რუსული ვექტორის
„რიტორიკული
ექო“
9. დუგინი და საქართველო:
ასიმეტრიული
დამოკიდებულება
დუგინის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღეს ეფუძნება არა ქვეყნის რეალური სუვერენიტეტის აღიარებას, არამედ იმას, რომ „ქართული
ოცნება“
ზედმიწევნით
იმეორებს
მის
ხედვებს
და
ემორჩილება
რუსეთის
გეოპოლიტიკურ
ინტერესებს.
ის
არის
არა
დამოუკიდებელი
სუბიექტი,
არამედ
რუსული
რადიკალიზმის
პრაქტიკული
პოლიგონი.
- რიტორიკული
სტრუქტურული
თანხვედრა:
„ქართული
ოცნების“
ნარატივი
„გლობალური
ომის
პარტიაზე“
არის
დუგინისეული
„Deep State“-ისა და „ატლანტიზმის“ პირდაპირი ადაპტაცია. ეს
არ
არის
მხოლოდ
პოლიტიკური
ტერმინოლოგია;
ეს
არის
მეტაფიზიკური
მტრის
ხატის
შექმნა,
სადაც
დასავლეთი
წარმოჩენილია
როგორც
აბსოლუტური
ბოროტება.
2024 წლის
განცხადებები
„მეორე
ფრონტის“
შესახებ
ზუსტად
ემთხვევა
დუგინის
თეზისს
ირანზე,
როგორც
„მეორე
ფრონტის“
პლაცდარმზე
რუსეთის
წინააღმდეგ.
დუგინისთვის
„სუვერენიტეტი“
მხოლოდ
ტაქტიკური
ინსტრუმენტია
დასავლური
გავლენის
მოსაშორებლად
– ის
აღიარებს
საქართველოს
„დამოუკიდებლობას“
მხოლოდ
მანამ,
სანამ
თბილისი
უსიტყვოდ
ემორჩილება
კრემლის
ხედვებს
და
იზოლირდება
ცივილიზებული
სამყაროსგან.
- „აგენტოკრატიის“
კონცეფცია
და
ინსტიტუციური
დემონტაჟი:
დუგინის
ტერმინი
„აგენტოკრატია“
(ლიბერალური
ელიტა,
როგორც
გარე
ძალების
აგენტურა)
სტრუქტურულად
აისახა
„უცხოური
გავლენის
გამჭვირვალობის
შესახებ“
კანონში.
ეს
არის
ევრაზიული
დოქტრინის
ლოკალური
ადაპტაცია,
სადაც
ნებისმიერი
დემოკრატიული
პროცესი,
თავისუფალი
მედია
ან
სამოქალაქო
აქტივობა
„აგენტურულ“
საქმიანობად
ინათლება.
დუგინის
ლოგიკით,
სუვერენიტეტი
ნიშნავს
უფლებას,
დაუსჯელად
ჩაახშო
განსხვავებული
აზრი
„ტრადიციული
ფასეულობების“
სახელით,
რაც
სინამდვილეში
რუსული
ტიპის
ავტორიტარიზმის
იმპორტია.
- ექო
რუსეთიდან
და
„სტრატეგიული იზოლაცია“: რუსეთში
პოლიტიკური
ვექტორი
სულ
უფრო
მეტად
გადაიხრება
დუგინის
რადიკალიზმისკენ.
დუგინი
პუტინსაც
კი
აკრიტიკებს
„წარსული
ტექნოკრატიზმის“
გამო,
საქართველო
კი
სწორედ
ამ
„მომავლის
რადიკალიზმის“
ექოდ
იქცა.
მმართველი
პარტიის
რიტორიკა
აღარ
არის
მხოლოდ
პრაგმატული
„რეალპოლიტიკა“;
ის
არის
დუგინისეული
ესქატოლოგიის
ლოკალური
ტრანსლაცია.
„მშვიდობის
პოლიტიკა“
აქ
გაგებულია
როგორც
„სასაფლაოს
მშვიდობა“
– სრული
იზოლაცია
დასავლეთისგან
და
ნებაყოფლობითი
დაბრუნება
რუსულ
იმპერიულ
ორბიტაზე.
