პაატა შეშელიძე
საშუალო თვიური შემოსავალი 1 სულზე: 590.1 ₾ 
საშუალო ოჯახის (შინამეურნეობის) თვიური შემოსავალი: 1,896 ₾ 
1. შედარება ერთ სულზე (ინდივიდუალური შემოსავალი: 590.1 ₾)
ა) სტანდარტი 1: ფიზიკური გადარჩენა (საქსტატი) 
საქსტატის საარსებო მინიმუმი (შრომისუნარიანი მამაკაცის გადარჩენის ზღვარი, დეკ. 2024): 260.3 ₾ 
დასკვნა: საშუალო ქართველის შემოსავალი საარსებო მინიმუმს 2.27-ჯერ აჭარბებს. (საქსტატის ლოგიკით, გამოდის რომ სიღარიბე დაძლეულია.
)
ბ) სტანდარტი 2: ღირსეული ცხოვრება (ევროპული MIS) 
ღირსეული ცხოვრების მინიმუმი (MIS), რომელიც მოიცავს ბინის ქირას, ტრანსპორტს და სხვა აუცილებელ ხარჯებს: 1,400 ₾ 

დასკვნა: საშუალო შემოსავალი (590.1 ₾) ფარავს ღირსეული ცხოვრების მინიმუმის მხოლოდ 42%-ს. (დასავლური სტანდარტით, საშუალო ქართველი სიღარიბის ზღვარიც კი არ ესიზმრება.
)
2. შედარება 4-სულიან ოჯახზე (შინამეურნეობის შემოსავალი: 1,896 ₾) 
ა) სტანდარტი 1: ფიზიკური გადარჩენა (საქსტატი) 
საარსებო მინიმუმი 4-სულიან ოჯახზე (დეკ. 2024, 1 სულის მონაცემიდან გამომდინარე): 540 ₾. 
დასკვნა: საშუალო ოჯახი საარსებო მინიმუმზე 3.5-ჯერ მეტს გამოიმუშავებს. (ყველა ფუფუნებაშია.
)
ბ) სტანდარტი 2: ღირსეული ცხოვრება (ევროპული MIS) 
ღირსეული მინიმუმი 4-სულიან ოჯახზე (4 x 1,400 ₾): 5,600 ₾ 
დეფიციტი: საშუალო შემოსავალს (1,896 ₾) აკლია 3,704 ₾ თვეში, რომ ღირსეული ცხოვრების მინიმუმს მიაღწიოს. 
დასკვნა: საშუალო ქართული ოჯახის შემოსავალი ფარავს ღირსეული ცხოვრების ხარჯების მხოლოდ 33.8%-ს. (ყველა მათხოვარია.
)
@followers