სუვერენიტეტის
ეგიდით
ხდება
ქვეყნის
გეოპოლიტიკური
ვასალიზაცია,
სადაც
საქართველო
რუსეთისთვის
მოსახერხებელ,
მორჩილ
პლატფორმად
გარდაიქმნება.
10. ფილოსოფიური საფუძველი: მეოთხე პოლიტიკური
თეორია
(4PT)
ალექსანდრე დუგინის კმაყოფილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკით რომ გავიგოთ, აუცილებელია მისი „მეოთხე პოლიტიკური თეორიის“ (4PT) სიღრმისეული გააზრება.
ეს
თეორია
აცხადებს,
რომ
მოდერნის
სამი
იდეოლოგია
– ლიბერალიზმი,
კომუნიზმი
და
ფაშიზმი
– წარსულს
ჩაბარდა
და
კაცობრიობა
ახალი
სუბიექტის
ძიებაშია.
- სამი
თეორიის
უარყოფა:
- ლიბერალიზმი
(პირველი თეორია): მისი სუბიექტია
ინდივიდი.
დუგინისთვის
ეს
არის
უდიდესი
ბოროტება,
რადგან
ინდივიდი
მოწყვეტილია
ტრადიციას,
რელიგიას
და
კოლექტიურ
იდენტობას.
ლიბერალიზმი,
მისი
ხედვით,
არის
„სატანური“
ძალა,
რომელიც
შლის
ყოველგვარ
საკრალურ
იერარქიას.
- კომუნიზმი
(მეორე თეორია): მისი სუბიექტია
კლასი.
დუგინი
მიიჩნევს,
რომ
კომუნიზმი
დამარცხდა,
რადგან
ის
მაინც
მოდერნისტული
და
მატერიალისტური
პროექტი
იყო.
- ფაშიზმი/ნაციონალ-სოციალიზმი
(მესამე თეორია): მისი სუბიექტია
სახელმწიფო
ან
რასა.
დუგინი
ამასაც
უარყოფს,
რადგან
მიიჩნევს,
რომ
ბიოლოგიური
რასიზმი
დასავლური
მოდერნის
ნაწილია.
- 4PT-ის
სუბიექტი:
Dasein (თვითმყოფადობა): მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფიაზე დაყრდნობით,
დუგინი
პოლიტიკურ
სუბიექტად
აცხადებს
არა
ინდივიდს
ან
კლასს,
არამედ
Dasein-ს
– ხალხის
კოლექტიურ
ყოფიერებას,
მის
„არსებობის
კოდს“.
4PT ქადაგებს
„მრავალპოლარულობას“,
სადაც
ყოველ
„პოლუსს“
(მაგალითად,
რუსულ
ევრაზიას)
აქვს
უფლება,
იყოს
აბსოლუტურად
განსხვავებული
და
უარყოს
დასავლური
ღირებულებები.
- Dasein-ის
ეთიკური
კრახი:
თუ
ინდივიდი
ქრება
როგორც
სუბიექტი,
ჩნდება
პასუხისმგებლობის
კრიზისი.
კოლექტიური
სუბიექტი
ვერ
ფლობს
ნერვულ
სისტემას,
ვერ
განიცდის
სინდისს
და
ვერ
აგებს
ინდივიდუალურ
პასუხისმგებლობას.
სინდისი
და
მორალი
მხოლოდ
პიროვნული
ფენომენია.
როდესაც
პასუხისმგებლობა
კოლექტივზე
(Dasein-ზე) გადადის, ის სინამდვილეში ორთქლდება, რაც
გზას
უხსნის
ტოტალიტარულ
თვითნებობას.
ამიტომ
კოლექტივისტური
ეთიკა
ყოველთვის
გადადის
ძალაუფლების
მონოპოლიაში,
სადაც
„ლიდერი“
ერთპიროვნულად
წყვეტს,
რა
არის
„ხალხის
თვითმყოფადობისთვის“
კარგი.
- საქართველო
როგორც
ექო:
თბილისის
მმართველი
ელიტა
იმეორებს
იმას,
რისკენაც
რუსული
რადიკალიზმი
მიდის.
დუგინი
პუტინსაც
კი
აკრიტიკებს
„წარსული
ტექნოკრატიზმის“
გამო
და
მოითხოვს
სრულ
იდეოლოგიზაციას.
საქართველო
კი
სწორედ
ამ
„მომავლის
რადიკალიზმის“
პრაქტიკულ
ექოდ
იქცა.
როდესაც
თბილისი
საუბრობს
„სუვერენიტეტზე“
და
„ტრადიციების
დაცვაზე“,
ის
სინამდვილეში
4PT-ის
ენით
მეტყველებს.
სუვერენიტეტი
აქ
გაგებულია
არა
როგორც
თავისუფლება,
არამედ
როგორც
უფლება
„იყო
განსხვავებული“
დასავლეთისგან,
ოღონდ
რუსული
„პოლუსის“
მფარველობისა
და
დიქტატის
ქვეშ.
ნაწილი VI: რეალიზმი vs ევრაზიანიზმი და ფილოსოფიური
კრიტიკა
11. რეალიზმი vs ევრაზიანიზმი
დუგინის ბევრი თეზისი ერთი შეხედვით კლასიკურ რეალიზმს ჰგავს, რაც ხშირად აბნევს ანალიტიკოსებს. თუმცა, მათ შორის უფსკრული ფუნდამენტურია:
- რაციონალური
აქტორი
vs მისტიკური სუბიექტი: რეალიზმი (მაგ.
კისინჯერი,
მერშაიმერი)
სახელმწიფოს
განიხილავს
როგორც
რაციონალურ
აქტორს,
რომლის
უზენაესი
მიზანია
უსაფრთხოება
და
გადარჩენა
ვესტფალიურ
სისტემაში.
ევრაზიანიზმისთვის
სახელმწიფო
მხოლოდ
ინსტრუმენტია
„მისტიკური
მისიის“
შესასრულებლად.
დუგინი
ვესტფალიურ
სისტემას
ლიბერალურ
ხაფანგად
მიიჩნევს,
რომელიც
უნდა
დაინგრეს.
- ძალაუფლების
ბალანსი
vs ესქატოლოგიური აპოკალიფსი: რეალიზმი
ეძებს
სტატუს-კვოს
ან
ძალაუფლების
ბალანსს
ომის
თავიდან
ასაცილებლად.
დუგინისთვის
ომი
მიზანია
– ეს
არის
„წმენდა“,
რომელიც
სამყაროს
მოდერნისტული
ლიბერალიზმისგან
გაათავისუფლებს.
პრობლემა
არ
არის
მხოლოდ
რუსეთის
უსაფრთხოების
ინტერესები,
არამედ
მათი
ესქატოლოგიური
იდეოლოგიზაცია,
რაც
ნებისმიერ
კომპრომისს
ღალატად
აცხადებს
და
ქვეყანას
გარდაუვალი,
ტოტალური
კონფრონტაციისკენ
უბიძგებს.
- ტრანზაქციული
vs მსხვერპლშეწირული პოლიტიკა: რეალიზმი ტრანზაქციულია
– ის
ითვლის
ხარჯებს
და
სარგებელს.
ევრაზიანიზმი
კი
მსხვერპლშეწირულია.
დუგინის
რიტორიკაში
კატასტროფა
არა
მარცხი,
არამედ
აუცილებელი
ეტაპია
„სულიერი
გამარჯვებისთვის“.
ეს
აქცევს
მის
იდეოლოგიას
თვითშესრულებად
წინასწარმეტყველებად:
იგი
ქმნის
დაძაბულობას
იქაც
კი,
სადაც
რაციონალური
რეალიზმი
გამოსავალს
იპოვიდა.
- კრიტიკა
„ტექნოკრატიული რეალიზმის“ მიმართ:
დუგინი
ღიად
აკრიტიკებს
კრემლის
„ტექნოკრატებს“,
რომლებიც
მხოლოდ
გეოპოლიტიკური
ინტერესებით
მოქმედებენ.
მისი
აზრით,
„ცივი
რეალიზმი“
სუსტია,
რადგან
მას
აკლია
რელიგიური
ფანატიზმი.
საქართველოშიც,
ის
მხარს
უჭერს
არა
უბრალოდ
პრაგმატულ
მორჩილებას,
არამედ
იდეოლოგიურ
რადიკალიზაციას,
რომელიც
ქვეყანას
დასავლეთისგან
სრულად
გათიშავს.
12. თავისუფლება დუგინის ეტატიზმის
წინააღმდეგ
(კრიტიკული
ანალიზი)
- პიროვნების
მსხვერპლშეწირვა
და
„რესურსული ენტროპია“: კოლექტივისტური
მოდელები
შესაძლოა
მოკლევადიან
მობილიზაციას
ახერხებდნენ
(ნაცისტური
გერმანია
1933-39 წლებში ან საბჭოთა ინდუსტრიალიზაცია), მაგრამ
ეს
წარმატება
ყოველთვის
მიიღწევა
დაგროვილი
ადამიანური
და
მატერიალური
კაპიტალის
„ჭამის“
ხარჯზე.
გრძელვადიან
პერსპექტივაში
ისინი
ინოვაციურ
და
ინსტიტუციურ
დეგრადაციას
განიცდიან.
რეალური
განვითარება
მხოლოდ
ინდივიდუალური
მოტივაციისა
და
საკუთრების
უფლების
პროდუქტია,
რადგან
საკუთრება
არის
არა
მხოლოდ
ეკონომიკური,
არამედ
კოგნიტური
თავისუფლების
საყრდენი.
- ინსტიტუციური
თვით-დესტრუქცია
და
„შეცდომის კორექცია“: დეცენტრალიზებული
სისტემების
(ბაზარი,
თავისუფალი
მედია,
არჩევნები)
გარეშე
ინფორმაციის
ნაკადი
წყდება.
ტოტალიტარული
სახელმწიფო
კარგავს
„შეცდომის
კორექციის
მექანიზმს“
– მას
არ
შეუძლია
აღიაროს
მარცხი,
რადგან
იდეოლოგია
უცდომელობას
ქადაგებს.
შედეგად,
სახელმწიფო
„ბრმავდება“
და
კატასტროფისკენ
მიექანება.
საბჭოთა
კავშირის
კოლაფსი
სწორედ
ამის
ემპირიული
დასტურია:
სისტემამ
ფიზიკურად
ვერ
გაუძლო
ცოდნის
დეცენტრალიზაციის
გამოწვევას.
- ბრბოსა
და
უზურპატორის
მოდელი
(რესენტიმენტი): დუგინის დოქტრინა არის
უზურპატორისა
და
ბრბოს
სიმბიოზი,
რომლის
საწვავიც
რესენტიმენტია
(შური
და
სიძულვილი
„სხვის“
მიმართ).
ბრბო
საკუთარ
თავისუფლებას
ცვლის
კუთვნილების
ილუზიასა
და
„მტრის“
ჩაგვრის
უფლებაზე.
ეს
მოდელი
ფუნდამენტურად
არ
მუშაობს,
რადგან
ის
კლავს
შემოქმედებით
ენერგიას
და
წარმოშობს
„ნეგატიურ
სელექციას“
– ელიტაში
ხვდებიან
არა
ნიჭიერები,
არამედ
ყველაზე
ერთგული
და
დაუნდობელი
შემსრულებლები.
სისტემა
ვერ
წარმოქმნის
ღირებულებას
თავისუფალი
ადამიანის
შინაგანი
ძრავის
გარეშე.
- პასუხისმგებლობის
დიფუზია:
4PT-ის
პირობებში,
როდესაც
ინდივიდი
ქრება,
პასუხისმგებლობა
„ორთქლდება“.
თუ
სახელმწიფო
მარცხდება,
ამაში
ბრალი
ედება
„Dasein-ის მტრებს“ ან „აგენტოკრატიას“, მაგრამ
არასოდეს
მმართველ
ელიტას.
ეს
ქმნის
პარაზიტულ
კულტურას,
სადაც
ინიციატივა
დასჯადია,
ხოლო
მორჩილება
– გადარჩენის
ერთადერთი
გზა.
შეჯამება და დასკვნა
ალექსანდრე დუგინის იდეოლოგია არის ანტი-ჰუმანური პროექტი, რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებას აბსტრაქტული „ცივილიზაციის“ საკურთხეველზე სწირავს. მისი მხარდაჭერა „ქართული ოცნებისადმი“ არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; პირიქით, იგი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ეს პოლიტიკური ძალა ზედმიწევნით იმეორებს რუსულ იდეოლოგიურ მატრიცას და ქვეყანას ევრაზიული ესქატოლოგიის პოლიგონად აქცევს.
დუგინი როგორც სიმპტომი, არა როგორც მიზეზი: ალექსანდრე დუგინი ხშირად აღიწერება როგორც კრემლის „იდეოლოგიური კომპასი“. ეს შეფასება ნაწილობრივ გადაჭარბებულია. დუგინი არ არის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმალური არქიტექტორი. ის უფრო სწორად წარმოადგენს უკვე ჩამოყალიბებული ძალაუფლების სტრუქტურის მეტაფიზიკურ გამამართლებელს. მისი როლია: პოლიტიკური გადაწყვეტილებების გადატანა ცივილიზაციურ-ესქატოლოგიურ დონეზე, ძალაუფლების სტრატეგიის გადაქცევა ისტორიულ მისიონად და სახელმწიფოს ინტერესის შეფუთვა ონტოლოგიურ აუცილებლობად. ამგვარად, დუგინი არის იდეოლოგიური ინტერპრეტატორი, არა პირველადი სტრატეგი.
„მესამე მსოფლიო ომი“ როგორც ნარატიული ტექნოლოგია: დუგინის მტკიცება, რომ მსოფლიო უკვე მესამე მსოფლიო ომის ფაზაშია, სტრატეგიულად ფუნქციური განცხადებაა. ეს თეზისი ასრულებს სამ ფუნქციას:
შიდა მობილიზაცია — მუდმივი საგანგებო მდგომარეობის ლეგიტიმაცია.
ოპოზიციის დელეგიტიმაცია — კრიტიკა = ღალატი.
ეკონომიკური სირთულეების გადაფარვა — ყველა პრობლემა გარე მტრის შედეგია. ამიტომ „აპოკალიფსი“ არის არა პროგნოზი, არამედ მმართველობის ინსტრუმენტი.
სუვერენიტეტის გაყალბება: დუგინისეული „სუვერენიტეტი“ სინამდვილეში არის თავისუფლება დასავლური დემოკრატიული სტანდარტებისგან, რათა ქვეყანა რუსული ტიპის ტირანიაში ჩაიძიროს. ეს არ არის დამოუკიდებლობა, ეს არის ნებაყოფლობითი ვასალობა.
იდეოლოგიური ბრმა ზონა: ტოტალიტარული ეტატიზმი, რომელსაც დუგინი ქადაგებს, გარდაუვალად მიიყვანს ნებისმიერ სახელმწიფოს ინსტიტუციურ კოლაფსამდე. სისტემა, რომელიც უარყოფს ინდივიდუალურ გონებას და თავისუფალ ბაზარს, კარგავს რეალობასთან კავშირს და „ბრმავდება“.
ეგზისტენციალური არჩევანი: არჩევანი დღეს არა ცივილიზაციებს (დასავლეთსა და აღმოსავლეთს), არამედ ტირანიასა და პიროვნულ თავისუფლებას შორის გადის. დუგინის „ერთიანი ფრონტი“ არის კოალიცია ადამიანის ბუნებისა და მისი თავისუფალი ნების წინააღმდეგ.
პასუხისმგებლობის აღდგენა: კოლექტიური Dasein-ის ილუზია ელიტებისთვის პასუხისმგებლობის არიდების საშუალებაა. ნამდვილი სუვერენიტეტი იწყება იქ, სადაც აღიარებულია ინდივიდის ღირსება, მისი საკუთრების უფლება და პირადი პასუხისმგებლობა საკუთარ ბედზე.
საბოლოო ჯამში, დუგინის მოსაზრებები არის დესტრუქციული რესენტიმენტის გადმოცემა, რომელიც ვერაფერს ქმნის და მხოლოდ სხვის მიერ შექმნილის დანგრევით ცდილობს საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცებას. თავისუფლების პერსპექტივიდან, ეს არის გზა არსად, სადაც „სუვერენიტეტი“ მხოლოდ კრემლისადმი სრული მორჩილების სხვა სახელია.